ათენი ანტიკური ისტორიის, თანამედროვე ხელოვნების და კულტურის, ცოცხალი რესტორნების, ლამაზი კაფეების და ღამის ცხოვრების გასაოცარი მიქსია. ის მშვენიერი ადგილია, რომ ერთი დღით მის მიღმა არსებულ გასაოცარ ადგილებსაც ეწვიოთ. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ:

Cape Sounion: მზის ჩასვლა პოსეიდონის საყდარზე

ეს ადგილი ათენის სამხრეთით მდებარეობს და ჩვ.წ-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება, როგორც ქალაქის სიძლიერის სიმბოლო. კლდეზე მდგარი პოსეიდონის საყდარი ზღვას გადმოჰყურებს და ზღვის ღმერთს მიაგებს პატივს. მზის ჩასვლის დროს, თაღები განსაკუთრებულ შეფერილობას იღებენ. ზაფხულში აქ მიმდებარე სანაპიროებზეც იცურავებთ და ტავერნებში თევზს დააგემოვნებთ.

დელფი: მისტიკური ორაკული

დელფი საბერძნეთის კიდევ ერთი ანტიკური ადგილია, სადაც აპოლოს საყდრის ნანგრევები, ამფითეატრი, საუცხოოდ შემონახული სტადიონი და მაგიური აურა დაგხვდებათ. არ გამოგრჩეთ დელფის არქეოლოგიური მუზეუმი. აქ ერთდღიან ტურებს ბევრი კომპანია აორგანიზებს. გაზაფხულზე გარშემო ზეთისხილის ხეები და მზესუმზირები ხარობენ.

არგოლისი: მიკენის ციხე და ანტიკური ეპიდაურუსი

არგოლისი მითების, გმირებისა და მებრძოლების მიწაა. აქ აღმოაჩენთ მიკენის ციხეს, ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე ნიმუშს და აკროპოლისს. აქედან წადით საპორტო ქალაქ ნაფპლიოში და გაისეირნეთ ნეოკლასიკურ შენობებს შორის. პალამიდის ციხესიმაგრეზე თუ ახვალთ, არგოლისის ყურის საოცარი ხედებით დატკბებით. საბოლოოდ კი მოინახულეთ ეპიდარიუსის ანტიკური ღია ცის ქვეშ თეატრი.

მეტეორა: მისტიკური მონასტრები

აქ ბერები მე-11 საუკუნეში დასახლდნენ. მოგხიბლავთ კლდეების უნიკალური ფორმაციები, რომლებიც ცაში არიან აზიდულნი. იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 6 ბიზანტიურ მონასტერს აერთიანებს. ჩაიცვით მოხერხებულად. შეგიძლიათ გაყვეთ გიდის ტურებს ან უბრალოდ ავტობუსს, რომლებიც წინ და უკან აქტიურად დადიან.

აეგინა: მშვიდი კუნძულის ცხოვრება

როგორც კი თბილი ამინდები დაისადგურებს, ათენელებს უყვართ ბორანში ჩასხდომა და აეგინაში ჩასვლა. ეს სარონიკის კუნძულების ერთ-ერთი მშვენებაა. ამ პატარა, მყუდრო კუნძულზე ჩვ.წ.-მდე მე-6 საუკუნის საყდარიც მდებარეობს. დააგემოვნეთ ადგილობრივი ფისტა. ბორნები პირაეუსის პორტიდან დადიან და აეგინაში 40 ან 75 წუთში ჩადიან, ღირებულების მიხედვით.

ჰიდრა: არტისტების კუნძული

ამ კოსმოპოლიტურ კუნძულზე ავტომობილები აკრძალულია. ჰიდრა ისეთ არტისტებს ხიბლავდა, როგორებიც არიან ჰენრი მილერი, ლეონარდ კოენი და ნიკოს გიკასი. აქ გადაღებულია ფილმი: Boy on a Dolphin სოფი ლორენის მონაწილეობით. იცურავეთ ზურმუხტოვან წყალში და შემდეგ დანაყრდით რომელიმე ტავერნაში.

ანტიკური ოლიმპია: ოლიმპიური თამაშების დაბადების ადგილი

ოლიმპოს მთაში ნუ აგერევათ, ანტიკური ოლიმპია კრონიოსის მთის ძირში მდებარეობს და ცნობილია იმით, რომ აქ ოლიმპიურ თამაშებს დაედო საფუძველი. გაირბინეთ ანტიკურ სტადიონზე და ეწვიეთ არქეოლოგიურ მუზეუმს შთამბეჭდავი სკულპტურებით და არტეფაქტებით. შეგიძლიათ შეუერთდეთ ჯგუფურ ტურებს.

ნემეა: ჰერკულესი და ღვინო

ნემეა ანტიკური ისტორიის და ღვინის მარნების მხარეა. აქ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს აწარმოებენ. აქ ზევსის საკურთხევენი, არქეოლოგიური მუზეუმი და უძველესი სტადიონია, სადაც ჰელენიურ-ნემეური თამაშები იმართებოდა. ათენიდან ნემეა საათნახევრის გზაზე მდებარეობს.

ვრავრონა: ქალთა საკურთხეველი

მიაგეთ პატივი არტემისს, ქალთა დამცველს ორსულობის და მშობიარობის დროს. ამ ადგილს უდიდესი ისტორია აქვს, რომელსაც გიდის ტურის აღების შემთხვევაში მოისმენთ.

პარნიტას მთა: ლაშქრობისთვის და ირმებისთვის

ეს ეროვნული პარკი ზაფხულში განსაკუთრებით ფერადია ყვავილების უამრავი სახეობით. ჩაიცვით უფრო თბილად ვიდრე ათენში, რადგანაც აქ ტემპერატურა უფრო გრილია.