კოპენჰაგენიდან 45 კილომეტრში მდებარე ჰელსინგორი ბორნების მიმოსვლით დატვირთული პორტია. აქ არამხოლოდ დანიელები, არამედ შვედებიც ხშირად გადმოდიან საყიდლებისთვის ან უბრალოდ 1 დღის აქაურ ჰაერზე გასატარებლად. აქ მდებარეობს შექსპირის “ჰამლეტის” ცნობილი სასახლეც – კრონბორგი. ჰელსინგორი ბევრ აქტივობას გპირდებათ. აღმოაჩენთ ბევრ მაღაზიას და სასიამოვნო კაფე-რესტორანს.
1. კრონბორგის სასახლე
ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჰელსინგორის ტოპ ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ის ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ორესუნდის ნახევარკუნძულიდან ამაყად იმზირება. ციხე 1420 წელს აშენდა და მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა.
მისამართი: Kronborg 2C

2. დანიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი
ეს მუზეუმი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია დანიის მდიდრული საზღვაო ისტორიის გამოსაკვლევად. საინფორმაციო გამოფენები გვამცნობენ მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლის ისტორიასაც. მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს ეზო, სცენა, თეატრი, ბიბლიოთეკა და რესტორანი.
მისამართი: Ny Kronborgvej 1

3. დანიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი (Danmarks Tekniske Museum)
ქალაქის ცენტრიდან სამ კილომეტრში, ინდუსტრიულ ზონაში აღმოაჩენთ მუზეუმს, რომელიც დანიის შთამბეჭდავ მიღწევებს ეძღვნება. აქ ორთქმავლების, სხვადასხვა გამოგონებების, ელექტრო მოწყობილობების, ველოსიპედების, ვინტაჟური მანქანების და ვერტმფრენების გასაოცარი კოლექცია დაგხვდებათ. საავიაციო ზონაში 30-ზე მეტი საფრენი მანქანაა წარმოდგენილი.
მისამართი: Fabriksvej 25

4. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ფრედერიკსბორგის სასახლეში
ჰელსინგორიდან ნახევარი საათის გზაზე ეს თვალწარმტაცი სასახლე მდებარეობს, რომელიც აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.. ის დანიურ რენესანსის სტილშია აგებული და საუცხოოდაა შემონახული. ციხესიმაგრე სამ კუნძულზეა გადანაწილებული და ფრედერიკსბორგის ტბაში მდებარეობს.

5. წმ. ოლაფის ეკლესია
მე-16 საუკუნეში წითელი აგურით აშენებული ეს გოთიკური კათედრალი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, თუმცა მისი ისტორია მეცამეტე საუკუნით თარიღდება. მოინახულეთ ანტიკური დეკორაციების ნაშთები და გასაოცარი ფრესკები.
მისამართი: Sct. Annagade 12

6. გემის მმართველის სახლი (Skibsklarerergaarden)
ორესუნდის გემის მმართველის ეს ყოფილი სახლი დღეს მუზეუმია, სადაც საინტერესო ნივთებს იხილავთ და უჩვეულო ისტორიებს გაეცნობით.
მისამართი: Strandgade

7. ფრედენსბორგის სასახლე
ჰელსინგორიდან სამხრეთით 15 კილომეტრში მდებარე ელეგანტური ფრედენსბორგის სასახლე მე-18 საუკუნეში იტალიურ ბაროკოს სტილშია აგებული. დღეს სასახლეს კლასიკური ფასადი აქვს და სამეფო ოჯახის გაზაფხულის და შემოდგომის რეზიდენციად გამოიყენება. სახელი ითარგმნება როგორც “მშვიდობის სასახლე”, რადგანაც ის ჩრდილოეთის ომის დასრულების აღსანიშნავად აშენდა. სასახლის გარშემო ფრანგული ბაღები და ქანდაკებები დაგხვდებათ. ის მთელი წელია საჯაროდ ღია.

8. Stengade & Axeltorv
ეს ჰელსინგორის ცოცხალი ჰაბია. აქ ბაზრობები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას იმართება. ანტიკური ნივთების ბაზრობა კი ყოველ პარასკევსაა ხელმისაწვდომი. ქალაქის შუასაუკუნეების ნაწილიდან აქ ფეხით რამდენიმე წუთში მოხვდებით.

9. დატკბით ჰელსინგორის ხელოვნებით
ჰელსინგორში ბევრი ხელოვნების ნიმუშია: სკულპტურები, ქანდაკებები, მონუმენტები და კედლის მხატვრობა. ქალაქის საუკეთესო ნამუშევრები ძველი პორტის ტერიტორიაზეა, კრონბორგის სასახლის მიმდებარედ. მაგალითად, “მოცეკვავეების შადრევანი”, “კაცთევზა”, მშრომელტა ნახატი შენობაზე, ავტობუსის ტერმინალის მოხატულობა და აშ.











