მოგზაურობისას ერთი ადგილიდან მეორეში მოსახვედრად არაა საჭირო მხოლოდ თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი ან ავტომობილი. საზოგადოებრივი ბორნის მომსახურეობა უკვე საკმაოდ განვითარებული და ტურისტულად პოპულარულია. ხშირად ბორნით მგზავრობა განსხვავებულ შთაბეჭდილებებსაც გვანიჭებს.
Star Ferry – ჰონგ კონგი
ჰონგ კონგი ბორნისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქია პლანეტაზე. 200 კუნძულისგან შექმნილი არქიპელაგი ხმელეთთან შედარებით სრულიად განსხვავებულ ხედებს გვთავაზობს. ქალაქში ბევრი ბორნის კომპანია ოპერირებს, მაგრამ საუკეთესო ხედებით გამოირჩევა “Star Ferry”. ერთი გზის ღირებულებაა 5$.

Golden Gate Ferry – სან ფრანცისკო, აშშ
სან ფრანცისკოს სანაპიროს ერთვარი ემბლემაა ოქროს კარიბჭის ხიდქვეშ გამავალი ბორანი, რომელიც ქალაქზე საკულტო ხედებს გვთავაზობს. თუ აქ ბორნით გადაწყვეტთ გადაადგილებას, მსოფლიოს გამორჩეულ ხედებს იხილავთ. ამ საოცარი ხიდის გარდა, იხილავთ ენჯელის კუნძულს, სან ფრანცისკოს უდიდეს კუნძულს და ალკატრაზს, სადაც ერთ დროს ციხე მდებარეობდა. ამ სასიამოვნო მგზავრობის საფასური კი 15$-მდე იქნება.

Circular Quay-დან Manley-სკენ – სიდნეი, ავსტრალია
სიდნეიში მსოფლიოში ცნობილი ნავსადგური მდებარეობს, სადაც ბორნების მთელი ქსელია განვითარებული. ავსტრალიის უდიდეს ქალაქში 10 ბორნის ხაზი ოპერირებს და ნავსადურს საწინააღმდეგო ნაპირთან აკავშირებს. წლიურად ისინი 15 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებიან. ყველაზე შთამბეჭდავი ხედია, სიდნეის ოპერის ხილვა წყლიდან. ნომერი პირველი ბორანი 22 წთ ხანგრძლივობისაა და ოპერას რამდენიმე რაკურსიდან დაგანახებთ. აქ ბორნების ღირებულება 8$-მდეა.

Staten Island Ferry – ნიუ-იორკი, აშშ
ნიუ-იორკის საკულტო ბორანი წყალში დაახლოებით 25 წუთს ატარებს და ნიუ-იორკის ნავსადგურის მანჰეტენიდან სტეიტენის კუნძულამდე ჭრის. გზად გაივლის თავისუფლების ქანდაკებას. ის 24/7-ზე მუშაობს, რადგანაც ეს არის ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს.

Suruga Bay Ferry – შიზუოკა, იაპონია
ფიჯის მთა იაპონის ტურიზმისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ქვეყნის ამ დიდ საოცრებაზე ხედებისთვის შეუერთდით სურუგას ბორნებს. თუმცა, უნდა იცოდეთ რომ მთა არც თუ ისე იშვიათადაა ღრუბლებით დაფარული. მიუხედავად ამისა, ბორანზე ყოფნისას ბუნების შთამბეჭდაობით მაინც დიდად ისიამოვნებთ.

Lévis Ferry – კვებეკი, კანადა
სულ რაღაც 12 წუთში ბორანი ქალაქ კვებეკის საუცხოო ხედებს განახებთ. სან ლორენსის მდინარეზე მოქმედი წყლის ტრანსპორტი საუკეთესო არჩევანია თუ არქიტექტურული საოცრებების წყლიდან ხილვა გსურთ. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 4 $-ია. ფრონტენაკის შატო ყველა სეზონზე სხვადასხვანაირად ლამაზია.

ზადარიდან სილბას კუნძულამდე – ზადარი, ხორვატია
ხორვატიის სანაპირო ზოლი ბევრ ისტორიულ და ლამაზ მარგალიტს მოიცავს. ეს რეგიონი ხასიათდება ფირუზისფერი წყლით და ბრწყინვალე სანაპიროებით. ადრიატიკის ზღვის საუკეთესო ხედებს კი იხილავთ მაშინ, თუ ქალაქ ზადარიდან სილბას კუნძულამდე ბორანს გაყვებით. სილბა ულამაზეს სანაპიროებს აერთიანებს. მანქანებისგან თავისუფალი კუნძული ნამდვილად მშვიდი გასაქცევია.

Bosphorus Strait — სტამბოლი, თურქეთი
ბევრი ბორანი ვერ დაიკვეხნის, რომ კონტინენტებს შორის მოგზაურობს, მაგრამ სტამბოლი ჩვეულებრივი ქალაქი არაა. მისი ბორნები, რომლებიც ემინონუდან კადიკოიმდე დადიან და ბოსფორის სრუტეს გაუვლიან, ევროპასა და აზიას შორის მოძრაობენ. სრუტეს ბორნები 25 წუთში კვეთენ. დაინახავთ ტოპკაპის სასახლეს და აია სოფიას. მგზავრობის ფასი კი მხოლოდ და მხოლოდ 1.34 $-ია.

Auckland Waiheke Ferry — აუკლენდი, ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია ბუნების ხედებით ცნობილი ქვეყანაა. არაა გასაკვირი, რომ მისი ბორნებიც ულამაზესი ხედებით დაგაჯილდოებენ. აუკლენდიდან ბორნით კუნძლ ვაიჰეკეზე გადაინაცვლეთ. ეს 40 წუთიანი გზა ნამდვილად ღირს გამოცდად.

Traghetti Portofino – პორტოფინო, იტალია
პორტოფინო იტალიური რივიერას მარგალიტია, რომლის ნავსადგურებშიც ბევრი მდიდრული იახტა იცდის. აქ ბორნით ცურვა დაახლოებით 15$ დაგიჯდებათ. ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ტრაგეტი, რომლის ბორნებიც ქალაქებში რაპალოსა და სანტა მარგარიტაში ჩერდებიან და პორტოფინოსკენ მიიწევენ. იგრძენით ხმელთაშუაზღვიური ატსმოფერო და იტალიური დასვენების გემო.











