პორტო სიმწვანის და ურბანული ლანდშაფტის მქონე ქალაქია. აქ ბევრი პარკია საპიკნიკოდ, სავარჯიშოდ და დასასვენებლად. ქალაქის მთა-გორები საშუალებას გვაძლევენ მზის ჩასვლის ხედებით დავტკბეთ.
-
Parque de Serralves
პორტოს ეს ულამაზესი მწვანე სივრცე 1930 წელს შეიქმნა. დღეს აქ ბაღი, საფეხმავლო ბილიკები, სკულპტურები და ვრცელი გაზონია. პარკის ბიომრავალფეროვნება პორტოს ბუნებას საუკეთესო კუთხით გაგაცნობთ. აქვე მდებარეობს პორტოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. თუ აქ ივნისის დასაწყისში მოხვდებით, არ გამოტოვოთ ხელოვნების ფესტივალი.

-
Parque da Cidade
ქალაქის უდიდესი პარკი ფეხით თუ ველოსიპედით სასეირნოდ, სარბენად, საპიკნიკოდ თუ სპორტით დასაკავებლად პორტოში ბრწყინვალე მწვანე ადგილია. აქვე მდებარეობს წყლის მუზეუმი, რომელიც წყლის სიცოცხლის შესახებ ბევრ საინტერესო რამეს გვიყვება. აქედან შეგიძლიათ ეწვიოთ სანაპიროს ან მოინახულოთ მე-17 საუკუნის კუეიჯოს სასახლე და დატკბეთ ხედებით.

-
Jardim Botânico do Porto
პორტოს ბოტანიკური ბაღი პატარაა, თუმცა მრავალფეროვან ფლორას წარმოგვიდგენს. წვრილ ბილიკებს ვარდების ბუჩქებთან, კაქტუსებთან, პატარა დენდრარიუმთან, წყლის ლილიებთან და კამელიებთან გავყავართ. აქ 1300-ზე მეტი მცენარის სახეობა დაგხვდებათ და გაზაფხულსა და ზაფხულში ბაღი განსაკუთრებული ყვავილობით გამოირჩევა.

-
Jardim do Morro
“ბაღი მთაზე” – ასე უწოდებენ პორტოს ამ ბაღს, რომლიდანაც ქალაქზე ხედები იშლება. დასხედით ბალახზე და დატკბით პორტოს პანორამით. წამოიღეთ პლედი და საყვარელი სასმელი და უყურეთ მზის ჩასვლას. აქ მოსახვედრად ქალაქის ცენტრიდან მეტროს ყვითელ (D) ხაზს უნდა გაყვეთ.

-
The green Jardins do Palacio de Cristal
პორტოელები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ამ ბაღებს. აქ კვიპაროსები, ყვავილების ბაღები და შადრევნები იდილიურად ერწყმიან ერთმანეთს. თავი ვიქტორიანული ეპოქის ნახატში გეგონებათ. ამასთანავე, დატკბებით ხედებით ქალაქზე. ზაფხულობით აქ უფასო იოგის და პილატესის გაკვეთილები და კონცერტებიც ეწყობა.

-
Parque São Roque
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში კი ეს პარკი მოგხიბლავთ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ უზარმაზარი ლაბირინთი. თუ მზეში ყოფნა არ გსურთ, გაყევით დაჩრდილულ ბილიკებს ევკალიპტების ტყეში.











