ლიეტუვას დედაქალაქი მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი ქალაქი. ის იუნესკოს დაცული ძველი უბნით იკვეხნის, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნოვანი ცენტრია. მისი ქვაფენილიანი ქუჩები, ანტიკური ეკლესიები და არქიტექტურა, ნამდვილად შთამაგონებელია. ვილნიუსი ბალტიისპირეთის ეკონომიკური ჰაბიცაა. აქ სეირნობისას დააკვირდებით თუ როგორ აირეკლავს ისტორიული ქალაქი თანამედროვე, კრეატიულ კულტურას.

ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმი

ეს მუზეუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის, “კაგებე”-ს სათაო ოფისი იყო. პირველ სართულზე მეორე მსოფლიო ომის დოკუმენტაცია ინახება. აქ იხილავთ ოთახებს, სადაც საბჭოთა პოლიცია პატიმრებს ამყოფებდა და აწამებდა.

ლიეტუვას დიასპორის ხელოვნების მუზეუმი

ეს მუზეუმი ლიეტუველი მხატვრის, ვიტაუტას კასიულის ნამუშევრებზე ფოკუსირდება. მისი შემოქმედების გარდა, აქ კასიულის ცოლის მიერ ქვეყნისთვის ნაჩუქარ ნამუშევრებსაც იხილავთ, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდის არტისტებს მიეკუთნებიან.

სამი ჯვრის მონუმენტი

ეს 12 მეტრიანი ჯვრები ვილნიუსთან 1989 წელს აღმართეს. ცნობილია, რომ აქ მსგავსი ჯვრები ადრეც იდგა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ისინი დაანგრიეს.

წმ. ანას და ბერნარდინის საეკლესიო კომპლექსი

ეს გოთიკური სტილის ტაძარი მე-15 საუკუნეში აშენდა. ამბობენ, რომ მისი ფასადი ნაპოლეონს ისე მოეწონა, რომ დეკონსტრუქციას და მის პარიზში ტრანსპორტირებას გეგმავდა.

უზუპისი

უზუპისი ვილნიუსის მეამბოხე უბანია – საკუთარი დროშით, პრეზიდენტით და ჰიმნით. ტერიტორიის კონსტიტუცია პაუპიოს ქუჩაზეა წარმოდგენილი და მასში ადამიანთა ბევრი კრეატიული უფლებაა შეყვანილი.

ვილნა გაონის ებრაული მუზეუმი

ეს მუზეუმი ლიეტუვაში მცხოვრებ ებრაელებს ეხებათ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ჩათვლით. ის რამდენიმე ცალკეულ გამოფენას აერთიანებს, მათ შორის, გვაჩვენებს ჰოლოკოსტის ეფექტს ლიეტუვაში მყოფ ებრაელებზე. ნაცისტების შეჭრამდე აქ 240 000 ებრაელი ცხოვრობდა, ომის შემდგომ კი მათი რაოდენობა განახევრდა.

მდინარე ნერისის ხეივანი

საუკეთესო გზა, რომ ვილნიუსი ფეხით მოიაროთ – მდინარე ნერისის გასწვრივ გაყოლაა. ის ნებისმიერი ადგილიდან ქალაქის ცენტრში მიგიყვანთ. დაიწყეთ ზვერინას უბნიდან, გაუყევით ძველ ქალაქს და დაასრულეთ სეირნობა ზირმუნას გამზირზე. გზად შეხვდებით სანაპირო კაფე-ბარებს, ქუჩის ხელოვნებას, სკულპტურებს და ქალაქის მწვანე სივრცეებს.

ჰალის ბაზრობა

ვილნიუსის ძველ ქალაქში ადგილობრივ პროდუქციას 1906 წლიდან ყიდიან. ამიტომაც ეს ქალაქის უძველესი და უდიდესი საკვების ბაზრობაა. აქ აარჩევთ ახალ ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, ყველს, თაფლს და აშ. ღამით კი აქაურობა ხმამაღალ ბარებად იქცევა, სადაც დალევთ და იცეკვებთ.

სტებაკლასის სასწაულის ფილა

ვილნიუსის კათედრალის მოედანზე, ძირს დაგებულ ფილებს შორის, ერთ განსაკუთრებულ ფილას აღმოაჩენთ, რომელიც 1989 წლის იმ ისტორიულ დღეს ეძღვნება, როდესაც ორმა მილიონმა ადამიანმა ესტონეთის გარშემო, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა, რათა ლიეტუვაში საბჭოთა მმართველობა გაეპროტესტებინათ. ამბობენ, რომ მასზე დადგომა სასწაულმოქმედია და მაგიურ ძალებს მოგანიჭებთ. თუ სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგიხდებათ!

სნეკუტისი

ვილნიუსში სტუმრობისას აუცილებლად მიირთვით რაიმე ესტონური კერძი ბარში სახელად სნეკუტისი. ის 90-იანებში გაიხსნა და დღეს სამი ფილიალი აქვს, საკუთარი ლუდსახარშებით. დააგემოვნეთ ადგილობრივი ლუდი და კერძები. ფასები სხვა ბარ-რესტორნებთან შედარებით დაბალია, ატმოსფერო – ავთენტური.