აქტივობები აბანო ტერმეში ძირითადად თერმულ აბაზანებში და რომაულ სპა ოთახებში ყოფნას მოიცავს. აქ მინერალებით მდიდარი წყლები და ანტიკური წყაროებია. ეს პატარა და მშვიდი სპა კურორტი მთებითაა გარშემორტყმული და ვენეტოს რეგიონში, ქალაქ პადუასთან მდებარეობს. ვენეციიდან აბანო ტერმემდე 45 წუთის გზაა. აბანო ტერმეში მოინახულებთ ეკლესიებს და ისტორიულ ძეგლებსაც, რომლებიც რომაული დროით თარიღდებიან. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

Viale delle Terme: ქალაქის ისტორიული ცენტრი

აბანო ტერმე მშვიდი სპა ქალაქია, რომლის ისტორიულ ცენტრშიც სასიამოვნო სეირნობა გელით. დაიწყეთ რესპუბლიკის მოედნიდან, მოინახულეთ დუომო სან ლორენცო, ქალაქის უძველესი ძეგლი და მიაშურეთ პატარა კაფეებსა და მაღაზიებს.

განტვირთვა მინერალებით მდიდარ რომაულ სპაში

საუკეთესო გზა რომ იტალიური სპა კურორტით ისიამოვნოთ, რომაული სპა გამოცდილების მიღებაა. ყველა კლასიკურ სასტუმროს სქ თერმული აუზი აქვს. ის დაგეხმარებათ მოადუნოთ კუნთები და დაირეგულიროთ სისხლის წნევა.

მონტირონეს მთა: ცენტრალური პარკი

Montirone Hill – პატარა მთიანი პარკია, სადაც რომაულ ეპოქაში ანტიკური წყაროები ამოდიოდა. ისინი ახლა დამშრალია, მაგრამ პარკი მწვანე რეკრეაციული ზონაა მშვიდი სეირნობებისთვის.

Santuario della Mado: რომაული საკურთხეველი

ეს ულამაზესი ეკლესია და მისი საათის კოშკურა ბუნების წიაღში მდებარეობს. აქ ნახავთ მადონას ქანდაკებას, ძველ ფრესკებს და და ანტიკურ შადრევანს. შესვლა უფასოა, უბრალოდ დასაცავია დრესკოდი.

ლოკაცია: Via Santuario, 63

Piazza del Sole e della Pace: მშვიდობისა და სინათლის მოედანი

იქ სადაც ვიალე დელე ტერმე ვია მატეოტის ხვდება, თავს ფართო სივრცეში აღმოაჩენთ ფერადი მარმარილოს იატაკით და გარშემორტმყლი ვარდისფერი ნაგებობებით. მზის საათის კოშკის მეშვეობით ივარაუდებთ თუ დღის რა დროა.

საერთაშორისო ნიღბის მუზეუმი

The Museo Internazionale della Maschera Amleto e Donato Sartori – ნიღბების იშვიათ კოლექციებს ინახავს, რომლებიც იტალიელ სკულპტორს, ამლეტო სარტორის და მის ვაჟიშვილს ეკუთვნის.

ლოკაცია: Via Savioli, 2

სან დანიელეს მონასტერი: პანორამა აბანო ტერმეზე

San Daniele Monastery – ეს მონასტერი მთის მწვერვალზე მდებარეობს და მისგან საოცარი პანორამული ხედები იშლება მთელ ქალაქზე. ეკლესიაში იხილავთ საუცხოო ქანდაკებებს, ნახატებს, თაღს და ფრესკებს.

გამოსცადეთ ტალახის აბაზანა

თერმული აუზების გარდა, აბანო ტერმეში ტალახის აბაზანაც უნდა მიიღოთ. მას აქ ფანგოს უწოდებენ. ეს მომსახურეობა აქ ყველა სასტუმროს აქვს, მაგრამ წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია გულზე. ტალახის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსამდეა, რაც სისხლის წნევას ამცირებს. ეს პროცესი სრული რელაქსაციის შეგრძნებას მოგანიჭებთ.