პატარა ევროპული ქალაქი ლუქსემბურგი, ბევრი თანამედროვე ხელოვნების გალერეის სახლია – დაწყებული მიწისქვეშა გამოფენებით, დასრულებული მაღალი დონის მუზეუმებით. ხელოვნების მოყვარულებს აქ საუკეთესო სივრცეებს გირჩევთ:

Am Tunnel

ამ თანამედროვე ხელოვნების გალერეას ორიგინალური განლაგება აქვს. ის გვირაბის შიგნით მდებარეობს. აქ ვიზიტორებს ცნობილი არტისტების ნამუშევრები დახვდებათ, მათ შორის შულერის. ხშირად ეწყობა დროებითი გამოფენებიც. თემატური გამოფენები და რეტროსპექტივები უფასოა. გამოიკვლიეთ ეს უნიკალური სახელოვნებო სივრცე!

Mudam

მუდამიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. ის ძველი ციხესიმაგრის ადგილას, ქალაქ ლუქსემბურგის გულში მდებარეობს. მისი დიზაინი პულიცერის პრიზის მფლობელ პეის ეკუთვნის. ის 2006 წელს გაიხსნა. აქ დაახლოებით 100 არტისტის მუდმივი კოლექციაა წარმოდგენილი, მათ შორის ენდი უორჰოლის და დენიელ ბურენის. გახსნის დღიდან მუზეუმი ვიზიტორთა ნაკადის რეკორდებს ხსნის. ის ხელოვნების მოყვარულთათვის პოპულარული მიმართულებაა. ხელოვნების ნიმუშები სამ სართულზეა წარმოდგენილი და მათაც ასიამოვნებთ, ვინც ხელოვნებაში გარკვეული არაა.

Galerie d’Art Maggy Stein

ეს ნაკლებად ცნობილი გალერეა ნამდვილად ღირს მონახულებად. აქ დროებითი თემატური გამოფენები იმართება. იხილავთ გასაოცარ სკულპტურებს, ინსტალაციებს, მხატვრობას, გრაფიკულ და სახვით ხელოვნებას.

Castle Clervaux

ლუქსემბურგის ერთ-ერთ შთამბეჭდავ სასახლის შენობაში მუზეუმი დაგხვდებათ, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. აქ 68 ქვეყნის წარმომადგენელი ფოტოგრაფების ფოტოები დაგხვდებათ, ადამიანების საოცარი პორტრეტები.


Phototheque

აქ აღმოაჩენთ ორი მილიონი ფოტოს კოლექციას გადაღებულებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ბევრმა ფოტოგრაფმა აჩუქა საკუთარი ფოტო ლუქსემბურგის ამ საცავს, რომელიც დღეს საჯაროდაა ღია. ადგილზე ასლების შეძენაც შესაძლებელია.

Leslie’s Art Gallery

აქ მუდმივი კოლექციები არაა, მხოლოდ დროებითები დაგხვდებათ. გალერეა ახალი ტალანტების მუდმივ ძიებაშია. აქ იხილავთ ნამუშევრებს ინსპირირებულს პიკასოთი და მონდრიანით.

Casino Luxembourg

ეს მშვენიერი ადგილია, რომ ლუქსემბურგის ხელოვნებას და ადგილობრივ არტისტებს გაეცნოთ. ნეო-ბაროკოს შენობაში მდებარე ეს სივრცე საგამოფენო დარბაზებს კრეატიულად წარმოგვიდგენს – სინათლის საინტერესო თამაშით.

Beaumont Public Art Gallery

ხელოვნების გალერეა, სახელოსნო, ფოტო სტუდია და ინტერიერის დიზაინის შოურუმი – ყველაფერი ერთში! ეს გალერეა ბევრ ვიზიტორს იზიდავს. ის 1984 წლიდანაა ღია და გენდერულ თანასწორობაზე ფოკუსირდება. აქ ტარდება ფილმის ჩვენებების და საჯარო ლექციებიც.