რომანტიკული მზის ჩასვლა, მშვიდი არხები, შუასაუკუნოვანი არქიტექტურა, გონდოლები, მოოქროვილი მოზაიკა – არაა გასაკვირი თუ რატომ ითვლება ვენეცია მსოფლიოს ტურისტულ ჰაბად. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი სეზონზე ხალხითაა გადატვირთული, ვენეციის სიახლოვეს ბევრი მყუდრო ადგილია, სადაც შეგიძლიათ 1 დღით გაიქცეთ. გარწმუნებთ, რომ ვენეციის კუნძულები და სოფლები ისევე მოგხიბლავთ, როგორც თავად ვენეცია!

1. მურანოს, ტორჩელოს და ბურანოს კუნძულები

ესტუმრეთ ვენეცის მეზობელ კუნძულებს, რომლებიც დიდ ისტორიას ინახავენ. წყლის ავტობუსით ამ კუნძულებზე 30 წუთში მოხვდებით. ვენეციური ლაგუნა აქ ნამდვილად სანახავი ადგილია. მურანო ისტორიულად შუშის წარმოებითაა ცნობილი, ზოგიერთი ქარხანა აქ დღემდე ფუნქციონირებს. ბურანო კი მსოფლიო რუკაზე მაქმანის წარმოებით მოინიშნა. ტორჩელოში ტორჩელოს კათედრალს და ცისარტყელას ფერებში შეღებილ შენობებს ნახავთ მოკირწყლულ ქუჩებზე. ნავით ერთდღიანი ტურით სამივე კუნძულს მოივლით.

2. მინი კრუიზი ვენეციიდან პადუაში

კრუიზს სან მარკოს მოედნიდან უნდა გაყვეთ და ის პატარა ქალაქ პადუაში ჩაგიყვანთ. არქიტექტურის მოყვარულებს შეუძლიათ დააკვირდნენ 70 ანტიკურ ვილას ბრენტა რივიერაში. ჩრდილოეთ იტალიის ამ მშვენიერ ქალაქს აქვს მე-13 საუკუნის საყდარი, ბიზანტიური ბაზილიკა და პისანის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ყოფილი ბაროკოს სასახლე იყო.

3. ლიდო

ეს გრძელი სანაპირო ქალაქი სან მარკოს მოედნიდან ნავით 15 წუთის გზაზეა და იდეალური ადგილია, როცა ტურისტებისგან შესვენება გსურთ. ლიდო ვენეციის კინოფესტივალითაა ცნობილი, რომელიც აქ ყოველ წელს ტარდება. ამ პატარა ქალაქს საოცრად მშვიდი აურა აქვს, რასაც ცენტრალურ ვენეციაში ხანდახან ვერ იპოვნით. იხილეთ სან ნიკოლოს ეკლესია ან გაისეირნეთ ალბერონის ოაზისში, ბუნებრივ წყალსაცავში. თუ დრო გექნებათ ესტუმრეთ სოფელ მალამოკოსაც.

4. ვენეტო პროსეკო

პროსეკო იტალიაში შუშხუნა ღვინითაა ცნობილი, რომელსაც აქ ნებისმიერ რესტორანში დააგემოვნებთ. პროსეკო აქ პირველია, სადაც ჩ.წ.-მდე ვენახები გაშენდა. ღვინის რეგიონში ერთდღიანი სტუმრობით მარნებში შეიჭყიტავთ და დააკვირდებით თუ როგორ კეთდება სხვადასხვა სახეობის ღვინო. ასევე, ჩრდილოეთ იტალიას შემაღლებული ადგილიდან გადმოხედავთ.

5. კორტინა და დოლომიტები

ვენეციიდან ერთდღიანი ტური იტალიის ალპებში განსხვავებულ იტალიას დაგანახებთ. დოლომიტების მთებში მდებარე ქალაქი კორტინა ვენეციის მსგავსად მომაჯადოვებელია. დოლომიტები თავისი ტბებითა და სოფლებით, ცნობილია როგორც იტალიის სათხილამურო და სალაშქრო მიმართულება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კურორტი ტრენტო. თუ ფოტოგრაფია გიტაცებთ, აქ მთებზე საოცარი პანორამები და ნახატის მსგავსი ხედები დაგხვდებათ.

6. ვერონა

მართალია, ვერონა მხოლოდ შექსპირის „რომეო და ჯულიეტათია“ ცნობილი, მაგრამ ეს ქალაქი მეტია, ვიდრე უბრალოდ საკულტო აივანთან გადაღებული ფოტო. აქ შუასაუკუნეების დროინდელი პიაცები, ისტორიული ეკლესიები და რომაული ამფითეატრია და ეს ყველაფერი ვენეციიდან მხოლოდ 1 საათის სავალ გზაზე. ამ ტურზე თქვენ იხილავთ ჯულიეტას სახლს, წმ. ანასტასიას გოთიკურ ბაზილიკას, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა, მაზანტის სახლებს, რომლებიც მე-16 საუკუნის ფრესკებითაა შემკული და ბევრ სხვა საინტერესო ადგილს ამ იდუმალ ქალაქში.