ლუქსორი მსოფლიოს გამორჩეული ღია ცის ქვეშ მუზეუმია საუცხოოდ შემონახული სამარხებით, მონუმენტებით და საყდრებით. თუმცა, მისი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა ცნობილი ფარაონის, ტუტანხამონის საფლავია. ეს ანტიკური ქალაქი მდინარე ნილოსის სანაპიროზე მდებარეობს და ეგვიპტის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მიმართულებაა. არ გამოგრჩეთ მისი მონახულება კაიროში ვიზიტის დროს.
1. მეფეების ველი
მეფეების ველი მთიანი ტერასაა 60 სამარხით. მიწისქვეშა კორიდორები გამორჩეული ანტიკური კედლის მხატვრობებით, ეგვიპტელი ფარაონების სამარხებთან მიგიყვანთ. მოინახულეთ ის დილით ადრე, რათა თავი აარიდოთ ხალხმრავლობას და შუადღის სიცხეს. ბილეთის საფასურია 100 ეგვიპტური გირვანქა ანუ 6.5$. აქ მდებარეობს ტუტანხამონის, რამზეს და სეტის საფლავები. პროფესიონალური ფოტოკამერით შესვლისას დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ.
2. მემნონის კოლოსი
Colossi of Memnon – მასიური 18 მეტრიანი ქვის ქანდაკებებია, რომლებიც უკვე 3500 წელია რაც ყველანაირ ქარს, მზეს და წვიმას უძლებენ. შესაბამისად, მათ პირვანდელი სახე დაკარგეს თუმცა მაინც საუცხოოდ გამოიყურებიან. მემნოსის კოლოსი ლუქსორის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და კარგი არჩევანია მეფეთა ველის მონახულების შემდეგ.
3. კარნაკის საყდარი
დილის მზის სხივები ამ მასიურ თაღებს საოცარ ბზინვარებას მატებს და მის იეროგლიფებში გვკარგავს. ჯადოსნური Karnak Temple მსოფლიოს სიდიდით რიგით მეორე რელიგიური კომპლექსია და ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. ეწვიეთ მას გამთენიისას, რათა გადაიღოთ ფოტოები ტურისტების გარეშე. იუნესკოს ამ დაცული ძეგლის მონახულების ფასია 80 ეგვიპტური გირვანქა, დაახლოებით 5 $.
4. საჰაერო ბუშტები
გადაუფრინეთ მეფეთა ველს და ლუქსორის სხვა ღირსშესანიშნაობებს საჰაერო ბუშტით. ეს ცხოვრების ის იშვიათი გამოცდილებაა, როდესაც დიდი ხნის ისტორიას ციდან დააკვირდებით. ლუქსორში მსგავს სერვისს ბევრი კომპანია შემოგთავაზებთ.

5. დედოფლის საყდარი
Dier el-Bahari – უზარმაზარი საყდარია მეფეთა ველის სიახლოვეს. დედოფალი ჰათშეფსუტის საყდარი სვეტებითაა დამშვენებული და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა. ანტიკურმა ეგვიპტელებმა ის მართლაც შთაბეჭდილების მოსახდენად ააგეს. რაც მთავარია, შენობა გვიყვება ერთ-ერთი პირველი ქალი ფარაონის შესახებ, რომელმაც ეს არქიტექტურული საოცრება დაიმსახურა. შესვლის ღირებულებაა 50 ეგვიპტური გირვანქა ანუ 3.25$.
6. ნავის ტური
Felucca – ტრადიციული ხის ნავია ძრავის გარეშე. თუ მზის ჩასვლას ნილოსზე ამ კრუიზიდან ნახავთ, სასიამოვნო ხედების მომსწრე გახდებით. მდინარის პირას Felucca-ს ყველგან ნახავთ. 1 საათი კერძო ნავის ტურის ღირებულება დაახლოებით 250 ეგვიპტური გირვანქაა, 16$.
7. ლუქსორის საყდარი
ლუქსორის საყდრის ჩრდილში დგომისას უკან წარსულში დაბრუნდებით და ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს შეისწავლით. ამ კედლებში ბევრი მეფის კორონაცია შედგა. საყდარი ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და საოცარ ისტორიას ყვება: მისი ერთ-ერთი ობელისკი, რომელიც შესასვლელში დგას, პარიზში გადაიტანეს და ახლა კონკორდის მოედანზე დგას.