იტალია თაფლობისთვის მიმართულებებიდან მსოფლიოს უპირობო ლიდერია. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობისთვის აქ რომანტიკულ ქალაქებს და საოცარ რეგიონებს აღმოაჩენთ. ყველა მათგანის დასახელება შუძლებელი იქნება, ამიტომაც მათგან რამდენიმე გამორჩეულს წარმოგიდგენთ:
ვენეცია
ვენეცია ალბათ უდაო დედოფალია. პიაცებით, არხებით, ძველი სასახლეებით და ელეგანტური ატმოსფეროთი – ეს ქალაქი თქვენს თაფლობისთვეს დაუვიწყარს გახდის, მაშინაც კი, როცა ტურისტებითაა სავსე.
სარდინია
როცა საქმე ზაფხულს ეხება, ბრწყინვალე სარდინიაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ. ეს კუნძული ტირენიის ზღვაშია და თაფლობისთვისთვის საუკეთესო მიმართულებად რჩება. ის აერთიანებს სანაპიროებს, კულტურას და შესანიშნავ გასტრონომიას. ჩრდილოეთი მხარე უფრო დატვირთულია ტურისტებით, ამიტომაც, თუ სიმშვიდეს ეძებთ, სამხრეთს ესტუმრეთ. ჩვენ გირჩევთ კალიარის პროვინციას, რომელიც ლამაზი ქვიშიანი სანაპიროებითაა ცნობილი.
რომი
იტალიის დედაქალაქი ყველა წყვილისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია. ამის გასაკეთებლად საუკეთესო დრო კი თაფლობისთვეა. კოლიზეუმიდან ესპანურ კიბეებამდე, ვატიკანიდან წმ. ანჟელოს ციხესიმაგრემდე, რომი იდეალურ მიმართულებად რჩება. ყველაზე რომანტიკული უბანი ტრასტევერეა – ფერადი შენობებით, პატარა პიაცებით და სასიამოვნო ატმოსფეროთი.
უმბრია
მოგზაურები უმბრიას ხშირად გვერდს უქცევენ და ტოსკანაში მიდიან, სულ ტყუილად! ეს ადგილი იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა და თაფლობისთვეში ნანატრ რელაქსაციას ნამდვილად გპირდებათ. აქ ბევრ ტურისტს ვერ ნახავთ. იქირავეთ მანქანა და მოაიარეთ საყვარელი სოფლები, მათ შორის გუბიო.
ფლორენცია
ახალშეუღლებულთათვის მორიგი ტოპ მიმართულება ფლორენციაა. ტოსკანას დედაქალაქი ელეგანტური შენობებით, ლამაზი მოედნებით და საოცარი ხედებით გამოირჩევა. მაშინაც კი, როცა ტურისტებითაა სავსე, მის უნიკალურ შარმს მაინც არ კარგავს.
ამალფის სანაპირო
იტალიაში ვიზიტი სრულყოფილად არ ითვლება თუ ტური ამალფიზე არ მოიწყვეთ. ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქია, განსაკუთრებით თაფლობისთვისთვის. დაიქირავეთ მანქანა და დაიკარგეთ ამალფის შემოგარენში საყვარელ ადამიანთან ერთად.
სიცილია
სიცილია ყველა მოგზაურს ანცვიფრებს. ეს მომხიბვლელი კუნძული, უდიდესი ხმელთაშუაზღვაში, თაფლობისთვის ნამდვილად კარგი არჩევანია. სიცილიას არამხოლოდ სილამაზისთვის, არამეს ბრწყინვალე საკვებისთვის, ანტიკური არქეოლოგიური სამარხებისთვის და შესანიშნავი სანაპიროებისთვის უნდა ეწვიოთ.
ჩინკე ტერე
როცა იტალიაზე ვფიქრობთ, მისი საყვარელი სოფელი გვახსენდება, ფერადი შენობებითა და ვიწრო ქუჩებით. ჩინკე ტერე 5 ულამაზესი დასახლებითაა ცნობილი: მონტეროსოთი, ვერნაზათი, კორნილიათი, მანაროლათი და რიომაგრეთი.
პუგლია
თუ თეთრი დასახლებები, კრიალა წყალი, მრავალფეროვანი გასტრონომია და ბაროკოს არქიტექტურა გხიბლავთ, თაფლობისთვის გასატარებლად პუგლია აირჩიეთ. ეს რეგიონი იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ნამდვილი სამოთხეა. შეგიძლიათ ესტუმროთ ცნობილ ქალაქებს, ალბერობელოს და გალიპოლის, მაგრამ თუ დრო გექნებათ, არ დაგავიწყდეთ სოფლები: ოსტუნი და ლოკოროტონდო. ორივე ღირს მონახულებლად.