21-ე საუკუნის დასაწყისამდე დანიურ საკვებად მიიჩნევდნენ მხოლოდ კარტოფილს და ბეკონს. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე დანიის სამზარეულო განვითარდა და დღეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა გურმანებისთვის. ჩვენ აქ აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებს გთავაზობთ:

Smorrebrod

ეს კლასიკური დანიური ღია სენდვიჩია ჭვავის პურით, ხორცით, ყველით და ბოსტნეულით. თუმცა, რა თქმა უნდა ემატება სხვა ინგრედიენტებიც სურვილისამებრ. ის სწრაფი ლანჩის საშუალებაა და ბევრგან შეძლებთ მირთმევას.

Flodebolle

ეს პოპულარული დანიური ტკბილეულია – ბისკვიტი მარშმელოუს კრემით და შოკოლადით. ხანდახან მას ქოქოსსაც აყრიან. მოიძიეთ კოპენჰაგენის თუ დანიის სხვა ქალაქების მაღაზიებსა და საცხობებში.

Wienerbrod

ეს მორიგი გემრიელი ტკბილეული კი ჯამით ან ნაღებითაა სავსე. დანიაში მას მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ. აღმოაჩენთ ბევრ კაფეში, საცხობში ან მაღაზიაში.

Æbleflæsk

დანიაში ღორის ხორცი პოპულარული საკვები ინგრედიენტია. მას ამზადებენ ბეკონით, ვაშლით, ხახვით და შაქრით. ბეკონს წვავენ. შემდეგ ვაშლს აჭრიან და ხახვში თუშავენ.

Risalamande

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დანიურ დესერტს, რომელიც პუდინგის და ნუშის კომბინაციაა, გაფორმებული კრემით, ვანილით, ალუბლის სოუსით და მიირთმევენ ცივად. როგორც წესი, მას ახალი წლის დესერტად მიიჩნევენ, მაგრამ მთელი წლის მანძილზე შეძლებთ შეძენას.

Fiskefrikadeller

დანიელები ბევრ თევზს მიირთმევენ, განსაკუთრებით კი ზამთარში. ეს კერძი სწორედაც რომ შემწვარი თევზის კერძია, რომელსაც ზევიდან ლიმონს აწურავენ.

Beef Tartare

თქვენ წინაშეა კიდევ ერთი ღორის კერძი, რომელიც ქვეყნის რესტორნების მენიუებში ფართოდაა გავრცელებული. მას უხამებენ ხახვს, კიტრს და კვერცხის გულს.

Aebleskivers

ეს მრგვალი ფანქეიქები ძირითადად ვაშლის შიგთავსით გვხვდება. თუმცა, გავრცელებულია ვანილის, ილის და სხვა შიგთავსებიც. აყოლებენ ხილის ნატურალურად დაწურულ წვენებს. განსაკუთრებით პოპულარულია საშობაო ბაზრობებზე.