ათენი ტურისტების სიჭარბით გამოირჩევა და თუ გსურთ საბერძნეთის დედაქალაქის ავთენტურობა მეტად შეიგრძნოთ, ჩვენ 5 ნაკლებად ცნობილ ადგილს წარმოგიდგენთ. ათენის ხსენებისას ყველას აკროპოლისი და პანთენონი წარმოუდგება თვალწინ, მაგრამ მათ მიღმა ბევრი საკულტო ადგილი, ფარული მარგალიტი იმალტება. აღმოაჩინეთ ათენი განსხვავებული კუთხიდან:
ფილიპაპოსის მთა, უნიკალური პანორამა აკროპოლისზე
Philipappos Hill – ათენის აკროპოლისის მაგიურობას შორიდან დაგანახებთ. ის მშვენიერი ალტერნატივაა ამ ანტიკური ძეგლის სანახავად. ისტორიული მონუმენტის პირდაპირ 147 მ. სიმაღლის მთაა აღმართული, რომელსაც “მუზების მთას” უწოდებენ.
ლაიკის აგორას ბაზრობა, ათენური ცხოვრების ყოველდღიურობა
The Laïki Agora market – მშვენიერი გზაა ადგილობრივ ატმოსფეროში ჩასაძირად. ამ ბაზრრობაზე შეიძენთ ხილს და ბოსტნეულს, თევზს და ბერძნული სამზარეულოს ინგრედიენტებს. აქ ხშირად იკრიბებიან ადგილობრივები სასაუბროდ და სავაჭროდ. შეიგრძენით ათენური ცხოვრების სიმარტივე.
სტავროს ნიარჩოსის პარკი, თანამედროვეობა და სიმშვიდე ათენის გულში
Stavros Niarchos Park – პოპულარული ადგილია, სადაც ათენელები რელაქსაციას მიმართავენ. აქ წლის მანძილზე ბევრი ღონისძიება ტარდება. გაისეირნეთ ბაღებში და დატკბით ხედებით ეგეოსის ზღვაზე. ეს არაა ტიპური ტურისტული ლოკაცია.
ონასისის კულტურული ცენტრი, ხელოვნება თავის ყველა ფორმაში
The Onassis Foundation Cultural Centre – თანამედროვე ხელოვნების, თეატრის, ცეკვის და ტექნოლოგიების ეკლექტურ პროგრამას წარმოგვიდგენს. ის ქალაქის გულში მდებარეობს, მაგრამ ტურისტები ხშირად გვერდს უვლიან. ბერძენი და საერთაშორისო არტისტები კი ონასისში აზრებს ერთმანეთში ცვლიან.
სტრეფის მთა, გასაქცევი ადგილობრივებისთვის
Strefi Hill – ეს იდილიური ადგილია ბუნებაში, სადაც სასიამოვნო სეირნობას მოიწყობთ. სტრეფი პოპულარული დასასვენებელი ადგილია ადგილობრივებისთვის, რადგანაც აქ მასტურიზმს გაურბიან. შეძლებთ ათენს უფრო ავთენტური კუთხიდან დააკვირდეთ.