ჩრდილოეთ კვიპროსი სასიამოვნო ადგილია ლამაზი სანაპიროებით, თბილი მზით, ცოცხალი გართობით და უნიკალური კულტურით. თუ აქ პირველად მიემგზავრებით, თქვენ საკმაოდ ბევრი სანახაობა გელით წინ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში მოხვედრის შემდეგ ტურისტების უმრავლესობა უკან ისევ ბრუნდება.
ჩრდილოეთ კვიპროსი თურქეთის სამხრეთით მდებარეობს და თურქეთის მაცხოვრებლებს პასპორტიც არ სჭირდებათ იქ ჩაფრენისას. ლეფკოსა მისი დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია. აქ ხმელთაშუაზღის კლიმატია და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. ფულის ერთეულად იყენებენ თურქულ ლირას და მთავარი ენაც თურქულია.
მისი ხმელთაშუაზღვის მეზობლების მსგავსად, ჩრდილოეთ კვიპროსშიცაა ანტიკური ქალაქები, საყვარელი სანაპიროები, გამორჩეული ბუნების სილამაზეები და მეგობრული ხალხი.
ადგილები, რომლებიც უნდა მოინახულოთ:
Lefkoşa/ლეფკოსა
თუ ჩრდილოეთ კვიპროსს პირველად უნდა ეწვიოთ, გირჩევთ რომ დაიწყოთ ლეფკოსათი. ის მისი უდიდესი ქალაქი და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გულია. მოინახულეთ ჟირნის კარიბჭე, ვენეციური თაღი, სემილის მეჩეთი, რომელიც გოთიკური არქიტექტურის ნიმუშია. ასევე, არ გამოგრჩეთ ხელოვნების ცენტრი – Büyük Han.

Girne/ჟირნი
ჟირნში კლასიკური ხმელთაშუაზღვის ატმოსფერო სუფევს. ეს ულამაზესი საპორტო ქალაქი ბეშპარმაკის მთების ძირას გაშენდა და ციტრუსების და ზეთისხილის ხეებით მდიდარი ადგილია. ჟირნის ნავსადგურში ბევრი ლამაზი რესტორანი და ღამის კლუბია. ქუჩებში ჩამწკრივებულია ვენეციური სტილის სახლები.

Girne Kalesi/ჟირნის ციხესიმაგრე
ეს რომაული პერიოდის ციხე ნავსადგურთანაა აგებული და ის მე-15 საუკუნეში ბიზანტიელებმა გააძლიერეს. აქ ნახავთ ბიზანტიურ, ვენეციურ, ოტომანურ და ბრიტანულ ნიმუშებს. შიგნით შესვლის შემთხვევაში მოინახულებთ უძველეს ოთახებს.

Bellapais Abbey/ბელაპეის სააბატო
ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრში ბელაპეის მონასტერი მდებარეობს, რომელიც ზღვაზე და მთებზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. ხშირად აქ კლასიკური მუსიკის პერფორმანსები ეწყობა.

Famagusta/ფამაგუსტა
ფამაგუსტა ჩრდილოეთ კვიპროსის ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია, რომელიც პორტს და ზღვის ტურიზმს გვთავაზობს ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

Othello Castle/ოტელოს სასახლე
წყლისპირა ოტელოს სასახლე მე-14 საუკუნეში ააშენეს და შემდეგ ვენეციელები იყენებდნენ. აქ გამოსახულიცაა ვენეციის წმინდანი, წმ მარკი, ხოლო ლომი ვენეციის სიძლიერეს აღბეჭდავს. შესასვლელი კარი ერთ-ერთი უძველესი ხის კარია კუნძულზე.

Salamis/სალამისი
ანტიკური ქალაქი სალამისი ქალაქ გაზიმაგუსადან 6 კილომეტრში მდებარეობს. ის ორი ათასი წლისაა და წარმოადგენს ნეკროპოლისს, თეატრს, ბაზილიკას და მონუმენტურ კედლებს. აქ მოხვდებით მინი ავტობუსით ან ტაქსებით.

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროები:
ვერავინ უარყოფს რომ ამ კუნძულს ულამაზესი ზღვა და სანაპიროები აქვს. ჩვენ საუკეთესოებს გირჩევთ:
- Glapsides Beach – გაზიმაგუსაში
- Alagadi Beach – ჟირნში
- Altınkum Beach – კარპაზის ნახევარკუნძულზე
- Mare Monte Beach – ჟირნში

ჩრდილოეთ კვიპროსში ნამდვილად გემრიელად შეჭამთ. აქ ძირითადი საკვებია ხორცის ბურთულები, ქაბაბი, ნამცხვრები და რა თქმა უნდა, კუნძულის ცნობილი ყველი ჰალუმი (halloumi cheese). ტრადიციულად მას აკეთებენ ცხვრის, თხის ან საქონლის რძისგან, წვავენ ან გრილზე ამზადებენ. კერძებში თანმდევი ინგრედიენტებია ზეთისხილი და ციტრუსიც.

დააგემოვნეთ ეს კერძები: ხორცის ბურთულები კვიპროსულად, ჰალუმის ფუნთუშები, ატმიანი ქაბაბი, პირუჰი რავიოლი და მოლეჰია.

ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვდებით ან საჰაერო ან საზღვაო გზით. ჟირნის ნავსადგურში ბორნები ანტალიიდან და მერსინიდან დადიან.










