ზღვა და კუნძულები

მალაიზიის 10 ულამაზესი კუნძული

მალაიზიაში კუნძულები გვთავაზობენ სამოთხეს, რომელიც ყველანაირ ბიუჯეტზეა მორგებული. აქ არჩევანი ნამდვილად დაგხვდებათ. დაისვენეთ თეთრ ქვიშიან სანაპიროებზე, იცურავეთ კრისტალივით სუფთა წყალში და აღმოაჩინეთ ზღვის მდიდარი ცხოვრება. შენი მეგზური 10 საუკეთესო კუნძულს გირჩევთ:

ლანგკავი/Langkawi

ლანგკავი ანდამანის ზღვაში მდებარე 99 კუნძულს შორის არსებული მსხვილი ჰაბია. თბილი ზღვის და საოცარი სანაპიროების გარდა, აქ ულამაზესი ტყეები და ბუნებაა. დატკბით არქიპელაგის ხედებით საბაგიროდან (Langkawi SkyCab) და გადმოხედეთ ჯუნგლებს და ოკეანეს. აქ 1 ღამის საფასური 15$-დან იწყება. ასევე, კუნძული უაქციზო ზონაა და იაფად ვაჭრობაც შეგიძლიათ. კვებაც დაახლოებით კაცზე 10$-მდე ჯდება.

პენანგი/Penang

პენანგი აერთიანებს კულტურას და ხელმისაწვდომობას და ის ერთ-ერთი საუკეთესო კუნძულია მთელ სამხრეთ აზიაში. ქალაქის მოსახლეობა აქ 1.7 მილიონს უტოლდება. აქ ასევე იხილავთ რეგიონის გამორჩეულ არქიტექტურას. აქ აღმოაჩენთ ჩინურ საყდრებს და სახლებს. ქალაქი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აგვისტო საუკეთესო დროა აქ ვიზიტისთვის, რადგანაც ამ დროს ბევრი ფესტივალი ტარდება.

პულაუ პანგკორი/Pulau Pangkor

მალაიზიის ეს ნაკლებად ცნობილი კუნძული ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული მარგალიტია. ის საოცრად მშვიდია და ველურ წვეულებებს აქ ნუ დაელოდებით. აქ საკვებიც, დარჩენაც, ტრანსპორტიც და სხვა აქტივობებიც საკმაოდ ბიუჯეტურია. დაისვენეთ ქორალის ულამაზეს სანაპიროზე და მიირთვით გემრიელი კოქტეილები.

პულაუ კეჩილი/Pulau Perhentian Kecil

შესაძლოა ეს ქვეყნის ყველაზე ბიუჯეტური კუნძული არაა, თუმცა მისი სილამაზე დამატყვევებელია. ეს ფოტოგენური სამოთხე ცნობილია თეთრი ქვიშის სანაპიროებით და საშუალებას გაძლევთ იცურაოთ წყლის კუებთან ერთად. აქ საკვებიც არჩევანიც მრავალფეროვანია და ფასები 2-12 $-ამდე მერყეობს. დააგემოვნებთ გემრიელ ზღვის პროდუქტებს.

პულაუ ბესარი/Pulau Perhentian Besar

თუ კეჩილი ცოცხალ ღამის ცხოვრებას გვთავაზობს, ბესარი უფრო სიმშვიდის შემოთავაზებით გამოირჩევა. ბიუჯეტური დასარჩენები აქაც დაგხვდებათ. თუ წყვილს იდილიური გასაქცევი უნდა, ოჯახს სიმშვიდე, ხოლო სოლო მოგზაურს დალევის ნაცვლად წიგნის კითხვა, ეს კუნძული უნდა აირჩიოთ. აქ ცხოვრება თითქოს შენელებულია.

პულაუ რედანგი/Pulau Redang

თუ ნამდვილი საკურორტო დასვენება გსურთ მისაღებ ფასად, მალაიზიის ამ კუნძულს მიაკითხეთ. კუნძულის წყლებში 3000-ზე მეტი თევზის სახეობა ბინადრობს. პოპულარული სანაპიროებია: Teluk Dalam და Long Beach.

პულაუ კაპასი/Pulau Kapas

ეს მალაიზიის კიდევ ერთი ფარული სამოთხეა, რომელიც ტურისტულად ჯერ ცნობილი არაა. აქ ვერ გაერთობით ღამის ცხოვრებით, მაგრამ შეძლებთ დაკავდეთ სნორკელინგით. პულაუ კაპასი ვიზიტორებს თებერვლიდან ოქტომბრამდე მასპინძლობს. პიკი არის ივნისსა და ივლისში.

პულაუ ტიომანი/Pulau Tioman

ამ კუნძულის კრისტალივით სუფთა წყალი ტიომანის საზღვაო პარკის დაცული ნაწილია. აქ ულამაზესი კლდის რიფები და წყალია. მალაიზიის ამკუნძულზეც უაქციზო ვაჭრობაა და ლუდი უფრო იაფი ღირს ვიდრე წყალი.

პულაუ ლაბუანი/Pulau Labuan

კუნძულის დედაქალაქია ვიქტორია, სადაც ყველაზე მეტი ბიუჯეტური სასტუმროა. ვაჭრობა პულაუ ლაბუანიზეც აქტუალურია, მაგრამ შოპინგის გარდა აქ ისტორიული ძეგლებით და ბუნების სილამაზით ისიამოვნებთ. აქ ასევე ბევრი სალაშქრო ბილიკი მდებარეობს,

სიპადანი/Sipadan

მართალია ამ პატარა ლამაზ კუნძულზე ვერ დარჩებით, მაგრამ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დაივინგ მიმართულებაა. აქ საშუალება მოგეცემათ წყალქვეშა სამყაროს საოცარი სილამაზე შეიგრძნოთ. წლის ყველაზე იაფი პერიოდია იანვრიდან მარტამდე.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

გერმანიაგერმანია
გერმანია19 მაი 2026

7 საუკეთესო მიმართულება მსოფლიოში ბრწყინვალე ლუდისთვის

ლუდის მოყვარულთათვის: პრაღა, საპორო, ტალინი, ფრანკონია, ბელგრადი, კეიპთაუნი და კუალა ლამპური. 7 ქალაქი საუკეთესო ლუდსახარშებითა და ბარებით.

მალაიზიამალაიზია
მალაიზია16 აპრ 2025

სამი დღე ლანგკავიში, მალაიზია

სამდღიანი გეგმა ლანგკავიზე: ცის ხიდი, ტელაგა ტუჯუჰის ჩანჩქერი, პანტაი ჩენანგი, ღამის ბაზრობები, მანგროს ტყეები, ზიპლაინი და მზის ჩასვლა ნავიდან.

ინდონეზიაინდონეზია
ინდონეზია14 აპრ 2025

10 ყველაზე ლამაზი კუნძული აზიაში

ბალი, მალდივები, ბორექეი, ფუკეთი, პალავანი და ლანგკავი: აზიის 10 ყველაზე ლამაზი კუნძული და რომელ თვეებშია მათზე მოგზაურობის საუკეთესო დრო.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე