ეს ძალიან ძველი ქალაქი მდინარე რაინზე, დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომერციული და კულტურული ცენტრია. კელნი (ინგ. Cologne გერ. Köln) 12 უდიდესი რუმინული ეკლესიითაა ცნობილი, განსაკუთრებით კელნის კათედრალით. ყველა მათგანი ძველ ქალაქშია, ერთმანეთთან ახლოს. ეკლესიების გარდა, ეს გერმანული ქალაქი ქვეყნის მთავარი კულტურული ცენტრია. აქ მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი, სახელოვნებო და გასართობი დაწესებულებები, გალერეები და მუზეუმები. კელნში შოპინგიც საკმაოდ პოპულარულია. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ სუნამო, მდოგვი და შოკოლადი!

კელნის კათედრალი

რაინის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს ბუმბერაზი ეკლესია ქალაქის საკულტო ღირსშესანიშნაობაა. გოთიკური არქიტექტურის უბადლო ნიმუში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ევროპის ერთ-ერთი უდედესი კათედრალი შუა საუკუნეებში ყველაზე ამბიციური ნაგებობა იყო. ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი 157 მეტრიანი ორი კოშკურა.

მისამართი: Domkloster 4

ისტორიული ძველი ქალაქი

კელნის ძველ ქალაქში დაიკარგებით ტრადიციულ სახლებს, ბუტიკ-მაღაზიებს, გალერეებს და კაფე-რესტორნებს შორის. ისეირნებთ მდინარე რაინის გასწვრივ და ანტიკური ქალაქის ხედებით დატკბებით, აქ ბევრი მონუმენტი და შადრევანია.

კელნის მერია

Rathaus 1573 წელს ააგეს და უძველესი საჯარო შენობაა გერმანიაში, 900 წლიანი ისტორიით. კელნის მერია სხვადასხვა არქიტექტურულ გავლენას აირეკლავს.

მისამართი: Rathauspl. 2

ვოლრაფ-რიჩართზის და ლუდვიგის მუზეუმები

ხელოვნების მოყვარულები ამ მუზეუმებს აუცილებლად უნდა ეწვიონ. აქ ევროპული ხელოვნების ბწრყინვალე გალერეები დაგხვდებათ, რემბრანტის, მანეს, რენუარის და სხვა ცნობილი არტისტების ნამუშევრებით.

მისამართი: Obenmarspforten 40

კელნის ზოოლოგიური ბაღი

კელნის ზოოპარკი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ზოოლოგიური ბაღია და ეს მის გაფორმებასაც ეტყობა. თანამედროვე ნაგებობები ისტორიულ ნაგებობებთან ორგანულადაა შერწყმული. აქ იხილავთ სპილოებს, მაიმუნის კუნძულს და აკვარიუმს.

მისამართი: Riehler Str. 173

კელნის საბაგირო

ეს პირველი ევროპული საბაგიროა, რომელიც მდინარეს კვეთს. მას წლის მანძილზე მილიონობით ადამიანი გადაჰყავს. ხედები განუმეორებელია: ძირითადად ძველ ქალაქსა და კათედრალზე.

მისამართი: Riehler Straße 180

კელნის შოკოლადის მუზეუმი

შოკოლადის მუზეუმში გამოფენები შოკოლადის წარმოების სრულ პროცესს მიყვებიან – თუ რა გზას გადის ის საბოლოო, შეფუთვის მდგომარეობამდე. აქ დაგხვდებათ ინტერაქციული გამოფენები, ანტიკური შოკოლადის ყუთები, უფასო დეგუსტაციები, შოკოლადის შადრევანი… თავადაც შეძლებთ საკუთარი დიზაინის შოკოლადის შექმნას და სახლში წაღებას.

მისამართი: Am Schokoladenmuseum 1a

კელნის ბოტანიკური ბაღი

Flora und Botanischer Garten Köln 10 000-ზე მეტი მცენარის სახეობას აერთიანებს. გაისეირნეთ ამ საჯარო პარკში და დატკბით ლამაზი, ფერადი ყვავილების თვალიერებით. სათბურებში ტროპიკული ხეები და პალმები დაგხვდებათ. მთავარ, ისტორიულ შენობაში, შოუები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა.

მისამართი: Amsterdamer Straße 34

რომაულ-გერმანული მუზეუმები

კელნის კათედრალის სიახლოვეს მდებარე ეს მუზეუმი ქალაქის მდიდრულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოგვიჩენს პალეოლითური პერიოდიდან ადრეულ შუასაუკუნეებამდე. მთავარი ღირსშესანიშნაობა დიონისეს მოზაიკაა. აქ იხილავთ სხვა მოზაიკებსაც, რომაულ მინას, სკულპტურებს და გერმანულ სამკაულს.

მისამართი: Roncalliplatz 4

აუგუსტუსბერგის და ფალკენლასტის სასახლეები

Brühl პატარა დასახლეებაა, კელნიდან 15 კილომეტრის მოშორებით, სადაც ელეგანტურ მე-18 საუკუნის სასახლეებს იხილავთ. ამ ბაროკოს და როკოკოს ბრწყინვალე ნიმუშებს გასაოცარი კიბეებიანი დარბაზი აქვთ და დიდი ბაღი.

მისამართი: Schlosstrasse 6

წმ. ჟერონის ბაზილიკა

ეს რომაული ბაზილიკა კელნის ყველაზე უჩვეულო ეკლესიაა. ექსტერიერით მოხიბვლის შემდეგ, თაღის შიდა დეკორი განგაცვიფრებთ. ის შუასაუკუნეების დროინდელ მოზაიკებს და კედლის მხატვრობას მოიცავს.

მისამართი: Gereonskloster 2

გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი

MAKK ქალაქის ყველაზე ახალი მუზეუმია, რომელიც 100 000-ზე მეტ დეკორატიულ და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს. აქ იხილავთ სამკაულს, ავეჯს და იარაღს.

მისამართი: An der Rechtschule, D-50667

კელნის სატელეკომუნიკაციო ანძა

კელნზე საუკეთესო ხედებისთვის საბოლოოდ მაინც ამ ანძას უნდა მიაკითხოთ. კელნის სატელეკომუნიკაციო ანძა იგივე კოლონიუსი, 243 მეტრი სიმაღლისაა და გადმოსახედთან ერთად, რესტორანსაც გვთავაზობს.

მისამართი: Innere Kanalstraße 100