იტალიის სამხრეთით მდებარე მატერა ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ის კულტურულად მდიდარი ქალაქია მოგზაურებისთვის, რომლებსაც ხელოვნება და კულინარია უყვართ. შენი მეგზური აქ სასურველ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.
საუკეთესო აქტივობები
დალაშქრეთ მურგია მატერანას პარკი
Murgia Materana Park – გამოიკვლიეთ გამოქვაბულები, ისტორიული ეკლესიები და დაუსრულებელი სალაშქრო ბილიკები, რომლებსაც სუნთქვაშემკვრელ გადმოსახედებამდე მივყავართ. აქ მოხვედრას ძალისხმევის გაღება ნამდვილად სჭირდება.

ეწვიეთ წმინდა მარია იდრისის ეკლესიას
მატერა სავსეა ისტორიული ეკლესიებით, რასაც ვერ ვიტყვით აქაურ სასტუმროების არჩევანზე. წმინდა მარია იდრისის ეკლესია საოცრად მაგიურია და შთამბეჭდავი ფრესკებით გამოირჩევა. დაათვალიერეთ მისი ექსტერიერი და ფანტასტიკური ხედებიც.

აღმოაჩინეთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მატერას მუზეუმში
ყველაფერი რაც მატერაზე ძველი სულაც არაა, ამას ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ადასტურებს. მართალია ის მე-17 საუკუნის სასახლეში მდებარეობს, მაგრამ მოდერნისტულ სკულპტურების კოლექციას აერთიანებს.

საუკეთესო რესტორნები:
- Trattoria del Caveoso – თუ მატერას გამოქვაბულები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ რესტორანს ეწვიეთ, რომელიც კლდეზე მდებარეობს. დააგემოვნეთ რეგიონის საუკეთესო ღვინო.
- Il Rusticone – აქ უგემრიელეს პიცას, პასტას და სენდვიჩებს მიირთმევთ. გირჩევთ კლასიკურ მარგარიტას ან ნაპოლის.
- Vitantonio Lombardo – აქ ელეგანტურ საღამოს გაატარებთ.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
იდეალური ლოკაციის გამო, მატერაში რბილი ზამთარია და აქ მთელი წლის მანძილზე თავისუფლად იმოგზაურებთ. ზაფხულში საკმაოდ ცხელა და თუ სიცხე არ გიყვართ, აირჩიეთ გაზაფხული ან ზამთარი.

როგორ მოხვდებით მატერაზე
ფრენა – უახლოესი აეროპორტია ბარი პალესი (Bari Palese Airport).
ავტობუსი – მატერაში ავტობუსები იტალიის დიდი ქალაქებიდან დადიან, მათ შორის რომიდან და ფლორენციიდან.
მატარებელი – თუ მატარებელს რომიდან გაყვებით, გზაში 7 საათი დაგჭირდებათ.











