მარშრუტები

როგორ უნდა გაატაროთ 1 დღე ბრატისლავაში?

სლოვაკეთის დედაქალაქი ყველა სეზონზე, დილიდან დაღამებამდე, ენერგიით დუღს. ბრატისლავას ღირსშესანიშნაობები ისტორიულ ძველ ქალაქშია თავმოყრილი და საშუალებას გვაძლევს ერთ დღეში ბევრი რამ მოვასწროთ. თუ მხოლოდ 24 სთ გაქვთ, ჩვენ დროს ეფექტურად და საინტერესოდ დაგიგემავთ.

დილა

ბრატისლავას ყავის სახლებს მეოცე საუკუნეში არისტოკრატები სტუმრობდნენ. ეს იყო მეგობრების და ბიზნეს პარტნიორების შეხვედრის ადგილი. ამიტომაც, აქ ყოფნის დროს შეიგრძენით ბრატისლავას ყავის დალევის კულტურა რომელიმე კაფეტერიაში. არჩევანი ბევრია. ჩვენ ქალაქის მთავარ მოედანზე უძველეს კაფეტერიებს (Kaffee Mayer და Schokocafe Maximilian Delikates) გირჩევთ. დააგემოვნეთ სხვადასხვა ტიპის ლატე და კაპუჩინო.

ყავით ენერგიის მიღების შემდეგ, გაიარეთ ფეხით 15 წუთის სავალი გზა ძველი ქალაქიდან ბრატისლავას ციხესიმაგრემდე. სასახლეში ისტორიის მუზეუმი მდებარეობს, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების ისტორიას გვიყვება. გარეთ ბაროკოს ბაღები და ქალაქზე ლამაზი ხედია.

ლანჩისთვის შეჩერდით სასახლის ლუდსახარშში: Zamocky Pivovar. აქ თავად ხარშავენ ლუდს და სხვადასხვა ტიპის უგემრიელეს ლუდს შემოგთავაზებენ.

შუადღე

მიაქციეთ ყურადღება ორ მთავარ შენობას ქალაქის ცენტრში: მერიას და პრიმატების სასახლეს (Primatial Palace). მერიის შენობაში ბრატისლავას მუზეუმი მდებარეობს. პრიმატების სასახლეში კი განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა სარკეების დარბაზი. ამ საფეხმავლო ქუჩებზე სეირნობისას რამდენიმე მე-18 საუკუნის შენობას აღმოაჩენთ.

საღამო

საუკეთესო გზა, რომ ბრატისლავაში საღამო დაიწყოთ, სლოვაკეთის ეროვნული თეატრის ძველი შენობაა. აქ საოპერო, თეატრის და ცეკვის პერფორმანსები ტარდება. შემდეგ შეგიძლიათ დღე უფოს კოშკზე (UFO Tower) დაასრულოთ, საიდანაც ღამის ქალაქს იხილავთ.ასევე შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში ცოცხალი ღამის ცხოვრებაა და აქ ბევრ ბარს და კლუბს ნახავთ. Nu Spirit Club და The Club Bratislava მათ შორის ყველაზე პოპულარულებია.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

სლოვაკეთისლოვაკეთი
სლოვაკეთი27 აგვ 2025

8 საუკეთესო ადგილი სლოვაკეთში

ბრატისლავა, ტატრების მთები, კოშიცე, სლოვაკეთის სამოთხე და ბანსკა შტიავნიცა: 8 საუკეთესო ადგილი სლოვაკეთში, რა ვნახოთ.

სლოვაკეთისლოვაკეთი
სლოვაკეთი16 ივნ 2025

10 რამ, რაც სლოვაკეთში მოგზაურობისას უნდა შეიძინოთ

ნაქარგი სამოსი, სლოვაკური ღვინო, სლივოვიცა, ბრინძის ყველი, ტატრატეა და თოჯინები სიმინდის ფოჩისგან: 10 რამ, რაც სლოვაკეთში უნდა იყიდოთ.

სლოვაკეთისლოვაკეთი
სლოვაკეთი5 ივლ 2024

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

სლოვაკური სამზარეულო: ეროვნული კერძი ბრინძოვე ჰალუშკი, გულაში, ტოკაის ღვინო და კაპუსტნიცა, პლუს ვეგეტარიანული ადგილები ბრატისლავასა და კოშიცეში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე