არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 7-დან 6 ემირატი აქტიურად ავითარებს ტურიზმს; შენდება სასტუმროების კომპლქსები, ვითარდება ყველანაირი გასართობი საშუალება, იქმნება სანაპიროები და კუნძულებიც კი. თითოეულ შტატს აგს-ში გააჩნია საკუთარი მახასიათებელი და უპირატესობა, რომელზეც მოგიყვებით.

დუბაი

დუბაი, როგორც ჩანს ქვეყნის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებს შორის. სახელმწიფო კი ყველანაირად ცდილობს ამ ქალაქის დღითიდღე გაუმჯობესებას, აშენებს სასტუმროებს და ავითარებს გართობას. დუბაიში დასვენების მთავარი უპირატესობაა – საოცარი შოპინგი, ქალაქის ქაოსი და ექსკურსიები და სანაპიროები. ეს ის მიმართულებაა, რომელიც მოხიბლავს როგორც მშვიდი, ასევე აქტიური დასვენების მოყვარულ ადამიანებს.

რას-ელ-ჰაიმი

რას-ელ-ჰაიმი იზიდავს ზღაპრული სანაპიროებით. ეს ყველაზე ჩრდილოეთი ემირატია, ამიტომაც კლიმატი საკმაოდ რბილია: ტემპერატურა და ტენიანობა აქ სხვა ემირატებთან შედარებით უფრო დაბალია. მარჯანის კუნძულზე აქტიურად შენდება საკურორტო კომპლექსები. თვითონ ქალაქს კი უამრავი ღირსშესანიშნაობა გააჩნია: საგუშაგო კოშკები, ჯულფას ძველი ქალაქი, აქლემების რბოლები, ცხელი წყაროები და უდიდესი აკვაპარკი. ექსტრიმის მოყვარულებს კი შეუძლიათ დაივინგით დაკავება, ან ლაშქრობა მთებში და ადგილობრივ სოფლებში აღმოსავლური ეკზოტიკის შეცნობა.

შარჯა

ამ ემირატის მთავარი მახასიათებელია კანონის და რელიგიის ნორმების მკაცრი დაცვა: ქალები მოკრძალებულად დადიან, ამ ემირატის მთლიან ტერიტორიაზე მოქმედებს აკრძალვა ალკოჰოლზე. შარჯა – აგს-ს კულტურული ცენტრია. აქ უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობა და მუზეუმი მდებარეობს, მათ შორის ატრაქციონებიც, აღმოსავლური ბაზრები და მყუდრო კაფეები სანაპიროებზე. სუფთა და უსაფრთხო სანაპიროები კი იდეალურად უხდება ბავშვთან ერთად მყოფ და მშვიდ დამსვენებლებს.

ფუჯეირა

ამ ემირატის მთავარი ღირსშესანიშნაობაა უნიკალური წყალქვეშა სამყარო მარჯნის რიფებით. ფუჯეირა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ომანის ყურეში. აქ ბინადრობენ რვაფეხები, თუთიყუში – თევზები, ბარაკუდები, ლობსტერები და მარჯნის ზვიგენები, ასე რომ დაივინგი და თევზაობა აქ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. აქ ულამაზესი ბუნებაა ცხელი წყაროებით, ჩანჩქერებით და ქვიშიანი სანაპიროებით. ტურისტებს შეუძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ მუზეუმს, ხარების ჩხუბს სანაპიროზე და ოქროს ბაზარს.

აჯმანი

აჯმანი ყველაზე პატარა, მაგრამ მყუდრო და დასვენებისთვის კომფორტული ემირატია. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ძველ ქალაქში, ეწვიოთ პარკებს ატრაქციონებითა და საბავშვი მოედნებით. ადგილობრივ მუზეუმში წარდგენილია ძველი იარაღი და არტეფაქტები. ასევე აჯმანი ცნობილია მეთევზეების ადგილებით, სადაც ხშირად ტარდება ექსკურსიები და დაჭერილი თევზების მომზადება შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა რესტორანში. და იმის მიუხედავად, რომ დუბაისგან განსხვავებით, აჯმანში არ მდებარეობს ცათამბჯენები, სტუმართმოყვარე და კეთილი ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის ქაოსს საოცარი დასვენებით აგინაზღაურებენ.

აბუ-დაბი

ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული ემირატი, აბუ-დაბი აგს-ის დედაქალაქია. აქ ყველაფერია შექმნილი დაუვიწყარი დასვენებისათვის: ფეშენებელური სასტუმროები, ლიმუზინები, ბუტიკები, კლუბები, თემატური პარკები და ოქროს სანაპიროებიც კი. თითოეული ღირსშესანიშნაობა აქ ცდება ტურისტების წარმოდგენებს: იასის ხელოვნური კუნძული და ატრაქციონების თემატური პარკები, შეიხ ზაიდის მეჩეტი, ზოოპარკი, ლუვრი და ბევრი სხვა. აბუ-დაბის სანაპიროები ძალიან სუფთა და კომფორტულია საოჯახო დასვენებისათვის.