მოგზაურებს ტბა გარდასა და ვერონას შორის მოგზაურობისას, ბოლზანო ხშირად რჩებათ თვალთახედვიდან. ეს უნიკალური ისტორიის მქონე რეგიონი იტალიური და გერმანული კულტურების შერწყმაა. ამას შეამჩნევთ ქუჩის სახელებში, არქიტექტურაში, კვებაში და ენაში. აქ გერმანულ ენასაც ისევე ხშირად გაიგონებთ, როგორც იტალიურს. ჩვენ იტალიის ამ ქალაქში საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:

1. ალტო ადიჯეს არქეოლოგიური მუზეუმი

ამ მუზეუმში (Museo Archeologico dell’Alto Adige) პრეისტორიული ადამიანების უნიკალურ გამოფენას გადააწყდებით. თუ პალეოლითური და პრე-შუასაუკუნეების პერიოდი გაინტერესებთ, მას აუცილებლად ეწვიეთ.

მისამართი: Via Museo 43

2. ბოლზანოს კათედრალი

ეს გოთიკური ეკლესია 65მ. სიმაღლის კოშკით გამოირჩევა. ის მე-16 საუკუნეში ააგეს. მისი ცნობილი მადონას ფრესკაც ამ პერიოდით თარიღდება. დაათვალიერეთ საუცხოო დიზაინის ჭერი და კარებები.

მისამართი: Piazza della Parrocchia 27

3. დომინიკური ეკლესია და წმ. ჯონის საყდარი

ეს გოთიკური დომინიკური ეკლესია მე-13 საუკუნეშია აგებული და პირველი გოთიკური ნაგებობაა მთელ რეგიონში. აქ მე-14 საუკუნის გასაოცარი ფრესკები დაგხვდებათ.

მისამართი: Piazza Domenicani

4. რენონის საბაგირო

ბოლზანოს ერთ-ერთი ფავორიტი აქტივობაა რენონის საბაგიროთი სარგებლობა. სულ რაღაც 12 წუთში 4560 მეტრიან გზას დაფარავთ და 950მ. სიმაღლეზე საოცარი პანორამული ხედებით დატკბებით დოლომიტებზე. გონდოლები 5 წუთის ინტერვალით დადიან და 30 მგზავრს იტევენ.

მისამართი: Via Renon 12

5. კასტელ რონკოლო

ეს მე-13 საუკუნის რონკოლოს ციხესიმაგრეც შუა საუკუნეების ფრესკებითაა მოხატული, მაგრამ ისინი არა რელიგიურ სცენებს, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ნახატებს წარმოადგენენ. აქ უფასო ავტობუსები პიაცა ვალზერიდან (Piazza Walther) დადიან.

6. მესნერის მთის მუზეუმი

ამ მორიგ ულამაზეს ციხესიმაგრეში, შუა მთებში, გაიგებთ ისტორიას იმ ადამიანებზე, რომლებიც დოლომიტებში ცხოვრობდნენ, მთების ისტორიას და საინტერესო ფაქტებს.

მისამართი: Sigmundskronerstr 53

7. პიაცა ვალზერი და ვია დეი პორტიჩი

ბოლზანოს მთავარი მოედანი (Piazza Walther) ღია სივრცეა, სადაც ბაზრობები და ფესტივალები ტარდება. მის ჩრდილოეთ ნაწილშია ქუჩა (Via dei Portici) მე-17 საუკუნის სახლებით. გარშემო მრავალფეროვანი არქიტექტურული ნიმუშებია და ფერადი, ულამაზესი ფასადები მოგხიბლავთ.

8. ფრანცისკული მონასტერი

ეს ეკლესია მე-14 საუკუნით თარიღდება და მოზაიკური შუშის ფანჯრებითაა გამორჩეული. აუცილებლად გაისეირნეთ მის ულამაზეს ეზოში.

მისამართი: Via Francescani 1

9. ბუნების მუზეუმი

Naturmuseum Sudtirol – წარმოგიდგენთ ველური ცხოვრების და გეოლოგიის მიღწევებს დოლომიტების რეგიონში. იხილავთ ჭიანჭველების მუშაობას უზარმაზარ ჭიანჭველების ფერმაში.

10. ტრაუტმანშდორფის ბაღები

მერანოს სპა ქალაქში, ბოლზანოს ჩრდილოეთით ულამაზესი ყვავილების ბაღი მდებარეობს, რომელიც ბოლზანოში ვიზიტისას გამოსატოვებელი არაა. 80-ზე მეტი ბაღი ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის.

მისამართი: Via S. Valentino 51a