ბარსელონას უამრავი ლამაზი მოდერნისტული შენობა, გოთიკური არქიტექტურა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროები გააჩნია, რომლებიც გარშემორტყმულია საოცარი მწვანე გარემოთი და ხედებით. ჩვენ აქ ყველაზე გამორჩეულ სანახაობებს გაგაცნობთ:
საგრადა ფამილია – წმინდა ოჯახი (La Sagrada Família)
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა არის საგრადა ფამილია – კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ, რომელიც ცნობილია კატალონური მოდერნისტული სტილით. ის 100 წელზე მეტ ხანს შენდებოდა და უნდა დასრულებულიყო 2026 წელს, თუმცა მისი დიზაინი და ორიგინალურობა ყოველწლიურად მაინც მილიონობით ტურისტს იზიდავს.
კასა ბატლიო – ბატლიოს სახლი (Casa Batlló)
Casa Batlló – კიდევ ერთი გაუდის მიერ დაპროექტებული მოდერნისტული საოცრება. ეს ყოფილი თაუნჰაუსია, რომელიც აშენებული იყო ბალიოს ოჯახისთვის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მისი არაჩვეულებრივი გარე დიზაინი, მდიდრული არქიტექტურა, ბუნებრივი ფორმები და ფასადი ნამდვილად იმსახურებს დრაკონის სახლის სახელწოდებას.
კასა მილა – მილას სახლი (Casa Batlló)
Casa Batlló-დან ჩრდილოეთით მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას.
გუელის პარკი (Parque Güell)
გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ მდებარე ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ფაქტობრივად არავინ იცის რომ ეს ადგილი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც რევოლუციური საცხოვრებელი კომპლექსი. ანტონი გაუდიმ და მისმა მეგობარმა ეუსები გუელმა თავდაპირველად შეიძინეს ეს რაიონი და დაიწყეს სამოდელო სახლების შენება. როცა არავინ არ დაასპონსორა ეს პროექტი, მათ საბოლოოდ უარი თქვეს მასზე და შემდგომ ადგილობრივ საბჭოს აჩუქეს. მათ კი ის საზოგადოებრივ პარკად გადააკეთეს .
კატალონიური მუსიკის სასახლე
მე-19 საუკუნის მუსიკის დარბაზი, კატალონიური მუსიკის სასახლე წარმოადგენს ასევე უდიდესი კატალონელი არქიტექტორის, Lluís Doménech i Montaner-ის ნამუშევარს, რომელიც ცნობილია მისი წვლილის შეტანით კატალონიურ მოდერნიზმში. გარედან სასახლე დეკორატიული სვეტებით და მოზაიკით არის შელამაზებული, დარბაზში კი დომინირებს ვიტრაჟული ჭერი.
ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MACBA)
MACBA – ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა ამ სფეროში. ამერიკელი არქიტექტორის რიჩარდ მეიერის მიერ დაპროექტებული და გახსნილი 1995 წელს, საკმაოდ ცნობილი მხატვრების გამოფენებს მასპინძლობს მე-20 და 21-ე საუკუნიდან.
პიკასოს მუზეუმი
პაბლო პიკასო ბარსელონაში ბავშვობიდან ცხოვრობდა, ხშირად სტუმრობა პრესტიჟულ ხელოვნების სკოლას La Llotja, სანამ შეიძენდა პირველ სტუდიას გოთიკურ კვარტალში. ეს ქალაქი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და პიკასოს მუზეუმი მის დამოკიდებულებას ამ ადგილის მიმართ იდეალურად ასახავს.
რამბლას ქუჩა (La Rambla)
La Rambla – ბარსელონას ყველაზე ცნობილი ქუჩაა – ეს უდიდესი ბულვარია, რომელიც იწყება კატალონიის მოედნიდან სანაპირომდე. ის თავდაპირველად ქალაქის ცენტრად იყო წოდებული, შემდგომ კი გახდა ცნობილი ქუჩა უამრავი კაფით, მაღაზიით, და რა თქმა უნდა ცნობილი ბაზრით La Boqueria.
Le Rambla Del Raval
ბარსელონა რამდენიმე “რამბლათია ცნობილი, რაც დაახლოებით ითარგმნება როგორც „ფართო, ხეებით მოფენილი სანაპირო“. Le Ramble del Raval – ბარსელონას მულტიკულტურული რაიონის გულია. ეს ქუჩა კოლუმბიელი მხატვრის ფერნარდო ბოტეროს ცნობილი კატის სკულპტურითაცაა ცნობილი.
Passeig de Gràcia
ოდესღაც გრასიას რაიონი ბარსელონას გარეუბანში მდებარე დამოუკიდებელ ქალაქს წარმოადგენდა. Posseig de Gracia – ისტორიული მარშრუტია, რომელიც მას ქალაქთან აკავშირებს. ის დიზაინერული და მდიდრული ბუტიკების დიდი რაოდენობის გამო, პარიზის ელისეის მინდვრებს მოგაგონებთ.
ციტადელის პარკი
ციტადელის პარკი ბარსელონას მწვანე ზონაა, რომელიც ჯერ კიდევ 1877 წელს შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული ის ბარსელონის ერთადერთ პარკს წარმოადგენდა სადაც ტარდება იოგის კურსები, მდებარეობს კატალონიის პარლამენტი და ბარსელონას ზოოპარკი.
ტიბიდაბოს გასართობი პარკი
შეხედეთ ჰორიზონტს ბარსელონას ფაქტობრივად ყველა კუთხიდან და აუცილებლად იხილავთ ტიბიდაბოს მთის მწვერვალს და წმინდა გულის ტაძარს (Expiatori del Sagrat Cor), რომელიც მყუდროდ დალაგდა ტიბიდაბოს გასართობი პარკის გვერდით. ეს ყველაზე ძველი აქტიური გასართობი პარკია ესპანეთში, რომელიც სტუმრებს 1905 წლიდან იღებს.
ტრიუმფალური თაღი
მოდერნისტი არქიტექტორი ჟოზეპ ვილასეკას და კაზანოვას მიერ დაპროექტებული ტრიუმფალური თაღი ბარსელონას პასუხია პარიზის ტრიუმფალურ თაღზე. თუმცა, ის აშენებულია სულ სხვა მიზეზით – რომელიც წარმოადგენდა მთავარ ჭიშკარს ბარსელონის უნივერსალურ გამოფენაზე შესვლისათვის 1888 წელს. ეს ქალაქის მთავარი არტერიაა და უამრავი კულტურული ბაზრის თავშეყრის ადგილი.
ბარსელონას შოკოლადის მუზეუმი
ბარსელონა კაკაოს პროდუქციის წარმოშობით დიდიხანია რაც ცნობილია. ესპანელები ამ პროდუქტს ცენტრალური ამერიკიდან იღებდნენ და როგორც ამბობენ, ბურბონის მეფეების ჯარი ყოველდღიურად შოკოლადის საუზმეს მიირთმევდა. შოკოლადის დამზადების პროცესის შესწავლასთან ერთად, სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ორიგინალური შოკოლადის სკულპტურებით და მონაწილეობა მიიღონ სემინარში.
კოლუმბის ძეგლი
რამბლას ბოლოში მდებარე Mirador de Colom – კრისტოფერ კოლუმბის საპატივცემულოდ მდგარი ძეგლია, რომელიც ასევე წარმოადგენს სადამკვირებლო ადგილს, საიდანაც პანორამული ხედი იხსნება ქალაქსა და ზღვაზე.
ბარსელონას საკათედრო ტაძარი
ბარსელონას საკათედრო ტაძარი მე-13 საუკუნეში აღორძინდა, თუმცა მე-19 საუკუნამდე მას ფასადის სტილი არ მიუღია. ორიგინალური გოთიკური ფასადის ნაწილები ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეამჩნიოთ ზოგიერთ ადგილას.
პორტ-ველის საჰაერო ტრამვაი
პორტ-ველის საჰაერო ტრამვაი წარმოადგენს დიდ საჰაერო კაბინას, რომელსაც გადაყავს ადამიანები პორტ-ველადან მონტჟუიკამდე. ის 1931 წელს გაიხსნა და მონტჟუიკის მწვერვალამდე აიყვანა მგზავრები. დღესდღეობით ის პოპულარულ ღირსშესანიშნაობად არის წოდებული, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება ქალაქზე.
კამპ ნოუ (Camp Nou)
კამპ ნოუ არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო გუნდის სამშობლოა, არამედ ევროპის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტური კამპ ნოუზე და ეწვიოთ ტერიტორიას და ასევე გუნდ ბარსელონას მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ორიგინალური საფეხბურთო მაისურები, ფორმები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია
ვია-ლაიეტანას ქუჩასთან ახლოს მდებარე სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია კატალონიის გოთიკურ ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც მე-10 საუკუნიდან არსებობს. მოსახლეობა მას ხანდახან „ღარიბების ეკლესიას“ ან “უბრალო ხალხის ტაძარს” ეძახის.
მონტჟუიკის ციხე-სიმაგრე
მონტჟუიკის მწვერვალზე მდებარე ეს მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრე სამხედრო ციხეს წარმოადგენდა. დღესდღეობით კი სტუმრებს ემსახურება როგორც მუზეუმი.
Poble Espanyol
ბევრი მოგზაური სტუმრობს ბარსელონას იმის მოლოდინში, რომ იხილონ ესპანეთის ტიპური კულტურა, მაგრამ შემდგომ ხვდებიან კატალონიაში, ქვეყნის განსაკუთრებულ რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი მრავალფეროვან კულტურებს მოიცავს, Poble Espanyol ღია ცის ქვეშ მუზეუმს გთავაზობთ, რომელიც ქვეყნის თითოეულ უნიკალურ რეგიონს წარმოაჩენს. Poble Espanyol მოიცავს 117 ფართომასშტაბურ შენობას, რომელიც ქმნის ესპანური სოფლების მრავალფეროვნებას. ეს ის ადგილია, სადაც ხშირად ტარდება დიდი კულტურული ღონისძიებები და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ აღმოაჩინონ და შეისწავლონ ესპანეთის ისტორია და კულტურა კატალონიის დატოვების გარეშე.
Carrer de Blai
მონტჟუიკის მთის დაბლა, პობლე სეკის რაიონში მდებარეობს გრძელი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ცნობილია მისი ტერასებით და მდიდრული კაფეებით. Carrer de Blai -ზე მდებარეობს 20-მდე ბარი, რომლებსაც ტურისტები ცივი ლუდის დასაგემოვნებლად სტუმრობენ.
სანტ-პაუს ჰოსპიტალი
მოდერნისტი დიზაინერის დომენიკ მონტანერის მიერ შექმნილი სანტ-პაუს ჰოსპიტალი 1930 წელს გაიხსნა და 2009 წლამდე მსახურობდა როგორც საავადმყოფო. შემდეგ ის კულტურულ ცენტრად და მუზეუმად გადაკეთდა.
აგბარის კოშკი
აგბარის კოშკი, რომელიც ამ საუკუნეში დაემატა ბარსელონას ქალაქის ლანდშაფტს (გაიხსნა 2005 წელს), თანამედროვე საოფისე შენობას წარმოადგენს. ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული შენობა მოფენილია დაახლოებით 4500 დიოდური ლამპით, რომელიც ღამე ფასადს ფერადად ანათებს.
ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი
1992 წელს ოლიმპიურმა თამაშებმა ბარსელონას ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს, რამაც ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული მიმართულება მისცა. ჯოან ანტონი სამარანჩის ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი – ამ სპორტული ღონისძიების მნიშვნელოვნებას ასახავს. აქ წარმოდგენილია ინტერაქტიული ინსტალაციები და გამოფენები, ასევე აქ ტარდება ცოცხალი სპორტული ღონისძიებებიც.
კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (MNAC)
MNAC-ში ვიზიტორები ჩაიძირებიან კატალონიის ისტორიაში სკულპტურების, ნახატების, ძველი რელიქვიების და ბევრი სხვა ობიექტის მეშვეობით. ყველაზე ცნობილი მუდმივი ექსპოზიციებიდან მოიცავს რომაულ ფრესკებს, გოთიკის კოლექციებს, რენესანსს და ბაროკოს, მათ შორის პიკასოს შედევრს “Woman in Hat and Fur Collar”.