ოდენსე ცნობილი მეზღაპრის, ჰანს-კრისტიან ანდერსენის სახლია. დანიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქში ჩასულ ვიზიტორებს ეს მწერალი ყველა კუთხე-კუნჭულში ახსენდებათ. ქალაქის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ფეხით ადვილად მოსავლელია. ოდენსეში ვიზიტი დანიაში მოგზაურობის დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება!
1. გაყევით ზღაპრულ ბილიკს ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლში
HC Andersens Hus – მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის სახლია. კომპლექსის დიზაინი იაპონელ არქიტექტორს, კენგო კუმას ეკუთვნის. ის მოიცავს ხის პავილიონებს, ბაღებს და სუბტროპიკულ გალერეებს. ბილეთები დაჯავშნეთ მისვლამდე, ონლაინ. აგვისტოს ბოლოს აქ ანდერსენის ფესტივალიც ტარდება.

2. გამოიკვლიეთ ოდენსის ძველი ქალაქი ფეხით
ანდერსენის სახლიდან გაუყევით გზას, რომელიც ქვაფენილიან ქუჩებს და ისტორიულ სახლებს უერთდება. თქვენ წინაშე ქალაქის ძველი უბანი გადაიშლება. ჩაუარეთ კომველის სასტუმროს, მუზეუმს “TID” და ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე, ვესტერგადში აღმოჩნდებით. მოინახულეთ ოდენსეს დომკირკი, მე-14 საუკუნის გოთიკური კათედრალი.

3. გაეცანით ქალაქის ისტორიას დომკირკში
ოდენსის კათედრალი დიდ ისტორიას ინახავს. აქ შეიგრძნობთ შუა საუკუნეების და რენესანსის ატმოსფეროს, ხოლო ქალაქის ოქროს ხანისთვის გადაინაცვლეთ მუზეუმში “TID” (დროის მუზეუმში).

4. დააკვირდით რკინიგზის განვითარებას
ჰანს კრისტიან ანდერსენი არამხოლოდ მწერალი, არამედ მოგზაურიც იყო, რომელმაც სარკინიგზო მოგზაურობის ადრეული პერიოდი აღწერა. ოდენსში დანიის სარკინიგზო მუზეუმი “Jernbanemuseet” მდებარეობს. აქ ნახავთ ასობით მატარებელს, სამეფო მანქანას და დანიის პირველი ლოკომოტიცის რეპლიკას.

5. გაისეირნეთ ნავით
ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით, სასიამოვნო პარკს შეხვდებით, მუნკე მოსეს, სადაც მდინარის მისადგომებთან ნავის ქირაობაა შესაძლებელი. მას ქალაქის დათვალიერების განსხვავებული გამოცდილებისთვის გირჩევთ.

6. სკანდინავიური ელემენტები კერტემინდეში
ფუნენის რეგიონი, რომლის დედაქალაქიცაა ოდენსი, დანიის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი რეგიონია. ქალაქის ცენტრიდან 25 წუთში, კარტემინდე მდებარეობს, სანაპირო დასახლება სასიამოვნო კაფე-რესტორნებით. ხელოვნების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ იოჰან ლარსენის მუზეუმი; ბუნების და ისტორიის მოყვარულებმა კი კერტემინდეს ფიორდები, სადაც ვიკინგების გემია ჩამარხული.

7. დანიის საზღვაო კულტურა სვენდბორგში
სვენდბორგის პორტი, ოდენსიდან მატარებლით 45 წუთის გზაზე მდებარეობს. მას ხშირად იხილავთ მხატვრების ნამუშევრებზე თეთრი ნავებით და იახტებით.

8. მშვენიერი კუნძული აერო
Ærø – დანიის მყუდრო სოფელია, ოდენსეს სიახლოვეს, სადაც საყვარელი კოტეჯები სანაპირო ზოლს გადაჰყურებენ. აქ ოდენსიდან მატარებლით ან ბორნით მოხვდებით. აეროში დაახლოებით 10 კმ-იანი საველოსიპედო ზოლია მოწყობილი ველომოყვარულებისთვის.

9. გაატარეთ 1 დღე ეგესკოვ სლოტში
Egeskov Slot – უზარმაზარი ბაღებით გარშემორტყმული მე-16 საუკუნის რომანტიკული სასახლეა. აქ მთელ დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ. დაათვალიერეთ 13 ოთახი დეკორაციებით და დიზაინერულად გაფორმებული ბაღები. პიკნიკი დაშვებულია და შეგიძლიათ წასახემსებელი თან წაიღოთ.











