ედინბურგი იდეალური ქალაქია უიქენდზე ჩასასვლელად: კომპაქტური; ბუნებისა და არქიტექტურის მიქსით, ხედებით და ადვილი ნავიგაციის საშუალებით. შოტლანდიის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ზაფხულში აქ ფესტივალები დაგხვდებათ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნაკლები ხალხი, ზამთარში კი საშობაო ბაზრობა და თოვლი გარშემო არსებულ მთებზე. აეროპორტიდან ქალაქში ტრამვაით მოხვდებით. ედინბურგის კომპაქტურობის წყალობით მას ფეხითაც მოივლით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალაქში შესაძლოა ერთ დღეში ყველა სეზონი ნახოთ. საწვიმარი აუცილებელია.
დღე 1
გამოიყენეთ პირველი სრული დღე ედინბურგის ტოპ სანახაობებისთვის
რა იქნება ედინბურგის თავგადასავლის უკეთესი საწყისი, ვიდრე ჩამქრალი ვულკანი ქალაქის გულში? ის სამეფო პარკებს მეტ მაგიურობას სძენს. მოწმენდილ ცაზე, აქედან გადაშლილი პანორამული ხედები მართლაც შთამბეჭდავია. მიირთვით შოტლანდიური “საუზმე მთელი დღისთვის”, ბეკონით პუდინგითა და სოსისით.

იხილეთ დედოფლის ოფიციალური რეზიდენცია შოტლანდიაში, ჰოლირუდის სასახლე, რომელიც წარსულში გადაგანაცვლებთ. ის მე-17 საუკუნეში გაიხსნა. იხილეთ შოტლანდიის პარლამენტი და ვიწრო ქუჩებით გაუყევით როიალ მილეს, მსოფლიოში ცნობილ ქუჩას. ის ედინბურგის ძველი უბნის ატმოსფერული ნაწილია.
![]()
როიალ მალეს ბოლოს კი მიადგებით შოტლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, ედინბურგის სასახლეს. ეს მე-12 საუკუნის ციხესიმაგრე დრამატულადაა ამოზრდილი ვულკანურ ქვაზე.

საღამოს ეწვიეთ ვიქტორიას ქუჩას და გრასმარკეტს, ძველი სასახლის ბაზრის ტერიტორიას სადაც ახლა ტრადიციული პაბები, კაფეები და რესტორნებია.

დღე 2
ედინბურგის მეორე დღე საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ შოტლანდიის დედაქალაქის უფრო ფართო ისტორია. აქ დღე უმაღლესი ხარისხის ყავით იწყება და თუ ადგილობრივებს ჰკითხავთ აზრს საუკეთესო ყავის მარცვლების შესახებ, Artisan Roast-ს მიგასწავლიან. ამის მერე გაუყევით ახალი უბნის გზას, რომელიც ძველ უბანს უერთდება. ამ ელეგანტური ურბანული არეალის დათვალიერება ერთ-ორ საათს წაიღებს. სახლების უკან ბაღები იმალებიან.

თუ შოპინგი გსურთ, მიაშურეთ ჯორჯის და პრინცესის ქუჩებს, სადაც ბევრ ცნობილ და ადგილობრივ ბრენდს აღმოაჩენთ. ამის მერე მოინახულეთ პრინცესის ქუჩის ბაღები, ეს საოცარი საჯარო პარკია ედინბურგის სასახლის ჩრდილში. მიირთვით ლანჩი და უყურეთ ხედებს ამ საოცარ სიმშვიდეში.

შემდეგ მოინახულეთ შოტლანდიის ეროვნული გალერეა მუნდში. ეს ორი ლამაზი, ნეოკლასიკური შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ხელოვნების კოლექციას წარმოგვიდგენს, მათ შორის ბოტიჩელის, რაფაელის, ტიციანის, რემბრანტის, მონეს და ვან გოგის შემოქმედებას.









