პერუ ანტიკური ცივილიზაციების და თავგადასავლების საოცარი სამყაროა. აქ მთის მწვერვალები, სერფინგისთვის განკუთვნილი ტალღები, ამაზონის ჯუნგლები თუ უდაბნო ერთადაა თავმოყრილი.
1. ტიტიკაკას ტბა
ლეგენდის თანახმად, ტიტიკაკას ტბა მზის დაბადების ადგილია. მოიხიბლეთ სამხრეთ ამერიკის უდიდესი ტბის გამჭვირვალე წყლით და შეიგრძენით მისი მაგიური ატმოსფერო. ტბაში მდებარე კუნძულებზე ადგილობრივები სეზონების რიტმში ცხოვრობენ. აქ ყოფნის საუკეთესო ნაწილია მზის ჩასვლა.

2. დალაშქრეთ ინკას ბილიკი
ურუბამბას ველის სიღრმეებიდან წამოსული სალაშქრო ბილიკი ტყეებს და ანტიკურ ნანგრევებს მიუყვება. ათასობით მოგზაურისთვის, ვისაც ეს ბილიკი დაულაშქრავს, თვალწარმტაცი სცენების მომსწრე ხდება, განსაკუთრებით პერუს არქეოლოგიური საგანძურის.

3. კაიაკი ამაზონის ტროპიკებში
პერუს ამაზონის ტროპიკები ცნობილია ბიომრავალფეროვნებით. მანუს ეროვნული პარკი ყველაზე ველური და მოწყვეტილი კუთხეა. შეგიძლიათ შეუერთდეთ მდინარე ამაზონის კრუიზებს, იხილოთ დელფინები და მაიმუნები. დეკემბრიდან მაისამდე წყლის დონე ყველაზე მაღალია. ივნისიდან ნოემბრამდე კი დაბალი.

4. ანდების თოვლიანი მწვერვალები
პერუს მთები წარმოგვიდგენენ ალპურ ტბებს და სამთო სოფლებს. ლიმადან ავტობუსით ქალაქ ჰუარაზში შეგიძლიათ მოხვედრა, სადაც ყველა სიგრძის და სირთულის ბილიკს გადააწყდებით.

5. სერფინგი ჩრდილოეთ სანაპიროზე
პერუს სანაპირო ზოლი წყნარი ოკეანის გასწვრივ 3000 კმ-ზეა გაჭიმული. აქ სერფინგისთვის არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი. ჩრდილოეთ მხარეს დედაქალაქიდან ფრენას 1 სთ ხოლო ავტობუსს 8 სთ სჭირდება. გარანტირებული მზისთვის ეწვიეთ მანკორას, სადაც სერფინგი, ზღვის პროდუქტები და ცხოვრების ნელი რიტმი იდეალურ მიქსს ქმნიან.

6. ველური ბუნება ბალესტას კუნძულზე (ISLAS BALLESTAS)
ბალესტას კუნძული შესაძლოა დისტანციიდან ისე ვერ აღიქვათ, მარამ საკმარისია მოახტეთ ნავს და მაშინვე შენიშნავთ ველური ცხოვრების მრავალფეროვნებას, მათ შორის იხილავთ ჰუმბოლდტის პინგვინებს.

7. მაგიური კანიონ დელ კოლკა
დელ კოლკას კანიონი (CAÑÓN DEL COLCA) ანდური პანორამის მშვენიერი სამოთხეა. ვიზიტორებს მისი გამოკვლევა მცირე ლაშქრობით შეუძლიათ. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ დელიკატესს: chupe de camarones, რომელიც კრევეტით მზადდება.

8. ეწვიეთ პერუს უდაბნოს (HUACACHINA)
ეს პატარა ოაზისი (Huacachina) ლიმასთან ახლოს მდებარეობს და ქვეყნის განსხვავებულ კუთხეს წარმოგვიჩენს. სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში ქვიშის დიუნებში მოგზაურობის ოცნებასაც აიხდენთ.

9. კუელაპის ნანგრევები (KUÉLAP)
ანდები სავსეა ანტიკური ქალაქების ნაშთებით. კუელაპი მათ შორის გამორჩეულია. ეს ციტადელი ერთ დროს მთაზე ადგილობრივებმა ააგეს. აქ მოხვდებით მანქანით, ლაშქრობით ან საბაგიროთი, რომელსაც 20 წთ სჭირდება.











