არავინ დაობს, რომ ოქტობერფესტი ლუდის ფესტივალების მეფეა და ყოველწლიურად 6 მილიონ ვიზიტორს იზიდავს, რაც მიუნხენის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შენამატია. თუმცა, სამხრეთ გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში ბევრი სხვა ფესტივალიცაა.
1. Gäubodenvolksfest, შტრაუბინგი
1812 წლით დათარიღებული ეს ნაკლებად ცნობილი ფესტივალი მასშტაბების მიხედვით რიგით მეორე ფოლკ ფესტივალია, რომელიც ბავარიაში იმართება (ოქტობერფესტის შემდეგ). ამ დროს ბევრად უკეთესი ამინდები იცის და დასასხდომი ადგილის მონახვაც არც ისე ჭირს. ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში გამართული ეს ღონისძიება მილიონამდე ვიზიტორს იზიდავს. კიდევ ერთი პლიუსი აქ ლუდების ნაკლები ღირებულებაა.
2. Frühlingsfest, მიუნხენი
თუ ლუდის ფესტივალზე გაზაფხულზე გსურთ დასწრება, ეს ფესტივალი თქვენთვისაა. “გაზაფხულის ფესტივალი” 1965 წლიდან ტარდება და ის ბავარიის ლუდის ფესტივალებში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ფესტივალია. ლუდის მოყვარულებისთვის ფესტივალი იმითაა მიმზიდველი, რომ მასში მიუნხენის 6 მსხვილი ლუდსახარში იღებს მონაწილეობას.
3. Herbstfest, ერდინგი
ბავარიის სიდიდით რიგით მესამე ფესტივალი პატარა ქალაქ ერდინგში ტარდება. ალბათ სახელი გეცნოთ, აქ ამავე სახელწოდებით ხორბლის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდი იწარმოება. ამის გამო, ფესტივალსაც ბევრი ხალხი სტუმრობს. ის სექტემბრის პირველ კვირაში ტარდება და უფრო ოჯახურ ატმოსფეროს ქმნის.
4. Volksfest, დაკაუ
ეს ქალაქი ნაცისტების ბნელ დღეებთან ასოცირდება, თუმცა წელიწადში ერთხელ ადგილობრივები მას სხვანაირად აცოცხლებენ. დაკაუს ლუდის ფესტივალი აგვისტოს შუა რიცხვებში, ქალაქის მთავარ მოედანზე იმართება და 300 000-მდე ლუდის მოყვარულს იზიდავს, თანაც დაბალი ფასებით.
5. Starkbierzeit, მიუნხენი
ეს ფესტივალი კი ერთ კონკრეტულ ადგილას არ იმართება და ბავარიის დედაქალაქში, სხვადასხვა ლუდსახარშებსა და ტავერნებში გვიწვევს.
მოკლედ, ბავარია ცნობილია ლუდის ფესტივალებით და ის მხოლოდ ოქტობერფესტს არ გულისხმობს. სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ფესტივალებზე ტრადიციულ კულტურას გაეცნობით, ლუდის მოხარშვის წეს-ჩვეულებებს და რეგიონის ისტორიას. მათი უმრავლესობა შემოდგომით იმართება, მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ პერიოდში.