დორტმუნდი ვესტფალიას უდიდესი ქალაქია, გერმანიის ფოლადის ინდუსტრიის ცენტრი. ის სასიამოვნოა ფეხით გამოსაკვლევად თავისი ღია სივრცეებით და პარკებით. ის ცნობილია წარმატებული საფეხბურთო გუნდითაც და კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი სტადიონითაც. შენი მეგზური აქ საუკეთესო მოგზაურობას დაგიგეგმავთ, დაგვიკავშირდით:
✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა ✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი
დაიწყეთ დღე ალტერ მარკეტსა და ალეტე შტადჰაუსზე
The Alter Markt & Altes Stadthaus – საფეხმავლო არეალია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ერთ დროს აქ ვაჭრები საკუთარ ნაწარმს ყიდდნენ. დღეს ის ისევ ცნობილი სავაჭრო უბანია ბევრი მაღაზიით, ბუტიკით, კაფით და ხელოვნების გალერეით. მოედანზე დგას ისტორიული მონუმენტები: ძველი შადრევანი, მერიის შენობა და ალტე შტადჰაუსი.
სან რეინოლდსის ეკლესია
ეს 104 მეტრი სიმაღლის საათის კოშკი დორტმუნდში თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს. მისი მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო და 2 საუკუნის შემდეგ დასრულდა. მას სახელი დორტმუნდის მფარველი წმინდანის, რეინოლდის საპატივცემულოდ ეწოდა. შეგიძლიათ ახვიდეთ კოშკზე და დატკბეთ ხედებით ქალაქზე.
მისამართი: Ostenhellweg 2
გაისეირნეთ ვესტფალენპარკში
Westfalenpark – დორტმუნდის უდიდესი და ყველაზე პოპულარული მწვანე სივრცეა. პარკში ბევრი ძეგლია, მათ შორის 212 მეტრიანი სატელევიზიო ანძა, სადაც რესტორანი და გადმოსახედი მდებარეობს. აქ ასევე ნახავთ სავაჭრო ცენტრს, ყინულის მოედანს და საფეხბურთო სტადიონს.
მისამართი: An der Buschmühle 3
გაატარეთ დღე ბავშვებთან ერთად რომბერგპარკსა და დორტმუნდის ზოოპარკში
Rombergpark – ასევე პოპულარული პარკია, რომელიც ვესტფალენპარკთან მდებარეობს. ის სასიამოვნო ადგილია დასათვალიერებლად, რადგანაც ზოოპარკს და ბოტანიკურ ბაღს აერთიანებს. აქ გაერთიანებულია გადაშენების პირას მყოფი მცენარეებიც და ისტორიული სათბური კაფით. პარკში მდებარეობს 2 ტბაც.
დორტმუნდის კოშკი და დეპო
Dortmund U Tower & the Depot – დორტმუნდს ინდუსტრიული წარსულის გარდა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაც აქვს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დორტმუნდის კოშკი, ყოფილი ქარხანა, რომელიც კრეატიულ ჰაბად იქცა. აქ ნახავთ ადგილობრივი რეჟისორების და ფოტოგრაფების კოლექციებს. დეპო კი ყოფილი ტრამვაის სახელოსნოა, სადაც მუდამ გამოფენები, ღონისძიებები და ბაზრობები ეწყობა.
მისამართი: Brinkhoffstrasse 4
ტრანსპორტის მუზეუმი
თუ ვინტაჟური მანქანები გიყვართ, დორტმუნდის ტრანსპორტის მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ტრამვაების კოლექციებით. აქ ნახავთ ავტომობილების ვინტაჟურ მოდელებსაც, მათ შორის იაგუარს, ფერარის და მერსედესის მოდელებს.
მისამართი: Mooskamp 23
აღმოაჩინეთ ნავსადგურის შენობა და მუზეუმი
Port Authority Building – გერმანიის ტრანსპორტირების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი შენობაა. აქ დღეს მუზეუმი მდებარეობს, რომელიც პორტის ისტორიას მოგვითხრობს. ნახავთ პორტის მოდელს, ხიდის რეპლიკას და საზღვაო რუკებს.
მისამართი: Sunderweg 130
მოიწყვეთ ტური ჰაუს დელვიგში
Haus Dellwig – სახლია მე-12 საუკუნიდან. დღეს ამ შთამბეჭდავ შენობაში სხვადასხვა გამოფენებია, რომლებიც დორტმუნდის მდიდარ ისტორიას გვიყვებიან. მუზეუმშვი ძველი ავეჯი, ოქროს მონეტები, მე-19 საუკუნის ნახატები და მინერალების კოელქციებია.
მისამართი: Dellwiger Straße 130
როდენბერგის სასახლე
Wasserschloss Haus Rodenberg – რენესანსის გასაოცარი არქიტექტურის მქონე სასახლეა, რომელიც ტბასა და პარკს გადაჰყურებს. ამ სახლზე პირველი ჩანაწერები მე-13 საუკუნიდან არსებობს. მე-17 საუკუნის რესტავრაციის შედეგად იმან ბაროკოს დეტალებიც შეიძინა.
მისამართი: Rodenbergstr. 36
ჰაუკის კოშკი, ადლერთარმის მუზეუმი
Hawk’s Tower/Adlerturm Museum – დორტმუნდს რამდენიმე ღირსშესანიშნაობა აქვს. მათ შორისაა ჰაუკის კოშკი მუზეუმით, სადაც მრავალფეროვანი იარაღებია შუა საუკუნეებიდან. საბავშვო განყოფილებაში ნახავთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სათამაშოებს.
მისამართი: Ostwall 51a
გერმანული ფეხბურთის მუზეუმი
Deutsches Fußballmuseum – ფეხბურთის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ადგილია. გამოფენები შეგასწავლით სპორტის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ მნიშვნელობას.
მისამართი: Platz der Deutschen Einheit 1