ლიეტუვა ბალტიისპირეთის ვარსკვლავია. აქ მდიდრული ბაროკოს და არტ დეკოს არქიტექტურა, საბჭოთა კავშირის რელიქვიები, ულამაზესი ბუნება და გემრიელი სამზარეულოა. ეს ევროპული ქვეყანა ყველა ტიპის მოგზაურს დააკმაყოფილებს. ჩვენ აქ დაუვიწყარ გამოცდილებებს გირჩევთ და სურვილის შემთხვევაში “შენი მეგზური” სიამოვნებით დაგიგემავთ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობას.

იხილეთ ეროვნული პარკის სანაპირო – Curonian Spit

ფიჭვის ტყეებთან მდებარე უზარმაზარ ქვიშის დიუნებს “ლიეტუვას საჰარასაც” უწოდებენ. ის ბალტიის ზღვაზე 1 კილომეტრზე გადაჭიმული სანაპირო ზოლია. მის სათევზაო სოფლებში დასვენებას, ველოსიპედით კატაობას და ხედებით ტკბობას შეძლებთ.

გაერკვიეთ ტრადიციულ ლიტვურ კულტურაში ჯუკიჯას ეროვნულ პარკში

Dzūkija National Park ადგილობრივთა ტრადიციული ცხოვრების წესს გვამცნობს. დარჩით სოფლის რომელიმე ფერმაში, დალაშქრეთ ეროვნული პარკის სალაშქრო ბილიკები და გაეცანით ანტიკური კერამიკის ხელოვნებას.

მიდით ჯვრების გორაკზე

ლიეტუვის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა ბორცვი სავსე სხვადასხვა ზომის და დიზაინის ჯვრებით. აქ ნახავთ ქრისტეს სკულპტურებსაც.

დააფასეთ კაუნასის არტ დეკოს ნაგებობები

ლიეტუვის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი და ერთ დროს ქვეყნის დედაქალაქი, ეპოქის გამორჩეული არტ დეკოს შენობებით იწონებს თავს. აუცილებლად გაისეირნეთ კაუნასის ძველი ქალაქის ქვაფენილია ქუჩებში, მოინახულეთ მისი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე, ეკლესია და დღემდე მოქმედი კინოთეატრი. შეიარეთ არტ დეკოს მუზეუმში.

ისიამოვნეთ ლიტვური ზაფხულით კიდევ ერთ ეროვნულ პარკში

ტყეებითა და ტბებით სავსე ლიეტუვის ეს უძველესი დაცული ტერიტორია საშუალებას გაძლევთ ზაფხულის სპორტით ისიამოვნოთ. გარე აქტივობებთან ერთად, გამოიკვლევთ პატარა სოფლების ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას.

ტური ვილნიუსში

ლიეტუვის დედაქალაქი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია მისი ძველი უბნით, სადაც ქვაფენილიან ქუჩებზე ბაროკოს, გოთიკური და რენესანსის შენობებია. მოინახულეთ უძველესი უნივერსიტეტი, კათედრალის მოედანი მისი საათის კოშკით და ხედები გედიმინას მთიდან.

გაერთეთ პალანგაში

პალანგა – ლიეტუვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, წვეულებების ადგილი ზაფხულში. გაყევით სანაპირო ბილიკს ფიჭვების ტყეში, გადით სანაპიროზე, დაათვალიერეთ ბოტანიკური ბაღი და შეუერთდით წვეულებებს.

ეწვიეთ ატომურ ელექტროსადგურს იგნალინაში

თუ გინახავთ 2019 წელს გადაღებული სერიალი “ჩერნობილი”, მაშინ ამ ელექტროსადგურს იცნობთ. ის “ატომური ტურიზმის” აპიცენტრია, რადგანაც ტურისტები მის სანახავად მოდიან. აქ ატარებენ ტურებს VR სათვალის გამოყენებით.