მატარებლით მგზავრობა აფრიკის გარშემო ცოცხალი და მაგიურია. აქ შეგხვდებათ როგორც ისტორიული ვაგონები მე-19 საუკუნიდან ასევე ახალი ხაზები. მას შემდეგ, რაც ხმელთაშუაზღვა წითელ ზღვას დაუკავშირდა, სარკინიგზო ინდუსტრია მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი არტერია გახდა. მატარებელი შესანიშნავი გზაა აფრიკის უნიკალური ლანდშაფტის აღმოსაჩენად. ჩვენ ამ კონტინენტზე მატარებლით საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტებს გირჩევთ:

1. STANDARD GAUGE RAILWAY (SGR)

მარშრუტი: ნაირობისა და მომბასას შორის, კენია

დისტანცია: 484 კმ

ხანგრძლივობა: 5-6 სთ

გზა გაივლის ეროვნულ პარკებს და გთავაზობთ ველურ ბუნებაზე დაკვირვებას. ეს საოცარი მარშრუტი კენიის დედაქალაქ, ნაირობის მომბასასთან აკავშირებს. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ კენიის რკინიგზის ვებსაიტზე ან ადგილზე. სავარაუდო ღირებულებაა 11 $ ეკონომ კლასისთვის, ხოლო 35$ პირველი კლასისთვის.

2. ROVOS RAIL

მარშრუტი: ტანზანია, ანგოლა, ზიმბაბვე, ნამიბია, მოზამბიკი და სამხ. აფრიკა

დისტანცია: 1400 კმ

ხანგრძლივობა: 3-4 ღამე

ამ მოგზაურობისას ლეგენდარულ ვიქტორიას ჩანჩქერებს იხილავთ, გაივლით ეროვნულ პარკებში და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტერიტორიებზე. ეს კონკრეტული რკინიგზა გვთავაზობს უნიკალურ თავგადასავლებს სამხრეთ აფრიკაში.

3. ტანზანია-ზამბია (AKA TAZARA)

მარშრუტი: დარ ეს სალაამი, ტანზანია და ზამბია

დისტანცია: 1860 კმ

ხანგრძლივობა: 40-60 სთ

ეს მატარებელი ისეთი მგზავრებისთვისაა, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ეძებენ. გაეშურეთ ტანზანიის კომერციული დედაქალაქიდან დარ ეს სალამიდან ნაკრძალში და მოიარეთ ზამბიის ნაკრძალები. მატარებელში შეხვდებით ხალხს მთელი მსოფლიოდან და დააგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს.

4. ლურჯი მატარებელი (THE BLUE TRAIN)

მარშრუტი: პრეტორია და კეიპთაუნი, სამხრეთ აფრიკა

დისტანცია: 1600 კმ

ხანგრძლივობა: 30+ სთ ან 3 დღე

საუკეთესო რაც ამ მატარებლით მოგზაურობას აქვს, უდაბნოს რეგიონის, კარუუს გავლაა. ლანდშაფტი მალ-მალე იცვლება და ყველა ხედი საოცრად ლამაზია. მატარებელი პრეტორიის ირენის სადგურიდან და კეიპ თაუნის მთავარი სადგურიდან გადის. შეამოწმეთ მათი ოფიციალური საიტი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ორი ტიპის ოთახი.

5. სპილოს ექსპრესი

მარშრუტი: დეტის სარკინიგზო სადგურიდან ნგამოსკენ, ზიმბაბვე

დისტანცია: 70-80 კმ

ხანგრძლივობა: 2სთ

ამ მოგზაურობისას იხილავთ საფარის და რაც მთავარია, სპილოებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჰვანჯის ეროვნული პარკი. მატარებელში მოთავსებული გაიდის საშუალებით თქვენი ეს საფარის მოგზაურობა საგანმანათლებლო იქნება. ეს მატარებელი მუშაობს აპრილიდან ოქტომბრამდე.