მალდივები ინდოეთის ოკეანეში 1192 კუნძულისგან შემდგარი ჯაჭვია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომანტიკულ მიმართულებად ითვლება. თეთრი ქვიშის სანაპიროები და წყალში მდგარი ბუნგალოები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან. ჩვენ მალდივებზე 14 საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ:
Landaa Giraavaru
ეს მალდივების ერთ-ერთი დახურული სანაპიროა. ის იუნესკოს ბიოსფეროს შემადგენელი ნაწილია. ოკეანეს გრძელი სანაპირო ზოლი მიუყვება, წყალი კი მწვანისა და ლურჯის ნაზავს წარმოადგენს. აქ ნახავთ წყლის კუებსაც.
Thulusdhoo Island
თუ გსურთ ადგილობრივი კულტურა აღმოაჩინოთ, ამ კუნძულს მიაშურეთ. ეს სერფინგის სამოთხეა. მალეს კუნძულიდან აქ ბორნით საათნახევარი დაგჭირდებათ. კუნძული სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებულ სასტუმროებს გთავაზობთ. დააგემოვნეთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებიც.
Lily Beach
აქ თეთრი ქვიშა და მრავალფეროვანი ზღვის ტრანსპორტი დაგხვდებათ. შეგიძლიათ დაკავდეთ სკუბა დაივინგით და გამოიკვლიოთ წყალქვეშა კუნძულები, გვირაბები და გამოქვაბულები.
Dhigurah Island
ამ კუნძულზე ისეთი სანაპიროები მდებარეობს, რომელთა დატოვებაც არასდროს მოგინდებათ. ეს დაუსახლებელი კუნძული რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. მისი სახელი ითარგმნება როგორც “გრძელი კუნძული”. აქ ბევრი დაივინგის ცენტრია, რომლებიც საშუალებას მოგცემენ ულამაზესი თევზები დაათვალიეროთ.
Reethi Rah
ეს მალდივების ერთ-ერთი ყველაზე განცალკევებული სანაპიროა ვილებით და ბულგალოებით. ის კუნძულ მალე ატოლზე მდებარეობს.
Cocoa Island
ეს კუნძული ცნობილია თეთრი ფითქინა სანაპიროებით და სუფთა წყლებით. დაივინგის და სნორკელინგის შემთხვევაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კლდის რიფები.
Baros
ბაროს კუნძულის სანაპიროები კიდევ უფრო განსხვავებული სამყაროა. აქ ნახავთ ულამაზეს ლანდშაფტს. მალე ატოლიდან სწრაფმავალი ნავით აქ 25 წუთში მოხვდებით. რომანტიკული დასვენების შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ სადილი ქვიშაზე, სანთლის თანხლებით.
Veligandu Island
ამ კუნძულზე რბილი ქვიშა და მწვანე და ლურჯი ლაგუნები გელოდებათ. იდეალურია წყლის სპორტით დასაკავებლად, მაგალითად კაიაკით თუ სერფინგით.
Hulhumalé Island
ეს ხელოვნური კუნძული უფრო კომერციულ ატმოსფეროს გთავაზობთ და ადგილობრივ კულტურას გაცნობთ. აქ ნახავთ რესტორნებს მაღაზიებს და წყლის სპორტის აღჭურვილობებს.
Fulhadhoo Island
მალედან სწრაფმავალი ნავით 2 საათში მდებარე ეს კუნძული ყველაზე მშვიდი და ყველაზე ლამაზი დასახლებული კუნძულია მალდივებზე, სადაც წყნარ ლაგუნებს და პატარა ბუნებრივ აუზებს იხილავთ. აქ ბევრი თევზის სახეობაა, მათ შორის კუები.
Ukulhas Island
ეს იდილიურად დაუსახლებელი კუნძული მუდმივად სუფთავდება და ვიზიტორებს სხვადასხვა ფასის დასარჩენს სთავაზობს. ისიამოვნეთ თეთრ ქვიშაზე მდგარი რბილი სკამებით.
Rangali Island
ამ კუნძულის სანაპირო შთამბეჭდავია როგორც ზედხედით, ასევე ხმელეთიდან. შეგიძლიათ დარჩეთ წყალქვეშა ნომრებში. აქ შეგიძლიათ მოიწყოთ ექსკურსიები და რომანტიკული ვახშამი.
Omadhoo
ეს წყნარი დასახლებული კუნძულიც კრისტალივით სუფთა წყალს და წყალქვეშა რიფებს გთავაზობთ. ვიზიტორები გაიგებენ მეტს მალდივების კულტურის შესახებ.
Hadahaa
ეს კუნძული 360 გრადუსით რიფებითაა გარშემორტყმული. წყალი და სანაპირო საოცრად სუფთაა და გარემოს დაბინძურება აქ არ აღინიშნება.