მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას სანაპირო დასვენებისთვის არ განიხილავენ, აქ ბევრი საცურაო ადგილი, მზით და წყლის ხედებით ტკბობის საშუალებაა. იაპონია იზიდავს პროფესიონალ სერფერებს, მისი სანაპირო დასახლებები კი სიმშვიდის მომგვრელია ადგილობრივებისთვის. ტოკიოში ყოფნისას არ უნდა გამოგრჩეთ კამაკურა, სანაპირო კურორტი.
ნიშიბამას სანაპირო (Nishibama Beach)
თეთრი ქვიშის მქონე ნიშიბამას სანაპირო საშუალებას მოგცემთ მშვიდ, სუფთა წყლებში იცურაოთ.
ჯოდოგაჰამა (Jōdogahama)
ეს სანაპირო საუცხოოა ლამაზი ფორმის ქვებითა და ბუნების სილამაზით. ქალაქ მიაკოდან მოკლე მანძილზე მდებარე ფოტოგენური ჯოდოგაჰამა ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის და უნიკალური ქვის ფორმებით ისიც მოგხიბლავთ. ნავის ტურებით მოინახულებთ ცისფერ გამოქვაბულსაც.
სუნაიამას სანაპირო, მიაკო-ჯიმა
კუნძული მიაკო-ჯიმა უდიდესი და ყველაზე დასახლებული კუნძულია ოკინავაზე. მისი სანაპირო ზოლი საოცარ სანაპიროებს მოიცავს. ერთ-ერთია სუნაიამა – ტროპიკული თეთრი ქვიშით. რეგულარული ფრენები ხორციელდება ტოკიოს, ოსაკას და სხვა ქალაქებს შორის.
ჰიტოცუკუს სანაპირო, ჰირადო
ნაგასაკის ჩრდილოეთით მდებარე ჰირადოს კუნძული ძველი ქუჩებით, არაჩვეულებრივი ზღვის პროდუქტებით, დიდი სასახლით და კარგი მუზეუმებით გამოირჩევა. თუმცა მას მშვენიერი სანაპირო ზოლიც აქვს, სუფთა ნაპირებით.
შირაჰამას სანაპირო
მომხიბვლელი საპორტო ქალაქის, შიმოდას სანაპიროები სერფინგისთვის ბრწყინვალედ გამოდგება. შირაჰამა აქ ყველაზე პოპულარულია. მშვიდ ამინდებში გამოცდით სნორკელინგსაც.
კომინატო-კაიგანი
თუ ტროპიკულ სამოთხეს ეძებთ, ამ სანაპიროს მიაკითხეთ. აქ საცურაო სანაპიროები და ლამაზი გამოქვაბულებია. ტოკიოდან ჩიჩი-ჯიმაში (Chichi-jima) გემებითაც მოხვდებით. კუნძულები ფლორა-ფაუნის გამო იუნესკოს მსოფლიო დაცულ ტერიტორიათა სიაში შედიან.
სანსეტ სანაპირო
ოკინავას მორიგი გამორჩეული სანაპიროა მზის ჩასვლის სანაპირო (Sunset Beach), სადაც ოქროს ქვიშები, სუფთა გამჭვირვალე წყალი და კარგი საცურაო ატმოსფეროა. აქ მაისიდან ოქტომბრამდე ცურაობენ. აქ მოხვედრისას აუცილებლად უნდა დატკბეთ მზის ჩასვლის ხედებით.
შიროიამას სანაპირო
შიროიამაზე ადგილობრივებს კამკამა წყალი და კლდოვანი ფორმაციები იზიდავთ. განსაკუთრებით საკულტოა კლდეში გამოკვეთილი თაღი, რომელიც წყალში დგას. კიოტოდან ამ სანაპიროზე მატარებლით ორ საათში მოხვდებით.
იუგაჰამას სანაპირო, კამაკურა
კამაკურას სანაპიროები ტოკიოდან მატარებლით 1 საათის გზაზე მდებარეობს და მშვენიერი გასაქცევია ცოცხალი და ხანდახან დამღლელი დედაქალაქიდან. უიქენდებსა და დასვენების პერიოდებში სანაპირო ხალხით საკმაოდ იტვირთება.