ჰელსინკი სხვადასხვა თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების მუზეუმებს მასპინძლობს. აქ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არტისტების შემოქმედებას იხილავთ.

კიასმა/Kiasma

კიასმა ფინეთის ეროვნული გალერეის თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაა. 8000-ზე მეტი ნამუშევარი მოდერნისტულ შენობაშია განთავსებული. აქ ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამაცაა შემუშავებული: “ფერების ვორქშოფი”. მუზეუმი პარასკეობით შუაღამემდე ღიაა.


კორჯაამოს გალერეა/Korjaamo Galleria

ეს გალერეა 2004 წელს გაიხსნა როგორც კორჯაამოს კულტურის ქარხნის ნაწილი და სკანდინავიაში ყველაზე დიდი ხელოვნების ცენტრია. გამოფენები ყოველთვე იცვლება და ფინელი არტისტების შემოქმედებას ეძღვნება.

ფინეთის ფოტოგრაფიის მუზეუმი/The Finnish Museum of Photography

ფინური ფოტოგრაფიის მუზეუმი უძველესი ფოტოგრაფიის მუზეუმია ევროპაში და ორ მილიონამდე ფოტოს აერთიანებს, მათ შორის დათარიღებულებს მე-19 საუკუნით. ის წარმოგვიდგენს ფინეთის წარსულ და აწმყო ცხოვრებას.

ანანტალო/Annantalo

ეს ერთადერთი გალერეა ჰელსინკიში, რომელიც ვორქშოფებს, წარმოდგენებს და გამოფენებს აერთიანებს, რომლებიც ბავშვებს ეძღვნებათ. ცენტრში ხელოვნების გაკვეთილები, VR თამაშები, ღონისძიებები და სხვა სახალისო აქტივობები ტარდება.


HAM

HAM იგივე ჰელსინკის ხელოვნების მუზეუმი ჰელსინკელი არტისტების ნიმუშებს წარმოადგენს. ის პატივს მიაგებს გრაფიტის და ქუჩის ხელოვნებას ქალაქში.


ატენეუმის ხელოვნების მუზეუმი/Ateneum Art Museum

ფინური ხელოვნების უკეთ შესაცნობად ფინურ ეროვნულ გალერეას ეწვიეთ, რომელიც ჰელსინკის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობაში მდებარეობს და გასაოცარ ხელოვნების ნიმუშებს წარმოგვიდგენს. აქ იხილავთ საერთაშორისო არტისტებსაც, მათ შორის ვან გოგს და პოლ გოგენს.


გალერია ბრონდა/Galleria Bronda

გახსნის შემდეგ, ამ გალერიამ 400-მდე გამოფენას უმასპინძლა. ის ფინეთის ინოვაციურ და შთამაგონებელ თანამედროვე ხელოვნებას წარმოგვიდგენს, რომელიც ყოველ 4 კვირაში იცვლება.


SIC Space

ეს თანამედროვე ხელოვნების სივრცეა, რომელიც 2012 წელს ჰელსინკელმა არტისტებმა დაარსეს. გალერეა წარმოგვიდგენს ვიზუალური ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის გამოფენებს.

სიგნაეუსის გალერეა/Cygnaeus Gallery

მე-19 საუკუნის გასაოცარი ვილა ფინელ პოეტს ფრედრიკ სიგნაეუსს ეკუთვნოდა, შემდეგ კი სახელმწიფოს გადაეცა. გალერეა მისი კოლექციიდან 200 ნიმუშს აერთიანებს.

ამოს ანდერსონის ხელოვნების მუზეუმი/Amos Anderson Art Museum

ფინეთის უდიდესი კერძო მუზეუმი ამოს ანდერსონის სახელს ატარებს. აქ მისი პირადი კოლექციაა გამოფენილი და კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს.