ოქროს სანაპიროების მიღმა, აბუ დაბიში ბევრი საბავშვო თავგადასავალი და აქტივობაა და ის საოჯახო და ბავშვებთან ერთად სამოგზაურო ლოკაციად ითვლება. აქ ბევრ სასტუმროს აქვს საბავშვო ზონა, აუზი და მენიუ. ეს ქალაქი ოჯახური დასვენებისთვის ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენას გპირდებათ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო უბანი დასარჩენად არის იასის კუნძული (Yas Island), სადაც ბევრი თემატური პარკია. ასევე წყლისპირა Corniche მშვენიერი ადგილია სავაჭრო ცენტრებით, რესტორნებით და სასტუმროებით.

შეაგროვეთ ბოსტნეული მაზარას ფერმაში

აბუდაბი შეიძლება უდაბნოთი იყოს გარშემორტყმული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არაფერი იზრდება. Mazara Farm ამაში დაგარწმუნებთ. ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სერტიფიცირებული ორგანული ფერმაა, სადაც პატარები ვირებს, კურდღლებს, ცხვრებს, აქლემებს და ცხენებს შეხვდებიან და ბოსტნეულს დაკრეფენ.

გაატარეთ დილა უმ ალ ემარატის პარკში

Umm Al Emarat Park – ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მწვანე სივრცეა შადრევნებით და მუსიკალური ბაღით. აქ ბევრი კაფე და საკვების დახლია.

ჩაიძირეთ კულტურაში მანარატის მუზეუმში

მუზეუმები და გალერეები შესაძლოა ხშირად საბავშვო ადგილად არ ითვლება, მაგრამ აბუდაბის ამ მუზეუმს (Manarat Al Saadiyat) ბევრი სამხატვრო, კინო და ფოტო გამოფენა აქვს. აქ მდებარეობს სკეიტ პარკიც. მისი ბაღი მშვენიერი ადგილია ბავშვების სარბენად და გასართობად.

ეწვიეთ შეიხ ზაიდ გრანდის მეჩეთს

Sheikh Zayed Grand Mosque სარკისებრი აუზებით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეჩეთია. აბუ დაბის ამ ცნობილ ძეგლთან მთელი ოჯახი მიიღებს სიამოვნებას. მეჩეთთან სავაჭრო ცენტრის გავლით ხვდებით.

ისეირნეთ ეროვნულ პარკში

Mangrove National Park-60-ზე მეტ ჩიტის სახეობას და ულამაზეს ფლორას წარმოგვიდგენს. შეგიძლიათ ის სპეციალური ნავებით მოინახულოთ. დაათვალიეროთ ფლამინგოები და კუები. ეს აქტივობა ყველა ბავშვს გაართობს.

მოიხიბლეთ აბუდაბის ლუვრით

ეს ფანტასტიკური არქიტექტურის მქონე მუზეუმი შთამბეჭდავ კოლექციებს წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ ბავშვების მუზეუმსაც. პატარა ვიზიტორები ხელოვნებას საინტერესო აქტივობებით გაეცნობიან.

აბუ დაბი 8-11 წლის და თინეიჯერი ბავშვებისთვის

გამოიკვლიეთ იასის კუნძულის თემატური პარკები

Yas Island – ყველა ასაკის ბავშვს გაართობს. აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონია. ეწვიეთ ფერარის სამყაროს ან წყლის პარკს. Warner Bros – დახურული თემატური პარკია.

გამოსცადეთ თავგადასავლები ჰუდაირიატის კუნძულზე

Hudayriyat Island აბუდაბის დიდი ხიდით უკავშირდება და აქ ბევრი ღია ცის ქვეშ თავგადასავალი დაგხვდებათ. გაისეირნეთ ველოსიპედებით, ითამაშეთ სხვადასხვა სპორტი, დაისვენეთ სანაპიროებზე კრისტალივით სუფთა წყლებში, გაერთეთ სკეიტ პარკში და სხვა საინტერესო ლოკაციებზე. მოინახულეთ მეკობრეთა თემაზე გაკეთებული პარკიც.

გადმოწერეთ აპლიკაცია: Entertainer discount და თუ რამდენიმე ღირსშესანიშნაობის მონახულებას აპირებთ, ბევრ შემოთავაზებას წააწყდებით.