სამხრეთ კორეა მისი ზომის მიუხედავად გასაოცარ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. დედაქალაქის ეკლექტურ ღამის ცხოვრებას არასდროს სძინავს, მთების ბილიკებს უნიკალურ ტყეებამდე მივყავართ და გემრიელი სამზარეულო ისევ უკან დაგიძახებთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის დასვენება გსურთ, ეს ნახევარკუნძული ყველას შესაფერის სიტუაციას სთავაზობს. ჩვენ აქ მისაღებ საუკეთესო გამოცდილებებს გირჩევთ:
იხილეთ საკურას ყვავილობა ჯინჰაეში
მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში სამხრეთ კორეა ვარდისფრად და თეთრად იღებება. აქ მილიონობით საკურას ხე ყვავის, მიუხედავად იმისა, რომ ყვავილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით იხილავთ, ყველაზე ცნობილი ლოკაციაა პატარა უბანი ჯინჰაე (Jinhae). აქ 100 წლის 360,000-ზე მეტი ხე დაგხვდებათ. 10 დღიანი ფესტივალის მანძილზე თავს საოცრებათა ქვეყანაში აღმოაჩენთ.

გაისეირნეთ სეულის ხეივანში: Cheong-gye-cheon
სეულში თბილ ნათელ დღეს თუ საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ, ამაზე უკეთეს გასასეირნებელ ადგილს ვერ ნახავთ. ეს 11 კილომეტრი სიგრძის ხეივანი ქალაქს მიუყვება, გამწვანებულია, სიგრილით, მუზეუმით და ხელოვნების ინსტალაციებით. გზა ქალაქის 22 ხიდს მოიცავს. იარეთ ნელა და დატკბით.

ეწვიეთ ტრადიციულ კორეულ საუნას – jjimjilbang
ადგილობრივ საუნაში ვიზიტი კორეული კულტურის ცენტრალური ასპექტია. ორთქლის ოთახებში კორეელები ოდითგანვე ატარებდნენ ჯანმრთელობის და სილამაზის რიტუალებს. ზოგგან ნახავთ მინერალებით სავსე ცხელ წყაროებსაც, სადაც განიტვირთებით. jimjilbang-ს ახასიათებს სათამაშო ოთახების არსებობაც, სადაც გაერთობით. დააგემოვნეთ საფირმო ფერმენტირებული ტკბილი ბრინჯის სასმელიც.

ივაჭრეთ ტრადიციულ ბაზრობებზე – sijang
სამხრეთ კორეის ტრადიციული ბაზრობები საკმაოდ დატვირთულია და საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ კორეული ცხოვრების ქაოსში. აქ შეიძენთ ტანისამოსს, აქსესუარებს, სახლის ნივთებს, საკვებს და აშ. სეულში ყველაზე პოპულარული და ძველი ბაზრობებია: Namdaemun Market და Gwangjang Market.

გამოსცადეთ კაფის კულტურა
სამხრეთ კორეის კაფეები ინსტაგრამული ფოტოების მოყვარულთა სამოთხეა. სანამ ყავას სვამთ, შესაძლოა ლეკვებმა, ფისოებმა და კენგურუებმაც კი გაგიწიონ კამპანია. თემატურ გაფორმებებს მოიცავს ყვავილები, 2D ილუზიები, ვინილები და აშ.

ლაშქრობა-პიკნიკისას მიირთვით – makgeolli and jeon
სამხრეთ კორეელების საყვარელი საქმიანობაა ლაშქრობა. ქვეყანას მართლაც ბევრი შესაფერისი ბილიკი აქვს. ლაშქრობა-პიკნიკის მოწყობისას ისინი ბრინჯის როლებს და ტრადიციულ სნექებს მიირთმევენ. მათ შორისაა შემწვარი ფანქეიქები (jeon) და ბრინჯის ღვინო (makgeolli). შეუერთდით რომელიმე ეროვნული პარკის ბილიკს.

დაათვალიერეთ ბამბუკის ხეები – Damyang
ბამბუკის ტყეებს მთელ ქვეყანაში აღმოაჩენთ, მაგრამ უდიდესია – Damyang, ჩრ. ჯეოლას პროვინციაში. აქ ბევრი შთამბეჭდავი ბილიკი, სოფელი, ბამბუკის მუზეუმი და ხელოვნების გალერეაა.

მიიღეთ კოფეინის დოზა – Boseong
სამხრეთ კორეის მწვანე ჩაის დედაქალაქი – Boseong-აც ჯეოლას პროვინციაში მდებარეობს. აქ ტერასული მინდვრებია, სადაც ჩაის უდიდესი პლანტაციებია გაშენებული. ნახავთ მწვანე ჩაის მაღაზიასაც, სადაც სუვენირები იყიდება. ესტუმრეთ კორეის ჩაის მუზეუმს.

დააგემოვნეთ ყველა ქალაქის საავტორო კერძები
სამხრეთ კორეის ქალაქებს თავისი საავტორო კერძები აქვთ, რომლებსაც ადგილობრივი რეცეპტების უამრავი ვარიაციით ამზადებენ. იკითხეთ რომელია იმ კონკრეტულ ქალაქში სადაც იმყოფებით და ქუჩაში ან კაფე-ბარში დააგემოვნეთ.










