გაესაუბრეთ ტრიესტეში მცხოვრებ ადგილობრივს და ის მის მშობლიურ ქალაქს აუცილებლად აღწერს როგორც იტალიური კულტურის ცოცხალ ჰაბს. ერთის მხრივ, ტრიესტე ისტორიული გზაჯვარედინია, ჰაბსბურგის იმპერიის ყოფილი საპორტო ქალაქი, ერთ-ერთი ადგილი სადაც საუკეთესო იტალიურ ყავას ამზადებენ. მეორეს მხრივ, ტრიესტე ავსტრიული, უნგრული, იტალიური და ბალკანური კულტურის შერწყმაა, ებრაული და გერმანული გავლენებით. სწორედ მისი კოსმოპოლიტური ბუნების გამო, ტრიესტე ტურისტებს ძალიან ხიბლავთ.
1. გამოიკვლიეთ ტრიესტეს დიდი ცენტრალური მოედანი
ეს ტრიესტეს ისტორიული გულია, თავისი უნიკალური ხასიათით. მოინახულეთ დუომო, მთავარი კათედრალი, რომელიც ამ პიაცაზე (Piazza dell’Unità d’Italia) მდებარეობს. ასევე, აქ მოინახულებთ იტალიის ყველაზე გამორჩეულ ნეოკლასიკურ სინაგოგას.

2. აღმოაჩინეთ ტრიესტეს მდიდრული წარსული
ტრიესტეს მდიდრულ წარსულს რევოლტელას ექსტრაორდინალურ სახლ-მუზეუმში (Museo Revoltella) აღმოაჩენთ. აქ გასაოცარი ხელოვნების ნიმუშები იმალება მთელი რეგიონის არტისტების შემოქმედებიდან. ტრიესტეს ანტიკურ ნაშთებს ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად აღმოაჩენთ.

3. დააგემოვნეთ ტრიესტეს ადრიატიკული გემოები
ეწვიეთ რესტორნებს ტრიესტეს ცენტრში, წყლის პირას და ნავსადგურში. ზღვის პროდუქტების რესტორნებს ვენეციური გავლენები ეტყობათ. ჩვენ გირჩევთ Osteria de Scarpon-ს, სადაც საკულტო ზღვის პროდუქტების სპაგეტის დააგემოვნებთ. მეორე გამორჩეული რესტორანია: Trattoria Nerodiseppia. არ წამოხვიდეთ ცნობილი ჟელატოს დაგემოვნების გარეშე სანაყინეში: Gelato Marco.

4. გამოსცადეთ ტრიესტეს ღამის ცხოვრება
ტრიესტეს ღამის ცხოვრება შესაძლოა განსხვავდება რომის, ნეაპოლისა და მილანისგან, მაგრამ ადგილობრივი ბარები მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩევიან. გირჩევთ კოქტეილების მირთმევას შემდეგ ბარებში: Urbanis; Mast ან Al Barcolla Cavana.

5. გამოსცადეთ ტრიესტეს ყავის კულტურა
ტრიესტეს ბევრი ისტორიული კაფე აქვს: Caffè degli Specchi; Caffè Tommaseo; Antico Caffè San Marco… ეს ქალაქი ჰაბსბურგის იმპერიის დროს, ყავის მარცვლების ჩაბარების მთავარი პორტი იყო. ადგილობრივი ბრენდია ცნობილი Illy. ტრიესტეს საკუთარი ყავის ენა აქვს და ადგილობრივები მიირთმევენ ნეროს (ესპრესო); კაპოს (მაკიატო), ლატეს (კაპუჩინო) და გოსიას (ესპრესოს რძით). თუ ყავის შეძენა და სახლში წაღება გსურთ, გირჩევთ ყავის მაღაზიას: Torrefazione La Triestina.

6. დაათვალიერეთ მირამარეს სასახლე
ამ ნეო-გოთიკურ სასახლეში ავსტრიის ჰერცოგი მაქსიმილიანე ცხოვრობდა. გასაოცარია არამხოლოდ მისი ექსტერიერი, არამედ ინტერიერი და სამეფო ოთახები.

7. აიღეთ ღვინის ტური ილ კოლიოში
Il Collio არის ადგილი, რომელსაც იტალია და სლოვენია იყოფენ. ეს ღვინის რეგიონი მზიანი ადგილია,ს ადაც იტალიის საუკეთესო ღვინოს ამზადებენ. გაისეირნეთ ვენახებში, ეწვიეთ რესტორნებს, მოინახულეთ მარნები.

8. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ისტორიულ აკიეიაში
Aquileia – ტრიესტედან 1 საათის გზაზე მდებარეობს და ანტიკური ელეგანტური ძეგლებით გამოირჩევა. აქ საუკეთესო რომაული ძეგლებია Foro Romano და Domus di Tito Macro – უდიდესი რომაული სახლები ჩრდილოეთ იტალიაში. შიგნით შესვლის შემთხვევაში იხილავთ მე-14 საუკუნის ხის ჭერს და მე-4 საუკუნის მოზაიკის იატაკს.

9. ექსკურსია უდინში
ტრიესტეს ჩრდილოეთით მდებარე უდინი რეგიონის გასტრონომიული ჰაბია. სადილსა და ვახშამს შორის შეგიძლიათ დაათვალიეროთ გალერეები და ხელოვნების ნიმუშები. გირჩევთ კერძებს: gnocchi di Sauris და frico.











