ზღვა და კუნძულები

იტალიის ფარული საოცრება: ისტორიული ტროპეა თეთრქვიშიანი სანაპიროებით

იტალია ტურისტულად პოპულარული ქვეყანაა, მაგრამ მას კიდევ ბევრი ფარული ლოკაცია აქვს, რომელიც ტურისტებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ. მაშინ, როცა მოგზაურები ვენეციას, რომს და ამალფის სანაპიროს სტუმრობენ, თქვენ ტროპეასკენ გაეშურეთ და ეს ისტორიული ქალაქი აღმოაჩინეთ.

ტროპეას ისტორიული შარმი, ფოტოგენური ცისფერი წყალი და თეთრ ქვიშიანი სანაპიროები აქვს. ის კალაბრიას აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე სანაპირო ქალაქია, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მშვიდი გასაქცევი. ტროპეა იმედს არ გაგიცრუებთ, მას თავად იტალიელებიც ხმელთაშუა ზღვის ბრწყინვალე სანაპიროდ ასახელებენ.

თუ ამალფის სანაპიროზე სანტორინის ალტერნატივას ეძებთ, ტროპეა თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. თანაც, ნაკლები ხალხით. ის ის იშვიათი ადგილია, სადაც ისტორია სამოთხეს ხვდება. ევროპაში რა თქმა უნდა, ბევრი ისტორიული ქალაქია, მაგრამ ეს ერთ-ერთი გამორჩეულია მათგან. აუცილებლად მოინახულეთ ტროპეას გადმოსახედები ბრწყინვალე ხედებით. ერთ-ერთი ყველაზე მაგიური საუკუნოვანი ტაძრიდან ხედია.

ლურჯი წყლის მიღმა, ტოპ ღირსშესანიშნაობაა სანტა მარია დელ იზოლა (Santa Maria dell’Isola). მასში შესვლა უფასოა, მაგრამ მისი ბაღების მონახულება ფასიანია.

ტროპეას ქალაქის ცენტრიც საკმაოდ შთამბეჭდავია. აქაური ქვაფენილიანი ქუჩები გაჯერებულია იტალიური გემრიელი კერძების სურნელით. იქამდე, სანამ ტროპეა ზაფხულშიც კი არაა გადავსებული, თამამად დატკბით იტალიის ამ უმშვენიერესი ადგილით.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები