ლიმა ესაა 3 დრამატულად განსხვავებული ეკოსისტემის: სანაპიროს, ანდების და ამაზონის გაერთიანება. აქ გურმანი ვიზიტორები მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მირთმევას და მრავალფეროვანი გემოების გამოცდას შეძლებენ. შენი მეგზური პერუს დედაქალაქში საუკეთესო საჭმელ-სასმელს გირჩევთ:
1. საკვები: AREPAS & CACHAPAS
ლოკაცია: საცხობი DEMO
ამ საცხობში ორი მდიდარი ნაციის, პერუელების და ვენესუელელების მდიდარი გასტრონომიაა შერწყმული. არეპას ბენედიქტინასი კვერცხისგან და ყველისგან მზადდება. დემო პოპულარული საუზმის ადგილია ლიმაში. აქვს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე.

2. საკვები: მედიალუნები
ლოკაცია: კაფე NINA PACHA
ეს კაფე არგენტინის, პერუს და იტალიის გემოებს აერთიანებს. ის პუნტა ჰერმოსას სანაპიროსთან მდებარეობს. შეუკვეთეთ მათი საფირმო ყავა და გამომცხვარი მადიალუნები, რომელთა ფაფუკი სტრუქტურაც პირში დნება. დაკეტილია ოთხშაბათობით.

3. სასმელი: ადგილობრივი ღვინო
ლოკაცია: CORDIAL
ბოლო წლებში პერუში ღვინის წარმოება საგრძნობლად იზრდება. აქაურ ყურძენს განსხვავებული მეთოდებით წურავენ. შესაბამისად, დედაქალაქ ლიმაში ბევრი ღვინის ბარია. კორდიალი გრაუს გამზირზე მდებარეობს და მყუდრო ატმოსფეროს გვთავაზობს ვინილებით და წიგნებით. დააგემოვნეთ ნატურალური პერუს ღვინო. დაკეტილია კვირაობით.

4. საკვები: ზღვის ლოკოკინები
ლოკაცია: NAVEGANTE
ეს რესტორანი ცნობილმა შეფმა გახსნა პუნტა ჰერმოსაში. ნავეგანტეში პერუს სეზონური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები დაგხვდებათ. მენიუში უნიკალურია ზღვის ლოკოკინები. მათ მარილში, წიწაკაში და ზეთისხილის სოუსში აზავებენ ავოკადოთი. ღიაა ხუთშაბათი-კვირა. ლიმაში მცხოვრებთათვის პუნტა ჰერმოსა უიქენდის გასატარებლად საყვარელი ადგილია.

5. საკვები: Asado de tira
ლოკაცია: რესტორანი Menú
გაისეირნეთ ბარანკოს ისტორიულ ბაჯადა დე ლოს ბანოს ხეივანში და შედით რომანტიკულ რესტორან “მენიუში”. აქ მრავალფეროვანი ფლეილისტი და სანთლებით განათებული მაგიდები დაგხვდებათ. ასადო დე ტირა პერუს კლასიკური კერძია. ესაა ნეკნები თევზის სოუსში.

6. საკვები: ლიმნის დონატი
ლოკაცია: საცხობი FUMU
პერუში ყველაზე პოპულარული დესერტი ლიმნის ღვეზელია, რომელსაც დონატის ფორმით აცხობენ. ფუმუში შიგთავსის დანამატი ყოველდღე იცვლება. შეიძლება იყოს ფისტა ან მოცვი. ღიაა ოთხშაბათი-კვირა.

7. საკვები: CAUSA
ლოკაცია: რესტორანი HAYAQ
სარკილოს უბანი პოპულარულია საკვების ბლოგერებს შორის. ჰაიაქი ახლადგახსნილი რესტორანია, რომელიც ზღვის პროდუქტებს გვთავაზობს. დააგემოვნეთ პერუს კლასიკური კერძი: causa de pulpa de cangrejo. ესაა კიბორჩხალას, კარტოფილის და ავოკადოს ნაზავი. მას მიირთმევენ როგორც აპეტაიზერს.











