ნეპალი ცნობილია მაღალი მთებით და დაბალი ჯუნგლებით, რაც აქ კლიმატურ მრავალფეროვნებას ქმნის. შენი მეგზური აქ მოგზაურობას დაგიგეგმავთ და საუკეთესო პერიოდს აგარჩევინებთ.
გვიანი სექტემბერი-ნოემბერი: ლაშქრობა, აქტიური ტურები და ფესტივალები
ეს პერიოდი ნეპალში მოგზაურობის პიკი სეზონია და საუკეთესო დროა სხვადასხვა აქტივობისთვის. ამინდი თბილია მაგრამ არა ცხელი და გადაწმენდილი ცა ბრწყინვალე მთის ხედებით დაგასაჩუქრებთ. აქაურ მდინარეში შეგიძლიათ დაკავდეთ კაიაკით. ეს არაა ყველაზე იაფი დრო ნეპალში სამოგზაუროდ, მაგრამ ეს ქვეყანა მაინც ბიუჯეტურია. შეგიძლიათ შეუერთდეთ ევერესტის ბაზის კემპინგს. ამ პერიოდში აქ სალაშქრო გზებზე ხალხის საცობებიც კი დაგხვდებათ. ტურიზმის პიკი ფესტივალების სიმრავლესაც გულისხმობს.

დეკემბერი-ადრეული თებერვალი: ტურისტების ნაკლებობა
ნეპალში ზამთარი მოკლეა და ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, მათ შორის დედაქალაქში. ამ დროს შესაძლოა იყოს ნისლიანი დილები და მშვიდი ღამეები. მაგრამ, როცა ცა სუფთაა, ზამთრის დღეებიც თბილია. ამ პერიოდშ ნეპალში ვიზიტი ძალიან იაფია და ტურისტების მინიმალური რაოდენობაა. აუცილებლად იქონიეთ ჟაკეტიც საღამოებისთვის.

იანვარი-თებერვალი: საუკეთესო ველური ბუნებისთვის
ნეპალი მხოლოდ მთები არაა. აქ ნაციონალური პარკები: ტერაი, ჩიტვანი და ბარდია მდებარეობს, ველური ბუნების მრავალფეროვნებით. მასზე დასაკვირვებლად საუკეთესო დრო გვიანი ზამთარია. იანვრის ბოლოს, სპილოების მაღალ ბალახებს ჭრიან და ცხოველები, რომლებიც მათ უკან იმალებიან, ჩნდებიან.

თებერვლის ბოლო-აპრილი: მეორე პიკ სეზონი
წლების მანძილზე, გაზაფხული ნეპალის მეორე პიკ სეზონი იყო, მაგრამ ბოლო წლებში, ტყის ხანძრების საშიშროება გაიზარდა. მაგრამ გაზაფხულზე, ისევე როგორც შემოდგომის პერიოდში, აქ ბევრი ფესტივალი ტარდება.
მაისი-ივნისი: ყველაზე ცუდი დრო ნეპალში ვიზიტისთვის
გვიან გაზაფხულზე ნეპალში ძალიან ცხება და ჰაერის ხარისხიც ფუჭდება. მას მოსდევს ივნისი, როცა ადგილობრივებს წვიმების მოსვლა უხარიათ. ამ დროს აქ მოღრუბლული ცა და ტალახია.

გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესოა მთაზე ცოცვისთვის
მარტიდან მაისამდე და სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, მთაზე ცოცვა აქ საუკეთესო გადაწყვეტილებაა.










