ტაჯიკეთი 5 ცენტრალურ აზიურ ქვეყანას შორის ყველაზე პატარაა. ის მოქცეულია ჩინეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ავღანეთს შორის. ტაჯიკეთი იდეალურია სალაშქროდ, საკემპინგოდ და ტბებზე და მდინარეებზე გადმოსახედად. ჩვენ აქ ვიზიტს დაგიგეგმავთ.
როდის უნდა წავიდეთ ტაჯიკეთში?
ტაჯიკეთის 93% მთებითაა დაფარული და აქ ტემპერატურა სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან განსხვავებულია. აქ ზაფხული მშრალია და ტემპერატურა 30 გრადუსამდე თბება, ხოლო ზამთარში 3 გრადუსამდე ეცემა. ყველაზე პოპულარული თვეები აქ სამოგზაუროდ არის მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბერი. თუ ზამთრის კურორტები და თოვლი გსურთ, ეწვიეთ დეკემბრიდან მარტამდე.
რა დრო უნდა გაატაროთ ტაჯიკეთში? ძირითადად აქ მოგზაურები 7-დან 12 დღემდე ჩამოდიან.
მარტივია ტაჯიკეთში ჩასვლა? დედაქალაქ დუშანბეში მდებარე აეროპორტში მოხვდებით დუბაიდან და სტამბოლიდანაც გადაჯდომით.

დატკბებით შთამბეჭდავი ხედებით
დედაქალაქ დუშანბეში ორი გამორჩეული გადმოსახედია მთელ ქალაქზე. ყველაზე პოპულარულია ისტიკლოლის მონუმენტი, კოშკურა, რომლის პირველ სართულზეც მუზეუმი მდებარეობს. მე-14 სართულიდან 360 გრადუსიანი ხედი იშლება ქალაქზე. მეორე ფანტასტიკური გადმოსახედია ვიქტორიას პარკი. აქ მდებარეობს მემორიალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაცემულ ჯარისკაცებს ეძღვნებათ. ხედსაც სწორედ იქიდან იხილავთ.

შეაფასებთ ღირებულ არქიტექტურას
ქვეყნის არქიტექტურას მრავალფეროვანი ისტორიული გავლენები აქვს. აბრეშუმის გზის გავლენა ეტყობა ტრადიციულ ბაზარს მისი თეთრი თაღებით. შეჩერდით როჰატის ჩაის სახლში და მოინახულეთ ტრადიციული ჩაის სახლის ინტერიერი. ოპერის შენობა საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ძეგლია.

გამოსცადეთ ზამთრის სპორტები
თუ დუშანბეს ზამთარში სტუმრობთ, ეწვიეთ ქვეყნის სათხილამურო კურორტს – Safed Dara, დედაქალაქიდან ერთი საათის გზაზე. აქ შეგიძლიათ იქირაოთ თხილამურები და დაკავდეთ ზამთრის სპორტით.

გაიცანით პამირსი
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ტაჯიკეთს სტუმრობენ, პამირის მთებია. აქ ლანდშაფტი მომხიბვლელია, ხოლო ადგილობრივ მაცხოვრებლებს უნიკალური ტრადიციები, საკვები და წეს-ჩვეულებები აქვთ.

მოინახულეთ ჰისორის ციხესიმაგრე
ჰისორის ციხესიმაგრის ნანგრევები 2500 წლით თარიღდება და გზად მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ შენობას, საზამთროს ფორმის ჩაის სახლს იხილავთ.

ტაჯიკეთი ბიუჯეტური ქალაქია. აქ ტაქსით მგზავრობის საფასური დაახლოებით 2 $, ავტობუსით მგზავრობა 0.25 ცენტი, ხოლო ერთი ულუფა 3 $ ღირს.
გაითვალისწინეთ ჩაცმის წესები, რადგანაც ტაჯიკეთში ისლამი დომინანტური რელიგიაა, რაც ადგილობრივთა ყოველდღიურობაზე დიდ გავლენას ახდენს. აქ კონსერვატორიულად აცვიათ, იფარავენ მხრებს და მუხლებს.











