დანიური სანაპირო ზოლი გრძელი და ქვიშიანია, რომელიც ალაგ-ალაგ დიუნებსაც ქმნის. დანიის სანაპიროებს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებენ. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფებით დანიაში, რომელიმე სანაპირო მაინც იქნება თქვენთან ახლოს. ყველა მათგანი “ლურჯი დროშის” მფლობელია, რაც წყლის და სისუფთავის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. აქ ყველანაირი აღჭურვილობები დაგხვდებათ.

კოპენჰაგენის სიახლოვეს

ამაგერის სანაპირო (Amager Beach)

თუ არ გსურთ მოშორდეთ დანიის დედაქალაქს, ამ სანაპიროს ეწვიეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ სანაპიროს გასწვრივ სამ ადგილას აჩერებს. აქ ორესუნდის ხიდზე შთამბეჭდავი ხედია. ქვიშასთან ერთად გაარჩევთ დიუნებსაც. მას ასევე აქვს საბავშვო აუზი ხელოვნური კუნძულით და ბულვარი საპიკნიკოდ.

კუნძული ფუნენი

მარინა (Middelfart Marina)

ეს პოპულარული სანაპირო სასიამოვნო წყლით, პატარა მაღაზიებით და ბავშვთა გასართობი სივრცით გამოირჩევა. დანიის ცენტრში მარინას სანაპიროს ადვილად იპოვნით. კუნძულ ფუნენზე ყოფნისას გაეშურეთ მიდელფარტისკენ.

დასავლეთ ჯუთლენდი

ნიმინდეგაბის და ჰენ სტრენდის სანაპიროები (Nymindegab Strand and Henne Strand Beach)

ჯუთლენდის სამხრეთ ნაწილში, ესბერგის სიახლოვეს, ორი არაჩვეულებრივი ქვიშიანი სანაპირო დაგხვდებათ. ამ დანიურ ნაპირებზე მაღალი ქვიშის დიუნები და ჩრდილოეთის ზღვის სასიამოვნო ტალღებია.

ჩრდილოეთ ჯუთლენდი

ბიშნაპის სანაპირო (Bisnap Beach)

ბიშნაპის სანაპირო ქალაქ ჰალსის სიახლოვეს მდებარეობს და მოსანახულებლად ნამდვილად ღირს. აქ აქტივობების ბავშვებისთვის და დიდი პარკინგი. ჰალსში ჩასვლა დანიის ნებისმიერი ქალაქიდან საკმაოდ მარტივია.

სამხრეთ ზილენდი

ბილდსოს სანაპირო (Bildso Beach)

თუ მშვიდ სანაპიროზე სეირნობა გსურთ ოკეანის სიახლოვეს, ბილდსო საუკეთესო არჩევანია. აქ ბევრი სიმწვანეა და ბუნების მოყვარულებს ასიამოვნებს.

რომოს კუნძული

რომოს სანაპირო (Romo Beach)

რომოს სანაპირო ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი ქვიშიანი სანაპიროა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული პატარაა, ის მრავალფეროვან ლანდშაფტს გვთავაზობს. ულამაზეს სანაპიროს ტყეც ესაზღვრება.

ჩრდილოეთ ჯუთლენდი

ლოკენის სანაპირო (Lokken Strand)

ლოკენის სანაპირო ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ აღმოაჩენთ ფერად სათევზაო ნავებს და სახლებს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მეორე მსოფლიო ომის ბუნკერების ნანგრევებიც. აუცილებლად უნდა უყუროთ მზის ჩასვლას ამ სანაპიროდან, რადგანაც ეს ამაღელვებელი გამოცდილება იქნება. საუკეთესო დრო ვიზიტისთვის ზაფხულის თვეებია.