სტოკჰოლმს ძვირადღირებული ქალაქის რეპუტაცია აქვს მაგრამ აქ ბევრი რამაა სანახავი ბიუჯეტურადაც. შვედეთის დედაქალაქის სანახავად დიდი ხარჯის გაწევა აუცილებელი სულაც არაა.
შეუერთდით ფეხით სიარულის ტურს
სტოკჰოლმის უფასო ტური რამდენიმე მარშრუტს გთავაზობთ. აარჩიეთ თქვენი სურვილების მიხედვით. ტურები სხვადასხვა ენებზე ტარდება. შეისწავლეთ ქალაქის გასაოცარი ისტორია უფასოდ.
მისამართი: Mälartorget 8

ეწვიეთ შვედეთის ისტორიის მუზეუმს
სტოკჰოლმში ბევრი უფასო მუზეუმია, ფასიანები კი კონკრეტულ დღეებში უფასო შესვლას გვთავაზობენ. შვედეთის ისტორიის მუზეუმი მსოფლიოს უდიდეს გამოფენებს აერთიანებს, მათ შორის ოქროს ოთახს, სადაც ვიკინგების თამაშები ტარდება.

უყურეთ დაცვის ჯარისკაცების შეცვლას
შვედეთის სამეფო ოჯახი მსოფლიოში განთქმულია. მაისიდან აგვისტოს ბოლომდე დაცვის ჯარისკაცები ყოველდღე 12:15 წუთზე დემონსტრაციულად იცვლებიან, ხოლო კვირა დღეს 13:15-ზე.

აიღეთ ტური შვედეთის პარლამენტში
შვედური პარლამენტი – Riksdag ყველასთვისაა ღია, ვისაც მისი დათვალიერება სურს. შეგიძლიათ უბრალოდ დაესწროთ საჯარო მოსმენას ან მოისმინოთ მისი ისტორია.
მისამართი: Riksgatan 1

აღმოაჩინეთ ჰელასგარდენი
სტოკჰოლმის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე მდებარე Hellasgården უზარმაზარი ბუნებრივი წყალსაცავია, რომელიც ბევრ გარე აქტივობას გთავაზობთ მთელი წლის მანძილზე. მართალია კაიაკის ქირაობა ფასიანია, მაგრამ ტბის გარშემო ფეხით სეირნობა და მასში ცურაობა უფასოა.
მისამართი: Ältavägen 101, Nacka

ესტუმრეთ ფოტოგრაფიის გალერეას
მართალია ფოტოგრაფიის მუზეუმი (Fotografiska) დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ Galleri Kontrast-ს, უფასო გალერეას, რომელიც დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე ფოკუსირდება. აქ ბევრი მუდმივი გამოფენაა წარმოდგენილი.
მისამართი: Hornsgatan 8











