ქვეყანა სამხრეთ აზიაში – ლაოსი ფარული მარგალიტია, რომელიც პოპულარულ მეზობლებს, ტაილანდს, კამბოჯასა და ვიეტნამს შორის იმალება. მისი მდიდარი მრავალფეროვნება 49 ეთნიკური ჯგუფისგან გამომდინარეობს, რომლებმაც გავლენა იქონიეს ადგილობრივ საკვებზე, ხელოვნებაზე, უნარ-ჩვევებსა და ფესტივალებზე.

ეს ქვეყანა გაყოფილია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებად. თითოეული მათგანი ლამაზი ლანდშაფტით, სასიამოვნო ატმოსფეროთი და უამრავი თავშესაქცევით ტურისტებისთვის.

ლაოსის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ბუნებას, კულტურას და ისტორიას უკავშირდება. აქ მდებარეობს რამდენიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიც.

გამოიკვლიეთ კუანგ სის გამოქვაბულები და ჩანჩქერები

Kuang Si – ლაოსში გამოქვაბულები და ჩანჩქერები დედამიწაზე არსებულ არცერთ სხვას არ ჰგავს. კუანგ სი ქვეტნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერია. აქ მდებარე აუზებში ცურაობაც შეგიძლიათ, გასახდელებში კი გამოცვლა.

აიღეთ ვიენტიანეს ქალაქის ტური

Vientiane – ლაოსის დედაქალაქია, სადაც ქვეყნის ისტორიის და კულტურის შესახებ ბევრს გაიგებთ. სრულ დღიანი სანახაობრივი ტურით ვიენტიანეს ღირსშესანიშნაობებს მოივლით.

აიღეთ სინუკის ყავის პლანტაციების ტური

Sinouk Coffee – უგემრიელესი ადგილობრივი ყავაა, რომლის პლანტაციებიც ლაოსის სამხრეთში მდებარეობს. ტურის განმავლობაში გაიგებთ ყავის წარმოების შესახებ და დაესწრებით მისი დაფქვის პროცესს.

გაცურეთ ნავით 4000 კუნძულს შორის

ლაოსის დასათვალიერებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ მის 4000 კუნძულს შორის გაცუროთ. სამი მთავარი კუნძულია: დონ კონგი, დონ კონი და დონ დეტი. ამ კუნძულებზე ბორნები დადიან.

მოიხიბლეთ კონგ ლორის გამოქვაბულის გეოლოგიით

Kong Lor Caves – ბუნების დაცულ არეალში მდებარეობს, ცენტრალურ ლაოსში. აქ მდინარეზე არსებული გამოქვაბული 7 კილომეტრზეა გაჭიმული და მსოფლიოში ერთ-ერთი უგრძესია. გამოქვაბულს საოცარი გეოლოგიური ფორმები აქვს.

გაისეირნეთ ანტიკურ ძეგლთან

Wat Phu – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და არქეოლოგიური ფენომენია. ეს ბუდისტური საყდარი “წმინდა მთაზე” მდებარეობს.

დალაშქრეთ ლუანგ პრაბანგის საყდრები

Luang Prabang Temples – ესეც მორიგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც სამხრეთ აზიის ტოპ-ტურისტულ მიმართულებებშია შეტანილი. აქ 33 სხვადასხვა ტიპის საყდარს ნახავთ. ტურისტებისთვის განკუთვნილი ბილიკებით ადვილად მოივლით მათ.

იცურავეთ პუ კამის ლურჯ ლაგუნაში

Tham Phu Kham Cave & Blue Lagoon – ეს ბუნების მორიგი საოცრება ტურისტებს აქტიურად იზიდავს საცურაოდ. დაათვალიერებთ გამოქვაბულსაც ბუდას ამოტვიფრული სურათებით.

გაისეირნეთ პა ტად კეს ბოტანიკურ ბაღებში

Pha Tad Ke Botanical Garden – აქ ნახავთ მცენარეების მრავალფეროვან სახეობებს, მათ შორის ორქიდეებს, ბამბუკებს და აშ. აქ მოსახვედრად ნავს უნდა გაყვეთ ლუან პრაბანგიდან, რომელიც ქალაქში ყოველ 1 საათში ბრუნდება საღამოს 6 საათამდე.