ლიეტუვაში ვიზიტორთა უმრავლესობა სამ მთავარ ქალაქს სტუმრობს: ვილნიუსს, კაუნასს და კლაიპედას, თუმცა აქ სხვა ქალაქებიცაა აუცილებლად მოსანახულებელი. ქვეყნის 40% სულ ტყიანია, აქ ბევრი ტბა, მდინარე და პატარა ლამაზი დასახლებაა. ისინი დამთვალიერებლებს ბუნებით, ციხესიმაგრეებით და სპა-ცენტრებით იზიდავენ. ჩვენ ლიეტუვას საუკეთესო ქალაქებს გირჩევთ:
Raudondvaris
ნემუნას მდინარეზე მდებარე ეს ქალაქი ციხესიმაგრითა და ულამაზესი ბაღებითაა ცნობილი. აქ ასევე არის ყინულის სახლი, ორანჟერეა, კათედრალი, მუზეუმი და საბავშვო პარკები. რაუდანვარისი მშვენიერი არჩევანია თუ ლიეტუვას სიდიდით მეორე ქალაქში, კაუნასში იმყოფებით და ერთი დღით ქალაქიდან გასვლა გინდათ.
Kėdainiai
კედაინიაი ლიეტუვას ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც საუკეთესოდ შემონახული მე-17 საუკუნით დათარიღებული ძველი ქალაქი აქვს. აქ რამდენიმე სინაგოგას და ლამაზ ბაზრის მოედანს იხილავთ. წმ. ჯუოზაპოს ეკლესია ტრადიციული ხის არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია.
Trakai
ვილნიუსიდან მატარებლით მოკლე მანძილზე არსებული ტრაკაი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის კუნძულზე განთავსებული ციხესიმაგრის გამო, პოპულარული მიმართულებაა. აქ ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ კიბინაი – ტრადიციული ცომეული.
Palanga
ლამაზი სანაპიროს წყალობით, პალანგა პოპულარული საზაფხულო მიმართულებაა. ზაფხულობით აქ ბევრი წვეულება და ღონისძიება იმართება და დროს ძალიან სასიამოვნოდ გაიყვანთ. სეიირნობა პირდაპირ ზღვაშია შესაძლებელი – გრძელი ხიდით.
Kernave
იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი მასიური არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილმდებარეობაა. ის პოპულარულია როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებში. დაათვალიერეთ კერნავეს ციხესიმაგრე და მის გარშემო არსებული მინდვრები.
Druskininkai
ეს სამხრეთ ლიეტუვას საკურორტო ქალაქია, რომელსაც მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ. აქ ბევრი გამაჯანსაღებელი ადგილი და სპაა, ტყეებით გარშემორტყმული. ქალაქს გრძელი საფეხმავლო ქუჩა აქვს, ორი ულამაზესი ეკლესიით და რამდენიმე გემრიელი კაფე-რესტორნით. გრუტას პარკში ბევრ ძველ საბჭოთა ქანდაკებას აღმოაჩენთ.
Nida
ლიეტუვას 98 კმ სიგრძის სანაპიროზე გაშენებული ეს ულამაზესი ქალაქი შთამბეჭდავი ტყეებით, ბუნებრივი აუზებით და ქვიშის დიუნებით გამოირჩევა. ნიდაში სახლები ტრადიციულ სტილშია აგებული, ფერადი ექსტერიერით. ამ სილამაზის წყალობით, ნიდა არც ისე იაფი ქალაქია.
Zarasai
გასაოცარი სადამკვირვებლო ხიდების წყალობით, ზარასაი ლიეტუვას ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. ქალაქს “შვიდი ტბის თავზე მდებარე დასახლებასაც” უწოდებენ. აქ წყლის სპორტის დიდი არჩევანია, აუზები, კუნძულები და კიდევ ბევრი სხვა.

Birstonas
კაუნასიდან 30 კილომეტრში, პოპულარულ სპა ქალაქს აღმოაჩენთ. ბუნებრივად მარილიანი მინერალური წყლების წყალობით აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. აქვე ნახავთ ბირსტონას კათედრალს, საფეხმავლო გამზირს და ბევრ ლამაზ სახლს.

Vilkija
ნემუნას მდინარეზე მდებარე ეს ქალაქი, ჰოლოკოსტის დროს, ებრაელების მასობრივი ხოცვის ადგილი იყო. დღეს აქ მემორიალი დგას, რომელიც ისტორიის ამ საზარელ ფაქტს გვამცნობს. აქ ნახავთ ლამაზ ეკლესიასაც.