სლოვაკეთი მომხიბვლელი ცენტრალური ევროპის მარგალიტია, სადაც ისტორიის მოყვარულები, გურმანები და გარე აქტივობებით დაინტერესებულები ბევრი ღირსშესანიშნაობით გაერთობიან. თუ კოსმოპოლიტური კულტურის მიქსს ეძებთ, ეს ადგილი თქვენთვისაა. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
სლოვაკეთის ეროვნული პარკი/Slovak Paradise National Park
გაყევით სლოვაკეთის ეროვნული პარკის ბილიკებს ულამაზესი ლანდშაფტის სანახავად. აქ ჩანჩქერები, ხეობები და კანიონებია. როგორც სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე “ახალგაზრდა” ეროვნული პარკი, ბუნების და თავგადასავლების მოყვარულებს მუდამ იწვევს.
მისამართი: Hrabusice, Spisska Nova Ves

სტარას ასტრონომიული საათი/Stará Bystrica Astronomical Clock
ამ პატარა სლოვაკურ სოფელში უნიკალური ასტრონომიული საათი დგას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწორი ასტრონომიული საათია.

ბრატისლავას ხიდი/Bratislava SNP bridge
ბრატისლავას ეს ხიდი სლოვაკეთის ისტორიას მიაგებს პატივს. მას სლოვაკეთის ეროვნული აღორძინების ხიდსაც უწოდებენ. ხიდი დანუბეს მდინარეზე გადადის. მოწმენდილ ცაზე საკმაოდ ვრცელ პანორამას იხილავთ.
მისამართი: Staromestska ul & Panonska cesta

წმ. ელისაბედის ეკლესია/Church of St. Elisabeth
ბრატისლავას ძველ ქალაქში მდებარე ეს ეკლესია უნგრელმა არქიტექტორმა მეოცე საუკუნეში ააგო და ის არტ ნუვოს დახვეწილი ნიუანსებით და დეტალებით გამოირჩევა, თავის 36 მეტრიან კოშკურასთან ერთად. ღიაა მხოლოდ მცირე დროით: საღამოს 6-ის ნახევრიდან 7 საათამდე.
მისამართი: Bezručova 2

კოშიჩე/Košice
გადაინაცვლეთ უკან შუა საუკუნეებში სლოვაკეთის ამ უდიდეს აღმოსავლეთ ქალაქში მოხვედრისას. მისი წარსულის შესაგრძნობად ეწვიეთ ცენტრალურ მოედანს ისტორიული მონუმენტებით, მათ შორის გოთიკური კათედრალით. ძველ უბანში ფერადი სახლები, მშვიდი კაფეები და პატარა ბუტიკებია ქვაფენილიან ქუჩებზე. აქ ტურისტების ხალხმრავლობა არ შეგაწუხებთ.

ტატრები/High Tatras
კარპატიის მთების უმაღლეს მთაგრეხილზე სალაშქროდ სლოვაკელ ადგილობრივებს შეუერთდით. აქ ტურები მუდამ ეწყობა და მოკლე მანძილი ალპური ტბების ნახვას მოიცავს.

ბოჯნიჩი/Bojnice
ეს მშვიდი სპა ქალაქი ბუნებრივ მინერალურ წყაროებზეა აშენებული და ცნობილია სამკურნალო თერმული წყლებით. მისი გეორგაფიული მდებარეობა და კლიმატი ხელს უწყობს სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება იყოს. მოინახულეთ მისი ციხესიმაგრეც.

ისტორიული ქალაქი ლევოსა/Levoča
ეს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი კედლებითაა გარშემორტყმული. ამ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული მონუმენტი მდებარეობს. აქ იგრძნობს ყოფილი სამეფო ქალაქის ატმოსფეროს და ბევრ ლამაზ ფოტოს გადაიღებთ.

ბუდატინის ციხესიმაგრე/Budatin Castle
სლოვაკეთი ცნობილია მისი ციხესიმაგრეებით და დიდი რომ არ ნიშნავს საუკეთესოს, ამაში ბუდატინი დაგარწმუნებთ. ეს პატარა ციხე მდიდრული სილამაზით გამოირჩევა. ბილეთის ღრებულებაა 1 ევრო, ფოტოების გადაღების უფლებაც ასევე 1. დათვალიერების შემდეგ, გაისეირნეთ მის შთამბეჭდავ პარკში.
მისამართი: Zámocká 70/11

დააგემოვნეთ: Bryndzové halušky
სლოვაკური ავთენტური გემოს შესაგრძნობად ეს ეროვნული კერძი უნდა დააგემოვნოთ, რომელიც ყველით, ბეკონით და კარტოფილით მზადდება.











