ნეპალი ზომით პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქალაქია. ცნობილი მისი მთებით, აქ იხილავთ ისტორიულ ქალაქებს, ბელური ბუნების მქონე ეროვნულ პარკებს, ჰინდუს და ბუდისტურ პილიგრიმულ ძეგლებს, ჩაის მინდვრებს და აშ. სხვადასხვა რეგიონი სხვადასხვა გამოცდილებებს შემოგთავაზებთ.

1. კატმანდუს ველი/Kathmandu Valley

საუკეთესო ისტორიული სასახლეებისა და საყდრებისთვის

ნეპალში ყველა მოგზაურობა კატმანდუს ველიდან იწყება. დედაქალაქის რეგიონი ბევრი დროის დათმობას მოითხოვს. 25კმ ფართობის კატმანდუს ველი უძველესია და აქ ვიზიტორებს კვლავ შეუძლიათ ანტიკური საყდრების და შუასაუკუნეების სასახლეების ხილვა. აქ სამი ქალაქია: კატმანდუ, პატანი და ბახტაპური, რომლებიც ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს ქმნიან.

2. სოლუკუმბუს უბანი/Solukhumbu District

კარგ ამინდში ამ ადგილიდან მსოფლიოს უმაღლესი ევერესტის მთა ბრწყინვალედ მოსჩანს. პატარა სოფელი სოლუკუმბუ მთებში მდებარე მშვიდი ნავსაყუდელია ნაციონალური პარკით და ტიბეტური კულტურით.

3. მუსტანგი: საუკეთესო ტიბეტური გემოებისთვის

მუსტანგის რეგიონში ეთნიკურად ტიბეტელი ხალხი ცხოვრობს. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი და ტურისტებისთვის მხოლოდ ზედა მუსტანგია ხელმისაწვდომი. აქ ვერ მოხვდებით ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში.

4. პოხარა/Pokhara: საუკეთესო ტბისპირა ატმოსფეროსთვის

ეს ნეპალის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია. ის ტბა პევას ნაპირებზე მდებარეობს. შეგიძლიათ საბაგიროს საშუალებით მთაზეც ახვიდეთ და არემარეს გადმოხედოთ. ფილტვებისთვის აქაური ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა.

5. ანაპურას ჰიმალაები/Annapurna Himalaya: საუკეთესო ლაშქრობისთვის

აქტიურ მოგზაურებს ეს მიმართულება ძალიან უყვართ. ბილიკები აქ საკმაოდ მარტივია და მას ბავშვებთან ერთადაც სტუმრობენ.

6. ლამბინი/Lumbini: საუკეთესო ბუდისტური საყდრებისთვის

ბუდიზმით დაინტერესებული მოგზაურები ლამბინიში ისტორიულ ბუდას დაბადების ადგილს სტუმრობენ. ლამბინი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

7. ჩიტვანის ნაციონალური პარკი/Chitwan National Park

საუკეთესო ველური საფარისთვის

ნეპალში მხოლოდ მთები არაა. აქ ჯუნგლებიცაა, სადაც მრავალფეროვანი ჯიშის ჩიტებს და ცხოველებს იხილავთ. კატმანდუდან და პოხარადან ჩიტვანში მარტივად მოხვდებით. ეწვიეთ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისშ, როცა სპილოები უფრო სჩანან.

8. ილამი/Ilam

ნეპალის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ილამი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ის ნეპალური ჩაის წარმოების ინდუსტრიის ცენტრია. შეგიძლიათ აიღოთ ტურები ჩაის მინდვრებზე.