რა ვნახოთ

ბალატი: სტამბოლში აუცილებლად სანახავი ფერადი უბანი

სტამბოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკლებად ცნობილი ადგილია ფერადი უბანი – სახელად ბალატი. ეს ძველი დასახლება გამოირჩევა ფერადი ხის სახლებით და კაფეებით, სადაც სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. გარწმუნებთ, რომ მისი მონახულება ამ ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა იქნება. აქ ზოგიერთი სახლი 2 საუკუნესაც ითვლის და იგრძნობთ, რომ ბალატში სულ მეგობრული ხალხი ცხოვრობს, სხვადასხვა კულტურული მახასიათებლებით. ამ წვრილ ქუჩებსა და ფერად შენობებში სეირნობისას დაგავიწყდებათ, რომ თურქეთში ხართ.

გაისეირნეთ ბალატის მშვიდ ქუჩებზე. ეს არეალი ნელ-ნელა ჰიფსტერულ უბნად გარდაიქმნება, სადაც ძველი შენობები ახალ კაფეებად და დიზაინ მაღაზიებად იცვლებიან.

საუკეთესო ადგილი გემრიელი ლანჩის მისართმევად არის ფორნო/Forno. აქ გემრიელ თურქულ სამზარეულოს დაგახვედრებენ, ახლად გამომცხვარი საკვებით.

ლანჩის შემდეგ, აისეირნეთ კიბეებზე, რომელიც ცისარტყელას ფერებშია მოხატული: Incir Agaci Kahvesi. გაყევით ამ ფერად კიბეს შემდეგ ლოკაციებამდე.

სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური და საკულტო ადგილია კირემიტის ქუჩა (Kiremit street). პასტელურ ფერებში შეღებილი სახლები ქუჩას აცოცხლებენ და მშვიდ, სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნიან, დატვირთული ქალაქის მიღმა.

უკან წასვლამდე, გაიარეთ ფანარის ბერძნულ ორთოდოქსულ კოლეჯში. ეს ლამაზი წითელი სკოლა მთელ უბანს გადმოჰყურებს.

ბალატში მოხვდებით ავტობუსით ან ბორნით. ბორნის სადგურს ფენერი (Fener) ქვია. ის ბალატის მთავარ ქუჩაზე გაგიყვანთ. იმავე ლოკაციაზეა ავტობუსის გაჩერება, სადაც ბევრი ავტობუსი ჩერდება.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

თურქეთითურქეთი
თურქეთი17 აპრ 2026

ტაო კლარჯეთი და კაბადოკია: დაუვიწყარი ტური

ტური ტაო-კლარჯეთსა და კაბადოკიაში: ერუშეთის უღელტეხილი, ბანას კათედრალი, გორემი, დერინქუიუ და ურგუპი. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია7 აპრ 2026

10 მიმართულება ბორნით დაუვიწყარი ხედებისთვის

10 ბორანი საუკეთესო ხედებით: ჰონგ კონგის სტარ ფერი, სან ფრანცისკო, სიდნეი, ნიუ-იორკი, ბოსფორი სტამბოლში, ზადარი, აუკლენდი და პორტოფინო.

თურქეთითურქეთი
თურქეთი19 დეკ 2025

სტამბოლი

ბოსფორი ევროპასა და აზიას შორის, მეჩეთები მზის ჩასვლისას, ძველი ქუჩები, ბაზრები და ჩაი პატარა ჭიქებში: სტამბოლის განწყობა ერთ ჩანაწერში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე