რა ვნახოთ

12 საუკეთესო რამ რასაც კრეტაზე გააკეთებთ

შესაძლოა კვირეები და თვეებიც კი დაგჭირდეთ იმ ყველაფრის გამოსაკვლევად, რასაც კრეტა გთავაზობთ. ჩვენ ამ ბერძნულ კუნძულზე განსაკუთრებულ აქტივობებს გირჩევთ:

1. ეწვიეთ კნოსოსის ცნობილ ისტორიულ სასახლეს

კნოსოსის სასახლეში დაგხვდებათ ფრესკები, რომლებსაც არტისტები 4000 წლის წინ ხატავდნენ. დატკბით ამ ანტიკური ატმოსფეროთი და ხელოვნების გასაოცარი ნიმუშებით. დააკვირდით მაღალი დონის არქიტექტურასაც და ოთახების განაწილებასაც.

2. გაისეირნეთ სანაპიროზე ნავით

კრეტას სამხრეთ სანაპირო ზოლზე ბევრი ლამაზი ნაპირია. მაგრამ შეგძლიათ ბორნით რამდენიმე ნაპირზე გადახვიდეთ და ერთდროულად ბევრი სანაპირო მოინახულოთ. მაისიდან სექტემბრამდე მეთევზეები პატარა ნავებით დადიან და შემდეგ ნაპირებზე აჩერებენ: Hora Sfakion, Agia Roumeli, Paleohora და Elafonisi.

3. მოიხიბლეთ იერაპეტრას არქეოლოგიური მუზეუმით

ოტომანების მიერ აშენებული ეს არქეოლოგიური მუზეუმი აქ ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. მოგხიბლავთ ქალღმერთი პერსეფონეს ქანდაკება და უნიკალური ნივთები მოხატული ნადირობის სცენებით.

4. დალაშქრეთ სამარიას ნაკრძალი

ეს საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნების საოცრებაა. გაყევით ბილიკს გეოლოგიურ საოცრებებს, მიტოვებულ ტაძრებს და ველურ ბუნებას შორის.

5. გაერთეთ ჰერაკლიონის წვეულებებზე

კრეტაზე ძალიან ცოცხალი ღამის ცხოვრებაა. აქ ბევრი კაფე-ბარი და საღამოს წვეულებების ლოკაციაა. კლუბები ღამის 1 საათზე იხსნება და დიჯეები დილამდე უკრავენ. მიაკითხეთ კორაის და ელ გრეკოს უბნებს.

6. დაათვალიერეთ კუნძული სპინალონგა (Spinalonga)

მეოცე საუკუნეში, როდესაც საბერძნეთში კეთრი იყო გავრცელებული, ბერძნებს კარანტინში სწორედ ამ კუნძულზე აგზავნიდნენ. დაათვალიერეთ ვენეციური ციხესიმაგრე.

7. გაისეირნეთ რეტიმნოს ქუჩებში (Rethymno)

რეტიმნოს ციხესიმაგრე პორტის დასაცავად აშენდა, რადგანაც აქ მე-16 საუკუნეში პირატები ხშირად იპარებოდნენ. ისეირნეთ ვენეციური ნავსადგურის ძველ ქუჩებში და დასხედით რომელიმე კაფის ვერანდაზე.

8. გაისეირნეთ ველოსიპედით ლასიტის პლატოს ქარის წისქვილებს შორის

ეს კრეტის მორიგი უნიკალური ადგილია განსაკუთრებული ქარის წისქვილებით. მწვანე უშველებელ მინდორში 500-მდე წისქვილი დგას და ვიწრო ფერმის გზებზე ქვის სახლებია ჩამწკრივებული. გირჩევთ გაისეირნოთ ველოსიპედით.

9. განიტვირთეთ კურემენოსის სანაპიროზე (Kouremenos Beach)

კრეტას აღმოსავლეთ სანაპიროზე პატარა ქალაქ პალეკასტროსთან ეს მშვენიერი სანაპირო მდებარეობს თეთრი ქვიშით. ის სერფერების საყვარელი მიმართულებაა, რადგანაც მოქცევის დროს შესაფერისი ზომის ტალღებით გამოირჩევა.

10. იხილეთ რომაული ნანგრევები გორტინაში

გორტინა ძველი რომაული ნანგრევებია, სადაც ძველი თეატრის, საყდრების და აბანოების ნაშთები შეგხვდებათ.

11. დააკვირდით კედლის მხატვრობას პანაგია კერას ეკლესიაში

ამ პატარა ტაძარში ექსტრაორდინალურ ბიზანტიურ ფრესკებს იხილავთ. აქ გამოსახულია საკულტო სცენები ახალი აღთქმიდან.

12. უყურეთ მზის ჩასვლას ფალასარნას სანაპიროზე (Falasarna Beach)

აქ მოვარდისფრო, თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალია. სანაპიროზე რამდენიმე კაფე-რესტორანიც დაგხვდებათ და ბილიკები არქეოლოგიური ძეგლებისკენ.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

საბერძნეთისაბერძნეთი
საბერძნეთი9 სექ 2026

საბერძნეთის 5 ყველაზე ლამაზი მთის სოფელი

მეცოვო, პაპინგო, ნიმფეო, დიმიცანა და პალეოს აგიოსი: საბერძნეთის 5 მთის სოფელი ქვის არქიტექტურით, ლაშქრობით და ადგილობრივი სამზარეულოთი.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე