გოთიკური არქიტექტურით ცნობილი ედინბურგი ტურისტების მაგნიტია. შოტლანდიის დედაქალაქში მოგხიბლავთ შუასაუკუნეების ხეივნები და დიდი მოედნები, სასახლეები, პარკები და ცცოხალი პაბები.
ედინბურგში ჩასვლა: ედინბურგის აეროპორტი 13 კილომეტრის დაშორებითაა ცენტრიდან. ტაქსზე იაფი დაგიჯდებათ ავტობუსი, ხოლო ტრამვაი ქალაქში კიდევ უფრო სწრაფად ჩაგიყვანთ. ავტობუსები მიდიან სან ენდრიუს მოედანზე ახალ ქალაქში, ცენტრის ჩრდილოეთით.
ჩადით ზაფხულში მზიანი ამინდებისთვის: ზაფხული არის სეზონი, როცა ედინბურგში თბილა, ხშირად არ ქრის ქარი, დღეები ნათელია და სეირნობა უფრო სასიამოვნო აქტივობა ხდება.
თუ ფესტივალისთვის არ ჩადიხართ, აირიდეთ ის თავიდან: მსოფლიოს უდიდესი ხელოვნების ფესტივალი – ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი, ქალაქში ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. თუ მასზე დასწრება გსურთ, დაჯავშნეთ 1 თვით ადრე მაინც, თუ არადა მოერიდეთ აგვისტოში მოგზაურობას.
ედინბურგის ქალაქის ბარათი: მისი აღება ღირს თუ გსურთ რომ მოინახულოთ ციხესიმაგრე და შეუერთდეთ ქალაქის ავტობუსის ტურებს.
თან იქონიეთ საწვიმარი: ედინბურგში საწვიმარი და თბილი ჟაკეტი წლის ნებისმიერ დროს დაგჭირდებათ.
რატომ არის აქ ორი ქალაქი? ცენტრალური ედინბურგი ორად გაყოფილი ქალაქია. ძველ და ახალ ქალაქებს ერთმანეთისგან პრინცის ქუჩის ბაღები ჰყოფს. ძველი ქალაქი უფრო შუა საუკუნეების უბანია ქვაფენილიანი ქუჩებით, ახალი კი გამოირჩევა ბულვარით.
რამდენი დრო გჭირდებათ ედინბურგში? ერთი დღე სამეფო სასახლის და ციხესიმაგრის გამოსაკვლევად ჩაინიშნეთ, მეორე ძველის და ახლის დასათვალიერებლად და ავთენტური გამოცდილების მისაღებად, მესამე დღეს კი მოინახულეთ გალერეები და მუზეუმები.
მოძრაობა ედინბურგის გარშემო: ედინბურგი მთიანი ქალაქია, მაგრამ ქალაქის შიგნით ფეხით სიარული უმჯობესია. თუ გსურთ მას დოდნავ გასცდეთ, ვერ გამოიყენებთ მეტროს ან ტრამვაის. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ ავტობუსებით.
პროტოკოლი ადგილობრივებთან მიმართებაში: აქ ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან, მაგრამ მოკლე საუბრის წამოწყების შემთხვევაში, ნუ ისაუბრებთ პოლიტიკასა და რელიგიაზე. შოტლანდიელებს ამ თემების გარჩევა ახალ გაცნობილ ადამიანებთან ერთად არ უყვართ.
ჩაი: ჩაის აქ მხოლოდ მაგიდის მომსახურეობის დროს უტოვებენ რესტორანში.
უსაფრთხოება: ედინბურგი უსაფრთხო ქალაქია, მაგრამ თავი აარიდეთ კალტონ ჰილსს ღამით.
წყალი: ედინბურგში ონკანის წყალი უსაფრთხოა და შეგიძლიათ ის უფასოდ მოითხოვოთ რესტორანში.