დანიური კულტურის, დიზაინის და ესთეტიკის გათვალისწინებით, კოპენჰაგენი იდეალური საშოპინგო ადგილია. დანიის დედაქალაქში ბევრი რამაა გამოსაკვლევი. შენი მეგზური 10 საუკეთესო მაღაზიას გირჩევთ:

ილუმი/Illum

ილუმი ქალაქის უძველესი მაღაზიაა, რომელიც მე-19 საუკუნეში გაიხსნა და მოდის, სამკაულის და სილამაზის პროდუქციის დიდ ასორტიმენტს გვთავაზობს.

სტილებენი/Stilleben

ორი დიზაინერის ეს ბუტიკი ქსოვილებს, ავეჯს, სამკაულს, პრინტებს და ხელოვნების ნიმუშებს წარმოგვიდგენს. სტილებენს აქვს კერამიკის ქარხანაც და ულამაზეს სერვირებასაც გვთავაზობს.

Bloom & Bloom

ეს დამოუკიდებელი მაღაზია ნატურალური და ორგანული სილამაზის პროდუქტებით გამოირჩევა, შექმნილით სკანდინავიაში. გამაჯანსაღებელი პროცედურების და სილამაზის პროდუქტების მოყვარულები მისი ერთგული მომხმარებლები არიან.

Lot #29

ეს მაღაზია წარმოგვიდგენს მამაკაცის და ქალის სამოსს. აქ ნახავთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს, სახლის დეკორს და სილამაზის პროდუქტებს. ლოტ 29 ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში.

TorvehallerneKBH

ეს კოპენჰაგენის ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ბაზრობაა, 60-ზე მეტი სტენდით სადაც ყველაფერი იყიდება: თევზი, ხორცი, ყველი, ჯემი, მდოგვი, შოკოლადი, ნამცხვრები თუ საკმაზები. დახლები განაწილებულია ორ შუშის შენობაში, აუცილებლად ეწვიეთ ორივეს.

CMYK KLD

ეს მაღაზია არტისტისა და ილუსტრატორის, მაია ლანგელანდის სტუდიაა, თუმცა, ცნობილია როგორც საგამოფენო სივრცე სადაც ხელოვნების ნიმუშები, საფოსტო ბარათები და პოსტერები იყიდება.

I Blame Lulu

ეს მაღაზია ისეთი დიზაინერების სამოსს და აქსესუარებს აერთიანებს, როგორებიც არიან: იზაბელ მარანი, ჟივენში, მარნი, შანელი, სელინი და სტელა მაკარტნი.

Retro Villa

ამ მაღაზიაში კი ვინტაჟურ გადასაკრავებს და პრინტებს ნახავთ, რომლებიც სხვადასხვა ხელსაქმისთვის და ხელნაკეთი ნივთების ინსპირაციისთვის გამოგადგებათ.

Res-Res

აქ ყველაფერი ეკო-მეგობრულადაა დამზადებული. ტანისამოსის გარდა, ნახავთ სახლის ნივთებს, აქსესუარებს, სანთლებს და სხვადასხვა სილამაზის პროდუქტებს.