შვედეთი ბევრი რამითაა ცნობილი, მათ შორის არქიპელაგებით. მხოლოდ სტოკჰოლმს 30 000-მდე ლამაზი კუნძული აქვს, რაც ართულებს იმის გადაწყვეტას თუ სად წავიდეთ. ჩვენ 8 საუკეთესო კუნძულს გირჩევთ, რომლებსაც ამ ქვეყანაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

Brännö / ბრანო

გოტენბურგის სიახლოვეს მდებარე ამ კუნძულზე სულ 800-მდე მაცხოვრებელია და აქ ყველა აუცილებელ და საჭირო სერვისს მიიღებთ. ბრანო იდეალური ადგილია თუ მზის აბაზანების მიღება და სანაპიროზე სეირნობა გსურთ. აქედან ხიდის საშუალებით პატარა კუნძულ გალტეროზეც გადახვალთ. მნიშვნელოვანი ღონისძიებების აღსანიშნად ბრანო ძალიან მშვიდი და საყვარელი ადგილია.

Fjäderholmarna / ფიედერჰოლმარნა

ეს სტოკჰოლმის უახლოესი არქიპელაგის კუნძულია. სლასენიდან ნავით აქ 25 წუთში მოხვდებით. ფიედერჰოლმარნაში ბევრი რამით შეიქცევთ თავს: იქირავებთ ნავს, ეწვევით ტრადიციულ ალმოგებატენის გამოფენას ან ითამაშებთ პეტანკის. აქ ბევრი რესტორანი და ლუდსახარშია. შეარჩევთ სასაცილო სუვენირებსაც.

Gotland / გოთლენდი

გოთლენდი შვედეთის უდიდეს კუნძულად ითვლება. ის ბალტიის ზღვაში მდებარეობს. აქ მოხვედრა 30 წუთიანი ფრენით ან 3 საათიანი ნავის ტურით შეგიძლიათ. თუ ზაფხულობით ლაშქრობა გიყვართ, ამაზე უკეთეს ადგილს შვედეთში ვერ იპოვნით. აქ უამრავი საფეხმავლო ბილიკია ბუნების ლამაზი ხედებით დასატკბობად. ისტორიით თუ ხართ შეპყრობილი, ვიკინგების დროინდელი ნანგრევები მოინახულეთ. ასევე, სკანდინავიაში საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი კედელი – Visby Ringmur. აქ მშვენიერ დროს გაატარებთ.

Grinda / გრინდა

გრინდა ზაფხულის თბილ თვეებში მშვენიერი არჩევანია. აქ მომხიბვლელი ბუნება და ბევრი საცურაო აუზია. ასე რომ, თავი ასტრიდ ლინდგრენის ნოველაში გეგონებათ. ამ კუნძულზე დარჩენასაც ადვილად მოახერხებთ, რადგანაც ბევრი სასტუმრო, ჰოსტელი და კოტეჯია. წყლის აქტივობებიდან დაკავდებით კაიაკით, ფრენბურთით, კატერებით ან დაისვენებთ საუნებში.

Sandön / სანდონი

სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ეს პატარა კუნძული შვედეთის დედაქალაქიდან ერდღიანი ტურის დასაგეგმად მშვენიერი გადაწყვეტილებაა. აქ ბევრი ადამიანი მოდის რამდენიმე საათის გასატარებლად, თუმცა კუნძულზე საკურორტო სასტუმროც მდებარეობს.

Svartsö / სვარცო

სვარცო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული კუნძულია, რომელსაც შეიძლება ეწვიოთ. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი ან ეწვიოთ რესტორანს. ყოველი წლის ივლისში აქ კულტურული ფესტივალი ტარდება და გარშემო მრავალფეროვანი ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი.

Vaxholm / ვაქსჰოლმი

შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული არქიპელაგების დედოფლად ითვლება. ზაფხულში ის როგორც ტურისტებით, ასევე ადგილობრივებით ივსება. შეგიძლიათ ჩაეწეროთ გიდის ტურზე და კუნძული კაიაკით  დაათვალიეროთ, ეწვიოთ ყოფილ მეთევზეების უბანს და მოინახულოთ უძველესი, მაგრამ კარგად შემონახული ციხესიმაგრე.

Öland / ოლენდი

შვედეთის სიდიდით მეორე კუნძული სხვებს არ ჰგავს. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ოლენდი ფანტასტიკური ადგილია დასასვენებლად. აქ სამეფო ოჯახის საზაფხულო სახლიც კი მდებარეობს. ოლენდი პატარა სამოთხეა ბევრი სანაპიროთი, ლამაზი ბუნებით და სალაშქრო გზებით. აქ მდებარეობს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანიც სასტუმრო ბორგჰოლმში.