ლიეტუვური კერძები ძირითადად ბოსტნეულზე (კარტოფილზე, ჭარხალზე) და რძის პროდუქტებზეა დაფუძნებული. აქაური კლიმატი ცივია, ასე რომ, ლიეტუვური სამზარეულო იქმნება იმისთვის რომ შინაგანად გაგვათბოს. ჩვენ ამ ქვეყანაში დასაგემოვნებლად საუკეთესო კერძებს გირჩევთ.
Cepelinai (Zeppelins)
ლიეტუვის ეროვნული კერძი – გამომცხვარი კარტოფილის დიდი დამპლინგებია, რომლებსაც ღორის ხორცით და ბეკონის სოუსით ავსებენ. მას ეს სახელი დაერქვა იმიტომ, რომ ფორმით ზეპელინის მოგრძო საჰაერო ხომალდს ჰგავს.
შემწვარი პური (Kepta Duona)
ეს ტრადიციული ლიეტუვური მუქი პურია, რომელსაც ზეთში, ხახვში და მარილში წვავენ და ყველის სოუსით აფორმებენ. მას ხშირად აყოლებენ ლუდს და ბევრი ლიეტუველისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება.
ჭარხლის სუპი (Burokėlių Sriuba)
ეს სუპი ჭარხლისგან, ხახვისგან, სტაფილოსგან და ნიახურისგან მზადდება და ცხელი უნდა მიირთვათ. მას ხანდახან ღორის ხორს და წიწაკასაც ამატებენ. თუ სუპს რაიმე ინგრედიენტს ცალკე მოაყოლებენ, შეგიძლიათ მასში მოათავსოთ.
გრილი ბორში (Saltibarsciai)
ჭარხლის და კეფირის სუპს მოხარშულ კვერცხს და კარტოფილს მოაყოლებენ და მასთან ერთად უნდა მიირთვათ. გრილი ბორში ღია ვარდისფერი შეფერილობისაა და მისი მეშვეობით ლიეტუვაში თბილი სეზონის დადგომას აღნიშნავენ.
სოკოს ორცხობილები (Grybukai)
ეს დესერტი სოკოსგან არ მზადდება, მას უბრალოდ ასეთი სახალისო ფორმა აქვს. ეს პატარა გემრიელი ორცხობილები დარიჩინს და მიხაკს შეიცავენ.
შემწვარი ხაჭოს ნამცხვარი (Curd Cakes)
ეს ლიეტუვური სამზარეულოს კიდევ ერთი დესერტია, რომელსაც ყველით/ხაჭოთი, ფქვილით, კვერცხით და შაქრით ამზადებენ და ზეთში წვავენ. მას მიირთმევენ ჯემთან ან ალუბალთან ერთად.
კარტოფილის ფანქეიქები
კარტოფილი ნამდვილი მეფეა, როდესაც საქმე ლიეტუვურ სუფრას ეხება. აქ კარტოფილის კერძებს კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთმევენ. ფანქეიქები მარტივი რეცეპტით მზადდება: კარტოფილს, ხახვს და კვერცხს ერთმანეთში ურევენ და ზეთში წვავენ. მას არაჟანთან და კამასთან ერთად მოგიტანენ.
Kabini
ეს ტრადიციული ღვეზელი კი ლიეტუვაში წლების წინ მცხოვრებმა თურქებმა დაამკვიდრეს. მას ავსებენ ხორცით, ბოსტნეულით, ყველით ან ჯემით. იყენებენ წასახემსებლად ან სუპთან მისაყოლებლად.
Kugelis
კუგელისი გამომცხვარი კარტოფილის პუდინგი, იგივე ლაზანიაა, რომელსაც ჯემთან, ბეკონთან ან არაჟანთან ერთად მიირთმევენ. სხვა ლიეტუვური კერძების რეცეპტების მსგავსად, ესეც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მზარეულებს მისი მომზადების თავისებური ხერხები აქვთ.
Raguolis/Sakotis
საკოტისი, იგივე რაგუოლისი ტრადიციული ლიეტუვური ნამცხვარია, რომელსაც დღესასწაულებზე და ქორწილებზე ამზადებენ. შობაზე და აღდგომაზე მის მირთმევას ნამდვილად შეძლებთ. საკოტისი დიდი ზომისაა და წრიულად ბრუნავს, ნამცხვარს კი მისი ბრუნვის შედეგად ჩამოწვეთებული კრემისგან ამზადებენ.