1960 წლის გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო ქალაქი აგადირი მთლიანად ხელახლა ააშენეს. დღეს აქ აღმოაჩენთ თანამედროვე ქალაქს დატვირთული პორტით და სასიამოვნო სანაპიროთი. ცენტრალური უბნები მისი ბაღებით და ქუჩებით განახლებულია და ადგილობრივები საღამოობით სანაპიროს გრძელ ბულვარში სეირნობენ. აქ მეზობელი ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოდიან ტრადიციულ სუქებში, სავაჭრო ცენტრებში, ბუტიკებში და მაღაზიებში რომ ივაჭრონ. აგადირი მაროკოს საკულტო ადგილია, სადაც ევროპელები დასასვენებლად ჩადიან. აქ მზის სინათლე ზამთარშიც კი გარანტირებულია. ჩვენ მაროკოს ატლანტიკის სანაპირო ზოლზე მდებარე ამ კოსმოპოლიტურ ქალაქში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

დალაშქრეთ კასბას მთა ან აყევით გონდოლას

6 წუთიანი გონდოლა თვალისმომჭრელ ხედებს შემოგთავაზებთ ქალაქზე, პორტზე, ნავსადგურზე და სანაპიროებზე. მაღლა იხილავთ მე-16 საუკუნის შთამბეჭდავ ციხესიმაგრეს, რომელიც ერთ დროს საზღვაო ვაჭრობას აკონტროლებდა. 1960-იან წლებში ციხესიმაგრის 90% მიწისძვრამ გაანადგურა. 60 წლის შემდეგ, ის აღადგინეს. მშვენიერი ადგილია მზის ჩასვლის სანახავად.

დაისვენეთ აგადირის სანაპიროებზე

მაროკოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული სანაპიროა: აგადირის სანაპირო, რომელიც გვთავაზობს 12 კმ. სიგრძის ოქროს ქვიშიან ნაპირს. ზაფხულში მაროკოელები ჩრდილოეთ ქალაქებიდან აქ ჩამოდიან. ზამთარში კი ევროპელი მოგზაურები სიცივეს სწორედ აქ გაურბიან. ადვილად მოივლით 10 კმ სიგრძის სანაპიროს ფეხით, სადაც ბევრი კაფე და სანაყინეა. ასევე კარგი სანაპიროებია ანზა და ტაგაზუტი.

მოინახულეთ ნავები

აგადირის ნავსადგური ფოტოგენური ადგილია მაღაზიებით და აპარტამენტებით, ასევე სანაპირო კაფეებით, სადაც გემრიელ მოროკოულ კერძებს დაგემოვნებთ. შეგიძლიათ აიღოთ ნავის ტურებიც.

დატკბით თანამედროვე ხელოვნებით

აგადირის ხელოვნების მუზეუმი 2023 წელს გაიხსნა და მშვენიერი ადგილია ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშები რომ იხილოთ. თანამედროვე გალერეის სივრცე 150-ზე მეტ მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს.

შეიძინეთ ადგილობრივი ნივთები

აგადირში ბევრი ნიჭიერი ხელოვანია, რომლებიც ტრადიციულ სუვენირებზე მუშაობენ და ცოდნას თაობებს გადასცემენ. აქ შეიძენთ ხის ავეჯს, კერამიკას, მოქსოვილ ნაწარმს და სამკაულებს. სუქ ალ ჰადი ქალაქის სუქებს ანუ ბაზრობებს შორის ყველაზე ცნობილია. თუ პატარა ბაზრობებს ამჯობინებთ, მარშე ცენტრალს გირჩევთ მისი ბრუტალური არქიტექტურით. Kasbat Souss-ში კი 70-მდე მოვაჭრე დაგხვდებათ.

დაათვალიერეთ მედინას რეპლიკა

ქალაქის ორიგინალური მედინა 1960 წლის მიწისძვრის დროს განადგურდა, თუმცა აქ მისი რეპლიკა ააგეს, რომელიც ზუსტად იმეორებს მის დიზაინს. კომპლექსი ორიგინალურ ეზოს და მოზაიკებს წარმოგვიდგენს. დააგემოვნეთ ტრადიციული მაროკოული კერძი ან პიტნის ჩაი.

გამოსცადეთ ტრადიციული ორთქლის ჰამამები

ჰამამები იმ დროიდან მოდიან, როდესაც ადამიანებს სახლებში თავიანთი აბაზანები არ ჰქონდათ. ამიტომაც ყოველკვირას აქ სიარული მაროკოელებისთვის ერთგვარი რიტუალი იყო. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ყოველდღიური ცხოვრებისგან სარელაქსაციო შესვენებას იღებდნენ. ერთ-ერთი ფავორიტია არგან ფიტოს სახლი (Argan Phyto House) ტრადიციული დეკორით.

შეუერთდით ტალბორჯის (TALBORJT) საფეხმავლო ტურს

ეს ორ საათიანი საფეხმავლო ტური ლიბანის მეჩეთიდან იწყება, თავისი მაგიური მინარეთით და შთამბეჭდავი არქიტექტურით და კასბას მთაზე სრულდება. მეჩეთიდან გადახვალთ ოლჰაოს ბაღებისკენ, სადაც ტროპიკული მცენარეებია. გაივლით პრინც აბდალას გამზირს, ალ მუგარის ბიბლიოთეკას და საბოლოოდ საბაგიროს მთაზე აყვებით.

შეისწავლეთ ნიანგები ნიანგების პარკში

აგადირში ნიანგების პარკიც (CROCOPARC) მდებარეობს, სადაც გადაშენების პირას მყოფი ნიანგები ჰყავთ. მის გარშემო ბოტანიკური ბაღი 2015 წელს გაიხსნა. აქ მეტ ინფორმაციას მიიღებთ მათზე.

დატკბით სუს-მასას ეროვნული პარკის ველური ცხოვრებით

SOUSS-MASSA – მაროკოს ერთ-ერთი ცნობილი ველური ბუნების ნაკრძალია. აქ მდიდარი ფლორა-ფაუნა დაგხვდებათ. გიდები გზად ყველა მათგანზე მოგიყვებიან. ასევე, გაგატარებენ პავილიონებში ახლო დაკვირვებისთვის.